თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2018, 17:05
ავტორი: gache1991,
ნანახია: 1706,
კომენტარები: 7
მატიჩი საუკეთესო სერბი ფეხბურთელია
ნემანია მატიჩი სერბეთში დააფასეს.
მატიჩი საუკეთესო სერბი ფეხბურთელია
ლონდონის "ჩელსიდან" შეძენილმა ნემანია მატიჩმა, პირველივე მატჩებიდან დაიწყო "იუნაიტედის" გულშემატკივრების გულების მოგება. მიმდინარე სეზონში ფაქტიურად შეუცვლელად ითამაშა თითოეულ მატჩში, და რამდენიმე დღის წინ "კრისტალ პალასის" კარში გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა, რომელიც სადებიუტო იყო მისთვის.

ნემანიას გარჯა დააფასეს სამშობლოშიც, გამოკითხვა რომელშიც სერბული სუპერ ლიგის კაპიტნები საუკეთესო სერბ მოთამაშეს ასახელებენ, მატიჩმა გაიმარჯვა. ნემანიასთვის აღნიშნული ჯილდო პირველია "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში, წარსულში როგორც "ჩელსის" მოთამაშეს კი ანალოგიური ჯილდო ორჯერ აქვს მიღებული.

მიმდინარე სეზონში მატიჩის ანგარიშზე "პრემიერ ლიგის" ეგიდით ჩატარებულ ოცდაათ შეხვედრაში ერთი გატანილი გოლი და ექვსი მიღებული ყვითელი ბარათია. ანდერ ერერას, მარუან ფელაინის, პოლ პოგბასა და მაიკლ კერიკის ტრამვების ფონზე, სწორედ მან აიღო ნახევარდაცვის დატვირთვა და საფეხბურთო ექსპერტების აბსოლიტური უმრავლესობის აზრით, მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ სიტის" შემდეგ ყველაზე ნაკლები, ოცდასამი გოლის გაშვების მიზეზი, დავიდ დეხეას შემდეგ, სწორედ ნემანიაა.

ამჟამად მატიჩი სერბეთის ეროვნული ნაკრების განკარგულებაშია და მსოფლიო ჩემპიონატისთვის უკანასკნელ ამხანაგურ მატჩებში იღებს მონაწილეობას.

წყარო : //m.vk.com/mufans
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
25 მარტი 2018 17:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ერთი 3 წელი კიდე გაქაჩავს.
სწრაფი,მუშა საყრდენი გვინდა და მატიჩიც უფრო გაიხსნება
0
№2
ავტორი: gache1991
25 მარტი 2018 17:38
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ასე კაცი პრე სეზონის გარეშე გუნდში მისულიყოს და მოხდენოდეს არ ვიცი.სასწაული პროფესიონალია და მემგონი ამ სერბებს უნდა მივაწვეთ :)) მილინკოვიჩ სავიჩი მალე:) უმაღლესი დონის პროფესიონალი ამის ფონზე არავინ არ ჩანს ნახევარდაცვაში,ერერა რო გვყოლოდა ჯანმრთელი და კანტეს ფუნქციები ერერას შეესრულებინა ეს და პოგბა გაენთავისუფლებინათ საინტერესო იქნებოდა,მაკტომინისთან ერთად ვნახეთ ეგ სამეული მარა ერერასთან ერთად ვერა არადა სამ ნახევარმცველს თუ დავაყენებდით ჩემი აზრით იდეალური ვარიანტი ეგ იქნებოდა ..
0
№3
ავტორი: Svanchester
25 მარტი 2018 18:21
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მთავარია მინიმუმ ეს დონე და სტაბილურობა შეინარჩუნოს.
0
№4
ავტორი: ikeoni
25 მარტი 2018 19:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Dzalian magaria sxva Ra ubda tqva
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
25 მარტი 2018 20:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმსახურებდა კიდეც
0
№6
ავტორი: gela-manchesteri777
25 მარტი 2018 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
მატიჩა მაგარია ძაან
0
№7
ავტორი: stepno
26 მარტი 2018 08:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან მაგარი გვყავს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top