თბილისი:
მანჩესტერი:
18-03-2018, 23:35
ავტორი: gache1991,
ნანახია: 1438,
კომენტარები: 8
ეშლი იანგი კლუბში რჩება
ინგლისელი ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივდა.
ეშლი იანგი კლუბში რჩება
ინგლისელი უნივერსალი, რომელიც კლუბს "ასტონ ვილადან" შეუერთდა და თავდაპირველად მხოლოდ შეტევითი ფუნქციებით იყო დაკავებული, "იუნაიტედში" მინიმუმ ერთი წლით კვლავ იასპარეზებს.

ფეხბურთელის კონტრაქტი, რომელიც 2018 წლის ივნისამდე იყო გაწერილი, ჰქონდა პუნქტი ერთი წლით ავტომატურად გაგრძელების შესახებ, სწორედ ეს პუნქტი გაააქტიურა "იუნაიტედის" სპორტულმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა და იანგის მომავალი გაარკვია.

ფეხბურთელი რომელიც მიმდინარე სეზონში ძირითადი თერთმეტეულის უცვლელ წევრად ჩამოყალიბდა მარცხენა მცველის პოზიციაზე, საკუთარი კარგი თამაშით ჟოზე მოურინიოს გარდა, გარეტ საუტგეიტის სიმპატიებსაც იმსახურებს და ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიცაა გამოძახებული. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მოჰამედ სალაჰის წინააღმდეგ ჩატარებული კარგი თამაშის შემდეგ, ეშლის რუსულ მუნდიალზე მოხვედრის შანსები გაორმაგდა.

გასულ ზაფხულს იანგის შეძენით, ინგლისური "უოტფორდის" გარდა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კერძოდ ჩინეთშიც იყვნენ დაინტერესებული და "იუნაიტედის" დატოვების სანაცვლოდ მსუყე შეთავაზებასაც ამზადებდნენ, მაგრამ უშედეგოდ.



წყარო: dailymail.co.uk
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: LewisHamilton
18 მარტი 2018 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
კი აქვს ხანდახან გამონათებები და ისეთი თამაშები რომლებზეც იტყვი რო საღოლ იანგსო, მაგრამ ჯამურად რო ავიღოთ მაინც იანგია რა.. იყო დრო ფერგის პერიოდში რო დაფრინავდა მაგრამ ფერგის დროს ვინ არ დაფრინავდა ვაფშე)) ერთი მაღალი კლასის მარცხენა მცველი უეჭველი გვჭირდება რა, შოუ სავარაუდოდ წავა და მოკლედ ვინმე ძირითადის ფეხბურთელი გვინდა მაგ პოზიციაზე, იანგი კიდე იყოს ზამენებზე და თასის თამაშებზე ან გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ითამაშოს..
0
№2
ავტორი: vale13
19 მარტი 2018 07:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Zamenaze d as dzalian magaria tan dziritadshic sheudzlia zogjer
0
№3
ავტორი: ikeoni
19 მარტი 2018 10:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Iyos arafers ashavebs
0
№4
ავტორი: gache1991
19 მარტი 2018 10:53
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მაღალი დონის იგროკი ეს არასდროს ყოფილა მე რო მკითხოს კაცმა არც ასტონ ვილაში იყო საოცრება მაგ ასტონ ვილაში ბენტეკე დელფიც ისე ჩანდნენ თითქოს მსოფლიო დონის იყვნენ მარა დიდ გუნდში სხვა სიტუაციაა..მარცხენა მცველი აუცილებლად მოსაყვანია მარა ისეთი უნივერსალი რომელსაც დაცვის ორივე ფლანგზე და რო რამე ცოტა წინაც შეეძლოს თამაში კაი ვარიანტია მითუმეტეს დარმიანზე უკვე ბიბისიმაც დაიწყო ზაფხულში იუვენტუსშიაო ერთადერთი ეგეთი კაცი რჩება ვისაც სკამოდან ორივე დაცვის ფლანგზე დადგომა შეეძლება
0
№5
ავტორი: JuanMata
19 მარტი 2018 11:48
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს ამ ფეხბბურთელის მიმართ, რომ წასულიყო გული არ დამწყდებოდა, რომ დარჩა ისიც კარგია, ყველა პოზიციაზე შეიძლება გამოიყენო და ხანდახან გამონათებებიც აქვს, სეზონში 3-4 ძალიან კარგ მატჩს ატარებს, ძალიან ცუდებიც აქვს და ძირითადად საშუალო დონეზეა.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
19 მარტი 2018 14:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არც წყალი და არც ღვინოო ისეა იანგის საქმე :D
0
№7
ავტორი: stepno
19 მარტი 2018 20:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რატო უნდა მინდოდეს ამ კაცის წასვლა?? უდაოდ ამჟამინდელ გუნდში ერთერთი საუკეთესოა თავისი ბოლოდროინდელი თამაშით? ტყული ვთქვი რამეე?
0
№8
ავტორი: gela-manchesteri777
19 მარტი 2018 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ამ ეტაპზე არ გვილხინს ისე რო გაუშვად იყოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top