თბილისი:
მანჩესტერი:
21-03-2018, 18:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1325,
კომენტარები: 9
სათასო მატჩის თარიღი ცნობილია
პირველ ფინალისტს "იუნაიტედის" წყვილი გაარკვევს.
სათასო მატჩის თარიღი ცნობილია
"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასის ნახევარფინალურ მატჩს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ 21 აპრილს თბილისის დროით 21:15 საათზე გამართავს.

მატჩი "უემბლიზე" გაიმართება, რაც "დეზების" საშინაო არენას წარმოადგენს ამ სეზონში და ჟოზე მოურინიოს გუნდმა იქ უკვე განიცადა მარცხი 2:0 ანგარიშით.

ეს წყვილი ინგლისის თასის გათამაშებაში 15-ჯერ მოხვდა. დაპირისპირება ხუთჯერ დამთავრდა "იუნაიტედის" გამარჯვებით, ხუთჯერ მოიგო "ტოტენჰემმა" და ამდენივეჯერ დაფიქსირდა ფრე. უკანასკნელად კი 2009 წლის იანვარში, მეოთხე რაუნდში შედგა აღნიშნული დაპირისპირება და მაშინ "წითლებმა" პოლ სქოულზისა და დიმიტარ ბერბატოვის გოლებით სახლში 2-1 იმარჯვეს.

მეორე ნახევარფინალურ წყვილს კი "ჩელსი" და "საუთჰემპტონი" შეადგენენ, რომელთა მატჩი 22 აპრილს 19 საათზე დაიწყება.
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
21 მარტი 2018 18:52
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
სეზონის უტიტულოდ დასრულება არ შეიძლება. ეს თასი მაინც უნდა მოვიგოთ.
0
№2
ავტორი: gache1991
21 მარტი 2018 19:14
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
რევანში გვაქ ტოტენჰემზე ასაღები.. მაინც კაი იქნება ფინალში ჩვენ და ჩელსი რო შევხვდეთ :))
0
№3
ავტორი: LewisHamilton
21 მარტი 2018 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
აქედანაც თუ გამოვვარდით მერე იქნება საინტერესო რა გამართლებას მოძებნის ჟოზე. ფაქტი ფაქტად დარჩება, შარშანდელი სეზონის მერე სიტუაცია გაუარესებული იქნება. ერთადერთი რაშიც პირდაპირი მნიშვნელობით წინ წავიწიეთ ეს იქნება სატურნირო ცხრილი, დანარჩენი ყველაფერი გაუარესებულად ჩაითვლება თუ სეზონს თასის გარეშე დავასრულებთ. ძალიან საინტერესო იქნება ხელმძღვანელობა რას იზამს ჟოზესთან დაკავშირებით ამის მოხდენის შემთხვევაში..
0
№4
ავტორი: LASHQARA
21 მარტი 2018 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
არ ვიცი გუნდზე ცუდი როგორ ვწერო, სანამ ჟოზე აქაა აღარ აქ აზრი მგონი წერას, სადაც სევილიამ გამოგვაგდო, ტოტენჰემი რა გასაკვირია? თავის მოედანზე, თან ძირითადს დააყენებს და ჩვენ შეუთამაშებელ გუნდს, მოურინიოს ტაქტიკის მქონეს, რა შანსები ექნება ალბათ ხვდებით? რა დრო დადგა ამის დედა ვატირე, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი სანამ ფერგიუსონის მანჩესტერს ვგულშემატკივრობდი. love am
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
21 მარტი 2018 20:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უკვე ამ თასის მოგებაც რთული ჩანს
0
№6
ავტორი: ikeoni
21 მარტი 2018 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Darwmunebuli var movugebt
0
№7
ავტორი: gela-manchesteri777
21 მარტი 2018 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ძაან რთული მაჩი იქნება
0
№8
ავტორი: stepno
22 მარტი 2018 03:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დარწმუნებული ვარ განსხვავებულ და კარგ ფეხბურთს ვითამაშებთ ტოტენჰემთან
0
№9
ავტორი: Rdevil
22 მარტი 2018 16:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 43
60-40 ze shansebi totenhemis sasargeblod tu ufro meti ara. Imedia aqedanac gaagdeben manius da iqneb mere mainc darwmundnen es fulis gori gleizerebi ro gasagdebia es aramwrtvneli
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top