თბილისი:
მანჩესტერი:
20-03-2018, 19:36
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2846,
კომენტარები: 27
ფეხბურთელები მოურინიოს ადანაშაულებენ
თანაგუნდელები მარცხენა მცველს მხარს უჭერენ.
ფეხბურთელები მოურინიოს ადანაშაულებენ
"იუნაიტედის" მარცხენა მცველი ლუკ შოუ ამ დრომდე ვერ ახერხება გუნდის შემადგენლობაში თავის დამკვიდრებას და მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს ნდობის მოპოვებას.

ამს დასტური იყო კიდევ ერთი ფაქტი,ინგლისის ასოციაციის თასის შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში განთესილმა ლიუკ შოუმ მოედანზე მხოლოდ 45 წუთი გაატარა, შეხვედრის მეორე ნხევარში ის ეშლი იანგმა ჩანაცვლა. მიზეზად მოურინიომ პრესკონფერენციაზე შოუ არადამაკმაყოფილკებელ თამაშში დაადანშაულა და შეცვლის მიზეზადაც სწორედ ეს დასახელდა.

აღნიშნული მდგომარეობა ახალგაზრდა ფეხბურთელის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე მეტყველებს. თუმცა როგორც ირკვევა "მანჩესტერის" ფეხბურთელები, შოუს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ, და უკმაყოფილოები არიან იმით, თუ როგორ უსამართლოდ ექცევა პორტუგალიელი სპეციალისტი ინგლისელს.

მათი აზრით, მოურინიოს ქმედებები ლიუკ შოუს მიმართ უსამართლოა და ფეხბურთელს შანსი უნდა მიეცეს საკუთარი თავის ბოლომდე წარმოსაჩენად. იუწყება - The Telegraph.

მიმდინარე სეზონში შოუმ "იუნაიტედის" შემადგენლობაში მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა, აქედან 7 ინგლისის თასზე და ინგლისის ასოციაციის თასზე გამართული შეხვედრებიდან მოდის.


წყარო: ukrainefootball
ჭორები
27 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
20 მარტი 2018 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Arajansagi sitvaciaa gundshi
0
№2
ავტორი: JuanMata
20 მარტი 2018 20:09
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ლუკ შოუს საუთჰემპტონში ყოფნის პერიოდზე წავიკითხე და იქ პოჩეტინო ისე ექცეოდა, როგორც პატარა ბავშვს.

მოურინიოს მეთოდი (დააჩმორე ფეხბურთელი, რომ გაბრაზდეს და მინდომოს) არ მუშაობს ამაზე, პირიქით უარესი შედეგი აქვს, ჟოზეს სხვანაირად არ შეუძლია, აქვს ერთი მეთოდი და იმ მეთოდს მიყვება ყველაფერში, ამიტომაც მუდმივად აქვს კონფლიქტები ფეხბურთელებთან.

