თბილისი:
მანჩესტერი:
23-03-2018, 14:28
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2039,
კომენტარები: 8
სანჩესი გააკრიტიკეს
ჩილელი ფეხბურთელი თანაგუნდელებს დაუპირისპირდა.
სანჩესი გააკრიტიკეს
ჩემპიონთა ლიგაზე "სევილიასთან" განცდილი სენსაციური მარცხის შემდეგ, "იუნაიტედის" ფეხბურთელებს შორის დაძაბული სიტუაცია განვითარდა.

კონფლიქტის მონაწილე ფეხბურთელებს შორის ფიგურირებს ალექსის სანჩესის გვარი, რომელმაც უკმაყოფილება ამ მატჩის შემდეგ თანაგუნდელების მიმართ გმოხატა.

ამ მატჩში "იუნაიტედის" მხრიდან ყველაზე ცუდი ფეხბურთელის სტატუსი სწორედ ჩილელმა მიიღო. The Sun- ის ცნობით, "წითლების" ფეხბურთელებმა ალექსისის მიმართ პრეტენზიები არ დამალეს და ჩილელ ფეხბურთელს უთხრეს, რომ ამ გუნდში იმაზე მაღალი დონის თამაშია საჭირო ვიდრე ამას "არსენალში" აკეთებდა, გარდა ამისა, სანჩესი დაცვაში უთამაშებლობის გამოც გააკრიტიკეს.

აქამამდე, ალექსის სანჩესმა საკუთარ სათამაშო ფორმაზე უკმაყოფილება გამოხატა და დაანონსა, რომ სანაკრებო დროს კლუბში ვარჯიშისთვის გამოიყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ეროვნულ ნაკრებთან ერთად წასვლას არ გეგმავდა ამხანაგური შეხვედრებისთვის, 29- წლის ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად იმყოფება.



წყარო: ukrainefootball
ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
23 მარტი 2018 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი იმაში რომ ეს კაცი მალე ძალიან მაგარი ფორმაში ჩადგება შემდეგ სეზონში ნამდვილ ძალას დაგვანახებს ალექსი
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
23 მარტი 2018 14:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არვიცი ეს რადენად მართალია მარა ფაქტი ერთია რო გუნდში არეული, დაულაგებელი სიტყაციაა, გინდა მოედანზე და გინდა შიდა სამზარეულოში
0
№3
ავტორი: ikeoni
23 მარტი 2018 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ციტატა: stepno
ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი იმაში რომ ეს კაცი მალე ძალიან მაგარი ფორმაში ჩადგება შემდეგ სეზონში ნამდვილ ძალას დაგვანახებს ალექსი

100% getanxmebi
0
№4
ავტორი: PaLoMo
23 მარტი 2018 18:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: ikeoni
ციტატა: stepno
ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი იმაში რომ ეს კაცი მალე ძალიან მაგარი ფორმაში ჩადგება შემდეგ სეზონში ნამდვილ ძალას დაგვანახებს ალექსი

100% getanxmebi

araa advili 1-2 tveshi sheeguo axla gunds da strategia?tu gvaqvs strategia kaia.gaisad moixodeba formas akrefs da mere dagvanaxebs martlac ras warmoadgens
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: lucas digne
23 მარტი 2018 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
წელს არაა კარგი სანჩო
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
23 მარტი 2018 23:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ო როგორ ცდილობენ პროვოცირება მოახდინონ დაძაბულობის ეს დამპალი ჟურნალისტები.ამ სასტავიდან რამის თქმის უფლება მატიჩს და დეხეას ქონდა თორე ვის რა უნდა ეთქვა კიდეც რო მომხდარიყო რამე ასეთი საუბარი.იმ ორი კაცის გარდა ხმის ამოღების უფლება არც მორალურად და არც სპორტულად არცერთს არ აქვს.მიუხედავად იმისა რო იმ თამაშში სტატისტიკა ცუდი ქონდა ძაან მე მაინც იმას ვხედავდი რო ბურთის დაჭერა დაკავება და მოძრაობა ბურთით ამას გამოდიოდა.ძაან ბევრი მომენტი იყო როცა 3კაცი აჯდა ფეხზე და ამას პასის გასაცემი არ ქონდა არავიზე და რა ექნა არ დაკარგავდა?დარწმუნებული ვარ ძაან მაგარ ფეხბურთს ითამაშებს აქ
0
№7
ავტორი: gela-manchesteri777
24 მარტი 2018 00:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
მალე ვნახავთ ამას აკრეფილს
0
№8
ავტორი: JuanMata
24 მარტი 2018 14:25
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
უბრალოდ კარგი ფეხბურთელის ყიდვა და გუნდში ჩასმა არ წყვეტს პრობლემას. არ ვიცი შიგნით რა ხდება, მაგრამ ალექსის რომ ვუყურებ, ასე მგონია საერთოდ არ იცის რა უნდა აკეთოს მინდორზე, ინდივიდუალურად ცდილობს ფონს გასვლას, მაგრამ საერთოდ არ ზის არანაირ სისტემაში და ყველაზე ცუდი ისაა, მარტო სანჩესი არაა ასე.

დღემდე დაუმუშავებელია პრესინგი, ერთი კაცი გარბის წინ და აპრესინგებს ოთხ მცველს, დანარჩენი გუნდი უკან დგას, მერე აღმოაჩენს, რომ მარტოა ეძახის თანაგუნდელებს, რომ ზევით ამოვიდნენ, მაგრამ ისინი დგანან თავის ნახევარზე. რით ვერ ჩამოყალიბდნენ, პრესინგია საჭირო, თუ დახვედრა ცენტრში? ერთი კაცის პრესინგს, მხოლოდ ის შედეგი მოაქვს, რომ მისი პოზიცია თავისუფალი რჩება.

დაცვაში ვინ ვის აზღვევს არ იციან, ცენტრალური მცველი იძულებულია დატოვოს პოზიცია, ამ დროს ერთი ნახევარცველი მეორეს ელოდება, რომ დაიკავებს ცარიელ პოზიციას, მეორე ნახევარმცველი ფლანგის მცველს უყურებს, საბოლოოდ დეხეას ოსტატობის იმედად ვრჩებით.

შეტევაშიც იგივე პრობლემები, როცა ლუკაკუ სიღმეში ჩადის, არავინ არ იკავებს მის ადგილს საჯარიმოში, რჩება ცარიელი სივრცე, სადაც მარტო მეტოქის მცველები არიან. როცა ფლანგის თავდამასხმელი ცენტრისკენ იწევს, მცველი არ გარბის ფლანგზე, რომ დაცვა გაწელოს და შექმნას სივრცე. ნუ მარჯვენა ფლანგზე საერთოდ ერთი კაცი გვყავს, იქ რა ხდება კაცმა არ იცის.

სანჩესის პრობელმა არაა ცუდი ფორმა, პრობლემა გუნდის აუწყობელ სისტემაშია, როცა არავინ არ იცის რა უნდა აკეთოს. თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, დიბალაც ასე უთავბოლოდ ირბენს, ბეილიც და არ ვიცი კიდევ ვისი მოყვანა უნდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top