თბილისი:
მანჩესტერი:
21-03-2018, 15:52
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2686,
კომენტარები: 11
"შახტარის" ფეხბურთელი "იუნაიტედს" უახლოვდება
"წითლებს" ბრაზილიელი ნახევარმცველი სურთ.
"იუნაიტედის" მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს უკრაინულ გუნდთან. როგორც ბრიტანული გამოცემა Daily Mail- იუწყება, "მანკუნიანელები" მზად არიან ფრედის სანაცვლოდ "შახტარს" 60 მილიონი ევრო გადაუხადოს.

საინტერესოა ერთი ფაქტიც, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს, კიდევ ერთი "მანჩესტერული" კლუბი "მანჩესტერ სიტი" იჩენდა, მათ უკრინელებს 50 მილიონი ევროც შეშთავაზეს თუმცა ამ კლუბმა ამ თნხის სანაცვლოდ ფეხბურთელის გაშვებაზე უარი განაცხადა.

აღნიშნული წყარო ამტკიცებს, რომ "წითელი ეშმაკები" ფეხბურთელის შეძენის მთავარი პრეტენდენტები არიან. "წითლების" დამრიგებელი ჟოზე მოურინიო ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს, ხოლო მისი აზრით ფრედი შესანიშნავი ვარიანტია.

სეზონის დასრულების შემდეგ, "იუნაიტედის" რიგებს მარუან ფელაინი დატოვებს, კარიერას ასრულებს მაიკლ კერიკი, პოლ პოგბა, რომელიც ბოლო დროს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი აღარაა, ამ ყველაფრის ფონზე, ფრედი შესძლოა ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდეს. ეს კიდევ ერთი ნიშანი იმისა, თუ რატომ უნდა ისურვოს ბრაზილიელმა "იუნაიტედში' გადასვლა.


წყარო: ukrainefootball
ჭორები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
21 მარტი 2018 16:03
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
დადებითად ვარ განწყობილი ამ ტრანსფერის მიმართ. კარგი ფეხბურთელია ფრედი ძაან გამოგვადგება.

ისე თქვენი არ ვიცი მაგრამ, გატუზოსნაირი მოტივატორი მწვრთნელკი მაგრად გმისწორდებოდა გუნდში. შეხედეთ "მილანს" ბოდიშიდა ნეხვიდან ამოყავს.
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
21 მარტი 2018 16:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოურინიოს უყვარს ასეთი სტილის ფეხბურთელები და არაა გამორიცხული რო იყიდონ
0
№3
ავტორი: giorgi_mg
21 მარტი 2018 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: Svani
დადებითად ვარ განწყობილი ამ ტრანსფერის მიმართ. კარგი ფეხბურთელია ფრედი ძაან გამოგვადგება.

ისე თქვენი არ ვიცი მაგრამ, გატუზოსნაირი მოტივატორი მწვრთნელკი მაგრად გმისწორდებოდა გუნდში. შეხედეთ "მილანს" ბოდიშიდა ნეხვიდან ამოყავს.

ჩემი აზრით რასაც პერესი აკეთებს ძალიან დასაფასებელია, ზიდანი მწვრთნელი, ეხლა რაული ასაკობრივის მწვრთნელი გახდა, არ იქნება ურიგო რომ მიბაძონ ჩვენმა ხელმძღვანელობამაც, მაგალითად: გიგზი და სკოულზი დუეტში მწვრთნელებად, ან გიგზი მთავარი მწვრთნელი და დანარჩენები ასისტენტებად, ბექჰემის ჩართვაც შეიძლება ასეთ პროექტში. რავიცი რას გადავეკიდეთ ამ პეოფესორ-განსაკუთრებულას ვერ გავიგე.
0
№4
ავტორი: ikeoni
21 მარტი 2018 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Magari variantia siamovnebit vixilavdi maniushi
0
№5
ავტორი: william265
21 მარტი 2018 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
გაუმარჯოს ალბიონელებს აპენინებიდან :)

ამასწინათ გამოვთქვი აზრი რომ გიგზი დაენიშნათ ტრენერად და მაგალითად კონტეს, გატუზოს და ზიდანის შემთხვევები მოვიყვანე. და შემდეგ კომენტარებში ეწერა რო გამოცდილება აკლდა გარისკვა არ შეეძლო და ა.შ.
იმ არგუმენტსაც მოვკარი ყური რომ არაკაცია.
სანამ გიგზს მანიუს მთავარ ტრენერად არ დანიშნავენ მანამ ვერ გავიგებთ როგორი მწვრთნელია იმიტო რო დანარჩენ გუნდებში უმოტივაციოდ იქნება. ეგერ გატუზომ სადაც იმუშავა ყველგან ჩაიძირა მაგრამ მილანში შედეგი აქვს იმიტომ რომ როგორც თავის ოჯახს ისე უყურებს. გიგზიც ასე იქნება ჩემი აზრით და არც ფერგიუსონი იქნება მისი წინააღმდეგი.