ნუ ჟოზე არ მიეკუთვნება იმ მწვრთნელების რიცხვს, რომლებიც ფეხბურთელებთან ინდივიდუალურად მუშაობენ და ყველასგან სათითაოდ მაქსიმუმს იღებს, ჟოზე ეძებს უბრალოდ უკვე მზა ფეხბურთელს, რომელიც მას გამოადგება და სვამს თავის ტაქტიკაში, ამიტომ შოუ არ ჭირდება და არც ფერებას დაუწყებს, მაგრამ რაც გააკეთა მაინც არ აქვს გამართლება, არც მორალურად, არც რაციონალურად.
თუ არ მოგწონს ფეხბურთელი, უბრალოდ შეგიძლია უთხრა, რომ წავიდეს. თუ მოგწონს და გგონია, რომ რამე გამოვა, აქამდე უკვე უნდა მიმხვდარიყო, რომ მისი მეთოდები შოუზე არ ჭრის.
ერთადერთი რაც გააკეთა, დაუგდო სატრანსფერო ფასი შოუს.
0
№3
ავტორი: Svanchester
20 მარტი 2018 20:10
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ლოგიკურია, ყველა მხარს დაუჭერდა ფეხბურთელს რომელსაც გუნდში მწვრთნელის მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერა და თანადგომა არ აქვს. სიტუაციის ძირეული შეფასებისთვის საჭიროა კარგად ფლობდე ინფორმაციას, ნამდვილად ვერ ვიტყვი უსამართლოდ ექცევა თუ არა მოურინიო შოუს, მაშინ როდესაც შოუს ვაკვირდები საჯარიმოში ნორმალურად ჩაწოდებაც კი უჭირს, წონაში მომატებაზეც არაფერს ვიძახი. არ ვიცი შეიძლებ მწვრთნელს დაბრალდეს შოუს არამოტივირებულობა თუმცა ამისთვის ჯერ თავად უნდა დაანახოს შოუმ მოტივაცია მთავარ მწვრთნელს რომ შანსი მიიღოს. რადგან ფეხბურთელები ალაპაარაკდნენ რომ ჟოზე უსამართლოდ ექცევა შოუს ესეიგი ასეცაა.
0
№4
ავტორი: shotkin
20 მარტი 2018 20:20
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
შანსი უნდა მიეცეს მარა როდემდე? როდემდე? თვიტონ მაინც არ დაიღალა? ნატელია რო ვერ ქაჩავს მოუ რაშუაშია ვან გაალის დროსაც ვერ ქაჩავდა იმ ტრნვის მერე ვერ ქაჩავს მორჩა და გათავდა ისედაც გუნდი თავზე გვემხობა ეხლა კიდე დრო მიეცი ესეთებს ვინც აქამდე ვერ მოიხოდა ნაცენზურა ვსო ისედაც 5 წელია უაზროდ თამაშობენ ფეხბურთს.
0
№5
ავტორი: BONDZGI
20 მარტი 2018 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
შიდა სამზარეულოში არ ვიცი რა ხდება , მაგრამ ძნელია ფეხბურთელს რომელსაც 9-10 თამაშიდან ერთს ათამაშებ ფორმის პიკში ყოფნა მოსთხოვო...
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
20 მარტი 2018 22:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფაქტია აირია გუნდში მდგომარეობა
0
№7
ავტორი: JuanMata
20 მარტი 2018 22:33
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: shotkin

უცნაურია თვითონ მოურინიოს რეაქცია. იანვარში 3 თამაში ჩაატარა საკმაოდ კარგად, მაშინ დაჟე როუზის ყიდვაც კი გადაიფიქრა და შოუ უცებ იქცა მანჩესტერის მომავლად და საუკეთესო მარცხენა მცველად ინგლისში (მოუს სიტყვები), დისკვალიფიკაციის მერე დაბრუნდა იანგი და შოუ დაჯდა სკამზე. იანგის ყოველ ლაფსუსზე აქ ყველანი ვიხსენებდით შოუს და გვიკვირდა რატომ არ გამოდიოდა ძირითადში.

ორი თვის შემდეგ მიიღო 45 წუთი დრო, არაფერი გაუფუჭებია, თუ არ ვცდები საგოლე შეტევაშიც მიიღო მონაწილეობა. თამაშის მერე ჟოზემ გადაუარა და გალანძღა ისე როგორც მწვრთნელი საკუთარ ფეხბურთელს არ უნდა ლანძღავდეს ყველას თვალწინ.

ეს იმის ფონზე, რომ მანჩესტერში არაერთ ფეხბურთელს ჩაუგდია უარესად თამაში.
თუნდაც ლუკაკუ, რომელსაც გაუგრძელდა ერთი პერიოდი მშრალი სერია და ბოლოს საკუთარ კარში საგოლე გადაცემების კეთებაც დაიწყო, მოუს რეაქცია რა იყო? აქებდა და ადიდებდა, არც სკამზე დასვა და დაჟე არც კი ცვლიდა.

ესაა პრობლემა, რომ ფეხბურთელებს მიკერძოებულად ექცევა, პირადი უთანხმოება გამოაქვს გარეთ და ისედაც არეულ მონაკვეთში კიდევ განხეთქილება შეაქვს გუნდში. შარშან ჩელსიში იგივე რომ დაიწყო, იქიდან გააგდეს.
0
№8
ავტორი: gela-manchesteri777
20 მარტი 2018 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
იმედია ჩმოურინიო წავა პსჟ ში ზაფხულში
0
№9
ავტორი: LASHQARA
20 მარტი 2018 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ისე მიყავს საქმე მოურინიოს ლანძღვა გინებით გააგდებენ გუნდიდან lol am
1
№10
ავტორი: pogba.
21 მარტი 2018 00:26
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
იანგს ეს მკვდარიც ჯობია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top