თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2018, 17:28
ავტორი: gache1991,
ნანახია: 2006,
კომენტარები: 5
"წითელი ეშმაკები" ნაკრებებში
"იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ნაკრებებში ითამაშეს.
შიდა ჩემპიონატებში გამოცხადებული შესვენებისას, ფეხბურთელები საკუთარ ნაკრებებს დაუბრუნდნენ და ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა მიიღეს. გოლით ამ დრომდე მხოლოდ ჯესი ლინგარდი გამოირჩა, რომელიც მისთვის ნაკრებში სადებიოტო იყო. ინგლისისა და ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან ლინგარდის გარდა მარკუს რეშფორდმა დაიწყო, სათადარიგოთა შორის იყვნენ ეშლი იანგი და ტიმოთი ფოსუ-მენსა, ამ უკანასკნელს თამაშის საშუალება არ მისცემია.

სადებიუტო მატჩი ჩაატარა სკოტ მაკტომინიმ შოტლანდიის რიგებში, სკოტი სასტარტო თერთმეტეულში მოგვევლინა საპატიო შვიდ ნომრიანი მაისურით, ორმოცდამეთვრამეტე წუთამდე გაისარჯა და ადგილი თანამემამულეს დაუთმო, მატჩი კოსტა რიკელთა გამარჯვებით 0-1 დასრულდა.

წარუმატებელი გამოდგა ამხანაგური დაპირისპირება ნემანია მატიჩისთვისაც, მისი სერბეთი ეროვნული გუნდი მოულოდნელად დამარცხდა მაროკოსთან, მატჩი სრულად არც ნემანიას ჩაუტარებია, მოედანზე მხოლოდ 67 წუთი დაჰყო.

არგენტინისა და იტალიის პირველ გუნდებს შორის დაპირისპირებაში, სათადარიგოთა შორის ლიონელ მესის გარდა შევხვდებოდით სერხიო რომეროს, მარკოს როხოსა და მატეო დარმიანს, არცერთ მათგანს მოედანზე შესვლის და თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემიათ.

მხოლოდ სამოცდამეხუთე წუთზე გამოვიდა ცვლილებაზე პოლ პოგბა, რომელიც სათადარიგოთა შორის იყო ენტონი მარსიალთან ერთად, მიუხედავად იმისა რომ ფრანგები ორ ბურთიანი სხვაობით იყვნენ წინ, კოლუმბიელებმა მატჩის შემობრუნება შეძლეს და 2:3 იმარჯვეს.

ერთადერთი "იუნაიტედის" მოთამაშე რომელმაც მატჩი ძიტითადში დაიწყო და მოედანზე საფინალო სასტვენამდე იმყოფებოდა ეს დავიდ დე ხეა იყო, რომელმაც ამჯერად კარის მშრალად შენახვა ვერ შეძლო და გოლი ოცდამეთხუთმეტე წუთზე თომას მიულერისგან მიიღო.

წყარო : www.manutd.ru
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
24 მარტი 2018 17:36
  • სიახლეები: 2771
  • კომენტარები: 3861
მთავარია ტრავმიანობა არ დაფიქსირდეს. დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
24 მარტი 2018 20:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მიუხედავად იმისა რო ერთი გაუშვა დე ხეამ, მაგარი ბურთები გამოაძრო როგორც ყოველთვის
0
№3
ავტორი: gela-manchesteri777
24 მარტი 2018 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
როდის დაიწყება ცესიერი იგრები რა
0
№4
ავტორი: ikeoni
24 მარტი 2018 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Imedia yvela jamrteli dabrundeba
0
№5
ავტორი: Rezimanutd
25 მარტი 2018 12:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
ასაღები ჰქონდა ის ბურთი დე ხეას მაგრამ არაუშავს კაი ბურთები გამოაძრო ისედაც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top