ძველი მანჩესტერი რომ მახსენდება უბრალოდ ვერ წარმომიდგენია 92იანელები როგორ შეიძლება არ დაასაქმო კლუბის მენეჯმენტის მნიშვნელოვან პოზიციებზე. გიგზი სქოულზი და ძმები ნევილები...
მიუხედავად იმისა რომ მილანის ფანი ვარ სქოულზი და ბექჰემი რასაც ქვია აი ძაან მაგრად მევასებოდნენ.

მე ისიც მიკვირს რუნი რატომ გაუშვეს. ეგ ერთადერთი კაცი იყო დარჩენილი მანჩესტერული სულის მატარებელი კლუბში. ახლა გარედან ისე ჩანს ყველაფერი თითქოს მანჩესტერში ტრადიციები ქრება და ფული მოდის წინა პლანზე... თითქოს რაღაცნაირად პესეჟეს ემსგავსება. თითქოს ჟოზესაც კიდია ის რომ მანჩესტერს წვრთნის და არც ფეხბურთელები თამაშობენ მაინცდამაინც კლუბის ფერებისთვის და ლოგოსთვის.

მე სინანული მიპყრობს იმიტომ რომ ფერგიუსონი, ბექჰემი და სქოულზი მაგრად მევასებოდნენ. მანჩესტერი მუდამ მებრძოლი და შეკრული კამანდა იყო და ლიგას/ეპლს საინტერესოს ხდიდა.
იმედი მაქვს მალე დაუბრინდება მანჩესტერი ძველ დიდებას და თქვენც უამრავი ტიტულებით გაიხარებთ, თუნდაც იმ ისტორიუს ხათრით რომელიც ალექსმა დაწერა.

---
პს.
პატარა ჩასწორება გიგზზე.
რა მნიშვნელობა აქვს გაქინძა თუარა მისი ძმის ცოლი... მთავარია მოედანზე სულს და გულს დებდა და იქ არ ეშლებოდა რაც საჭირო იყო.
თორე მაგისთვის ფერგიუსონიც დაასხამდა და გუნდიდან მოკვეთდა. პირადი და სპორტი ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან გაიმიჯნება.
1
№6
ავტორი: VALERI.s
21 მარტი 2018 18:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
საუკეთესოა ბაზარზე მყოფი ფეხბურთელებიდან.
0
№7
ავტორი: JuanMata
21 მარტი 2018 19:05
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: william265

გიგზი უკვე უელსის ნაკრების მწვრთნელია.
მგონია რომ ჟოზეს კიდია, ნუ ისეთი მოტივაცია და მონდომება აღარ აქვს, როგორც ადრე ჰქონდა, ახლა თვითონაც არ იცის რას აკეთებს.
ახალგაზრდა მწვრთნელი ჭირდება გუნდს, ენერგიულ მონდომებული.
მაგრამ როგორც შენც დაწერე, ვუდვორდი და გლეიზერები აქცენტს აკეთებენ შემოსავალზე და რა საშუალებით იქნება, კიდიათ. გუნდის შემოსავალი იზრდება და თუ რამე საშინელება არ გააკეთა მოურინიომ არა მგონია გაუშვან.
0
№8
ავტორი: gache1991
21 მარტი 2018 19:20
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძაან დიდი სხვაობაა იმ დონეს რაც ფერნანდინიოს თუნდაც ფერნანდოს ქონდა შახტარში და რაც ამას აქ,მე პირადად მეეჭვება ამის გამართლების..არ ვიცი რატო უნდა გადაიხადო უკრაინაში მოთამაშე ბრაზილიელში(ეროვნება რომლის წარმომადგენელი ჩვენთან კლებერსონის და ანდერსონის გარდა ტოფილიყოს არც მახსენდება ფაბიო რაფაელი ჩვენთან გაიზარდნენ)არავინ არ გამოგვდგომია..ვილიანიც სხვა დონე იყო მანდ და რავიცი..როცა აგერ გამზადებული დაიერია,დაამატონ მაგ 60ს რამდენიმე ლიმონი და ლევი მაგას კი არა ლამელასაც მოატოლებს :))
0
№9
ავტორი: gela-manchesteri777
21 მარტი 2018 22:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ესღა გვაკლია რა
0
№10
ავტორი: stepno
22 მარტი 2018 03:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კარგი იქნება და შემდეგი სეზონის იმედი მაქ მე პირადად ძალიან. აქ ბევრს აღარ ჯერა ჟოზესი მაგრამ ეს კაცი სადაც ყოფილა ყველგან თავისი სიტყვააქ ნათქვამი და მანჩესტერშიც აუცილებლად იტყვიის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top