თბილისი:
მანჩესტერი:
21-03-2018, 18:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1471,
კომენტარები: 7
იბრაჰიმოვიჩის საქმეს ფედერაცია განიხილავს
ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ზლატანის მონაწილეობის საქმეს განიხილავს.
იბრაჰიმოვიჩის საქმეს ფედერაცია განიხილავს
შესაძლოა, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციასთან გარკვეული პრობლემები შეექმნას ბუკმეკერულ კომპანიაში წილის ჩადების გამო.

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდასხმელი ევროპის მზარდი ბუკმეკერული ბრენდის, BetHard-ის აქციების შეძენას აპირებს. ამ საკითხს კი საფეხბურთო ასოციაცია განიხილავს, როგორც მათ მიერ დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაძლო დარღვევის საკითხს.

თუკი იბრაჰიმოვიჩი რომელიმე წესს დაარღვევს, მას გადაწყვეტილების შეცვლას მოსთხოვენ, ან სასჯელს დააკისრებენ.

ფეხბურთელებს, მენეჯერებს, მწვრთნელებს, მსაჯებსა და კლუბის მიერ დაქირავებული პირებს ეკრძალებათ მატჩების შედეგებზე, ტრანსფერებზე, მწვრთნელის დანიშვნაზე, შემადგენლობის შერჩევასა და დისციპლინარულ საკითხებზე ფსონების დადება.

წესები ასევე უკრძალავს მათ ნებისმიერი აკრძალული აზარტული ქმედების რეკლამირებას ან ჩადენას, რისი შესაძლო დამრღვევიც შეიძლება აღმოჩნდეს შვედი ფორვარდი.

თუმცა იბრაჰიმოვიჩს არავითარი ფსონი არ დაუდია, ასოციაცია აპირებს დარწმუნდეს, რომ მას არ დაურღვევია დადგენილი წესიდან რომელიმე.

წყარო: mirror
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: gache1991
21 მარტი 2018 19:13
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ეს მირორი სუფთა ასავალ დასავალია :))
1
№2
ავტორი: Svanchester
21 მარტი 2018 19:27
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
სანერვიულოდ არ ღირს
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
21 მარტი 2018 20:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მიეცათ სალაპარაკო :D
0
№4
ავტორი: ikeoni
21 მარტი 2018 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
Arada zogadad darwmunebuli var bevri igroki yomarobs:)))
0
№5
ავტორი: gela-manchesteri777
21 მარტი 2018 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
სისულელეა მაგარი
0
№6
ავტორი: Phil Jones
21 მარტი 2018 23:10
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ბებიების სახელით აქვთ აჭარაბეთები გაკეთებული და ჩუმად ყომარობენ ))
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
22 მარტი 2018 20:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
არადა რა ადვილია პროსტა და რამდენს ყომარობენ დარწმუნებული ვარ.რა უნდა ყვითელის აკიდებას ან კუთხურს?მარტომ შეგიძლია როცა სასტავის კაცი ხარ შედეგი დადო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top