თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2018, 23:19
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1599,
კომენტარები: 8
ოფიციალურად: "ზლატანი წავიდა"
დიდებული შვედი ფეხბურთელის "მანჩესტერული" კარიერა დასრულებულია.
ოფიციალურად:
კლუბის ოფიციალურ ვებ-საიტმა დიდებული შვედი ფეხბურთელის კლუბიდან ოფიციალურად წასვლა დღეს დაადასტურა. ზლატანის კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" დასრულებულია.

არცთუ ისე დიდი ხნის მანძილზე იცავდა ზლატანი "იუნაიტედის" ღირსებას თუმცა მან ამ მცირე და მოკლე დროშიც შეძლო ამ კლუბის გულშემატკივრების გულის მოგება.

ვეტერან ფეხბურთელმა და ამჟამად უკვე მის ყოფილმა კლუბმა, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე არსებული კონტრაქტი გაწყვიტეს, რაც იმას ნიშნავს რომ იბრაჰიმოვიჩი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

ცნობილია მისი სავარაუდო კლუბი რომელშიც ზლატანი კარიერას გაგრძელებს. დიდი ალბათობით 36- წლის ფხბურთელი "ლოს ანჯელეს გალაქსის" ღირსებას დაიცავს.

თავდამსხმელი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2016 წელს შეუერთდა, ამ ხნის განმავლობაში მან "მანკუნიანელების" რიგებში 53 მატჩი ჩაატარა და თავი 29 გატანილი გოლით გამოიჩინა.


წყარო: ukrainefootball
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
22 მარტი 2018 23:23
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
გული დამწყდა. მადლობა ზლატანს თითოეული გოლისთვის, სახალისო კომენტარებისთვის, იმ შრომისთვის რაც მან კლუბისთვის გაწია. წარმატებები ამ მართლაც დიდებულ ფეხბურთელს.

Thank You Zlatan !!!
0
№2
ავტორი: Phil Jones
22 მარტი 2018 23:24
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
აი ხო ყველამ ვიცოდით რომ წავიდოდა, ეხლა თუარა სეზონის ბოლოს მაინც, ისიც ვიცოდით რომ ჩვენთვისას სეზონი დასრულებულია, ისიც ვიცოდით რომ დიდად ამის იმედი აღარ უნდა გვქონოდა, მაააგრამ მააააგრად გამიტყდა აი მაგრად!! ზლატანმა ევროპული კარიერა მაინც ისე და იქ დაამთავრა როგორც ეკადრებოდა! manunited
0
№3
ავტორი: LewisHamilton
22 მარტი 2018 23:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
სამწუხაროა, ძალიან გული დამწყდა. მადლობა ზლატან ყველაფრისთვის რაც კლუბისთვის გააკეთე და წარმატებები ყველგან სადაც მომავალში იქნები.

ნეტა ამასაც გაუფუჭდა ჟოზესთან ურთიერთობა თუ უბრალოდ სათამაშო დროის უქონლობამ და ასაკმა გადააწყვეტინა წასვლა..
0
№4
ავტორი: ikeoni
22 მარტი 2018 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Magrad damwyda guli warmatebebiii zlatan❤️ Savaraudod tavdamsxmeli dagvchirdeba
1
№5
ავტორი: gaga1987
23 მარტი 2018 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ცუდია რო ცოტა ახალგაზრდა არგადმოვიდა ჩვენთან.წარმატებები ზლატან.
1
№6
ავტორი: SANDROGRIGA
23 მარტი 2018 13:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წარმატებები ზლატანს
0
№7
ავტორი: gela-manchesteri777
24 მარტი 2018 00:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
მადლობა ზლატან ყველაფრისთვის მუდამ მანიუს გულში იქნები კიდე დიდხანს მინდოდა შენი ყურება აქ მშვიდობით ბებერო ლომო love cry2
0
№8
ავტორი: SANCHEZ 7
24 მარტი 2018 03:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ბებერი ლომიიი იქაც შეყრის გოლებს უბერებელი ზლატანიი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top