თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2018, 18:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1479,
კომენტარები: 7
"ევერტონი" სმოლინგის შეძენას გეგმავს
ინგლისელ მცველს აღმშენებლობის პირას მყოფი "კანფეტები" უხმობენ.
"ევერტონი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველის, კრის სმოლინგის გადაბირებას გეგმავს.

სმოლინგის გრძელვადიანი პერსპექტივა "ოლდ ტრაფორდზე" ეჭვქვეშ დგას და "იუნაიტედი" მის შესახებ შეთავაზებების განხილვას აპირებს.

"ფულჰემის" ყოფილი მცველი "იუნაიტედის" ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოთამაშეა ამჟამინდელ შემადგენლობაში, მაგრამ თუკი გუნდს ახალი ფეხბურთელები შეუერთდებიან, მას ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.

კრისის ამჟამინდელი კონტრაქტი 2019 წელს იწურება და ჯერ კიდევ არ ყოფილა მისი გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მცდელობა.

წყარო იტყობინება, რომ "ევერტონი" ახლოდან აკვირდება სმოლინგის მდგომარეობას და გუნდმა სკაუტებიც კი გაგზავნა "ბრაიტონთან" ინგლისის თასის მატჩზე.

"კანფეტები" მომდევნო ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე დაცვითი ფუნქციების მქონე ფეხბურთელების შეძენას ეცდებიან.

სემ ელერდაისი ზაფხულს ახალი ცენტრალური მცველების შეძენას და ფილ იაგიელკასა და ეშლი უილიამსის შეცვლას ეცდება.

წყარო: espn.com
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
25 მარტი 2018 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Eset motamesheebze da tan erti da igive qveyanashi ro skautebs agzavnian xolme magaze vkaifob yvelaze magrad:)))
0
№2
ავტორი: gache1991
25 მარტი 2018 20:10
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
კაია კაია გავყიდოთ არაენალიც თუ ეჩალიჩება სადღაც 20-25. მდე უნდა ავიღოთ და დავამატოთ დარმიანის და სხვების ფული გამოყოფილ თანხას თუ დავამატებთ გრიზმანსაც ვიყიდით და ყველას
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
25 მარტი 2018 20:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნაკლებად სავარაუდოა სმოლინგის გაყიდვა
0
№4
ავტორი: gela-manchesteri777
25 მარტი 2018 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
არ ვიცი რატო მარა არ მინდა ამის წასვლა
0
№5
ავტორი: dybbuk
25 მარტი 2018 23:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
ყიდიან ყიდიანო და ყველა თამაშს ასნავნოიში იწყებს თან მაშინ როცა ბაიიც და ლინდელოფიც ხოდზეა :D რას გაიგებ ამათსას
0
№6
ავტორი: stepno
26 მარტი 2018 08:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გასაშვებიაა. არასტაბილური მცველი საშინელებაა გუნდის ძირითადში რო გყავს რაა. ერთ თამაშს მაგრად ითამაშებს და მეორე თამაშს იმენა ეს წაგაგებინებს.
0
№7
ავტორი: giorgi_mg
26 მარტი 2018 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ეს ადამიანი სკამზე ისე იჯდება ხმას არ ამოიღებს, არ არის გასაშვები, მაგრამ რეალურად ამ ფორმაციაში ამაზე უკეთესი მხოლოდ ბაილია და ისიც ხშირად ლაზარეთშია. ესე ძაანაც ნუ აითვალწუნებთ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს უკვე და საკმაოდ გამძლე ფეხბურთელია, იშვიაათად იღებს ტრამვებს ჯანზეა და მაღალია, ერთადერთი მინუსი და უდიდესი არის რომ თამაშშს ვერ კითხულობს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top