თბილისი:
მანჩესტერი:
18-03-2018, 22:37
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2296,
კომენტარები: 17
"იუნაიტედის" მეტოქე ცნობილია
"მანჩესტერ იუნაიტედი" 1/2 ფინალში ლონდონურ კლუბს დაუპირისპირდება.
დღეს გაიმართა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ნახევარფინალური კენჭისყრა, "ბრაიტონის" დამარცხების შემდეგ "იუნაიტედს" ამჟამად უფრო შედარებით ძლიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

მოურინიოს გუნდის წინააღმდეგ "ტოტენჰემ ჰოტსპური" იასპარეზებს. აღნიშნული შეხვედრა 21-22 აპრილის ინტერვალში "უემბლიზე" გაიმართება. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებას, ლონდონის "ჩელსი" პრემიერ ლიგის ბინადარ "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდება.

FA Cup-ის მე- 1/2 ფინალის კენჭისყრის შედეგები:

მანჩესტერ იუნაიტედი - ტოტენჰემი
ჩელსი - საუთჰემპტონი



წყარო: manutd.com
ახალი ამბები
17 კომენტარი
№1
ავტორი: nika_nikusha
18 მარტი 2018 22:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
ძაან კარგია რომ ტოტენჰემისნაირი ძლიერი გუ დი შეგხვდა
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
18 მარტი 2018 22:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ თასის მოგებაც უკვე რთული ჩანს, არადა ამ ტიტულის მოგების შანსი დარჩა მარტო
0
№3
ავტორი: JuanMata
18 მარტი 2018 22:57
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
თავისებური ჩემპიონთა ლიგაა, იქიდან გამოყრილი ინგლისური გრანდები აქ შეერკინებიან ერთმანეთს.

ბაიერნი-სევილიას თამაშს ველოდებოდი, მინდოდა მენახა როგორ გააცამტვერებდნენ სევილიას, მაგრამ რად გინდა, აგერ ლეგანესმაც მოუგო სევილიას. როგორც ჩანს ლეგანესის მემკვიდრეობა > მანჩესტერის მემკვიდრეობა.
0
№4
ავტორი: LewisHamilton
18 მარტი 2018 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ნომინალურად თითქოს ხო სახლში ვთამაშობთ მაგრამ იდეაში მაინც გასვლაზე გვიწევს, უემბლი დროებით ტოტენჰემისაა ასე რომ საკმაოდ გაგვიჭირდება. რაც ბოლო თამაშში გვიქნა ტოტენჰემმა იგივე არ განმეორდეს თორე მართლა მიაბრძანონ უკვე რა ჟოზე აღარ მექნება ამდენი ნერვი მაგის გადასატანად. ტოტენჰემთან გასვლაზე გამართული შეხვედრა ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო მატჩად მიმაჩნია მანჩესტერის ბოლო წლების ისტორიაში და ამიტომ ვდარდობ ასე ძალიან..
0
№5
ავტორი: bziki
18 მარტი 2018 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ტოტენჰემი კეინის გარეშე ერთი საშვალო დონის გუნდია.თავისუფლად შეუძლია ამ მანჩესტერსაც გაცდეს,
რაც ბოლო თამაშში მოხდა უმეტესი ბრალი კეინზე მოდიოდა ჩვენი ვითომ დაცვა იმენა შეყლაპა მარტომ.

კეინის გარეშე ტოტესთან ესეტი უსახური თამაშით მოთამაშე მანჩესტერიც კი ფავორიტია
0
№6
ავტორი: shotkin
18 მარტი 2018 23:23
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: bziki
ტოტენჰემი კეინის გარეშე ერთი საშვალო დონის გუნდია.თავისუფლად შეუძლია ამ მანჩესტერსაც გაცდეს,
რაც ბოლო თამაშში მოხდა უმეტესი ბრალი კეინზე მოდიოდა ჩვენი ვითომ დაცვა იმენა შეყლაპა მარტომ.

კეინის გარეშე ტოტესთან ესეტი უსახური თამაშით მოთამაშე მანჩესტერიც კი ფავორიტია

სონი ერიქსენი ალი მარტო ეს 3 სასწაულ ფორმაშია და უკეთესი ტრიოა ვიდრე ლუკაკუ მარსიალი და სანჩესი, შეიზლება გაცდნენ ტოტეს მარა საშუალო დონის გუნდი კეინის გარეშე ნაღდად არაა. მშვენიერი სეკრული გუნდი ყავთ და მე პირადად მეკარის რგოლის გარდა ყველგან მირჩევნია ტოტეს შემადგენლობა მანცესტერისას
0
№7
ავტორი: bziki
18 მარტი 2018 23:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
shotkin
საშვალო დონის სიმპათიური გუნდია,ლაღი შემტევი სტილით მეტი არაფერი,კეინი აძლევს დამატებით სიძლიერეს. ტოპ დონეზე ავიდა ჰარი.ერიქსენი ალი რამდენიც გინდა აქონ ჩვეულებრი შმტევები არიან რამდენიც გინდა მინახია ეგეთები(თან არასტაბილურობაც ახასიათებთ)
ამ ტოტენჰემზე თვალსასეირო სეზონები ჩაუტარებია ბევრ გუნდს მარა ბოლოს დაშვებულან მიწაზე
0
№8
ავტორი: vale13
19 მარტი 2018 07:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Esec Tu ver moiges mashin ar vici keini iqneba am tamashze?
0
№9
ავტორი: dybbuk
19 მარტი 2018 09:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
დიდად არ მადადრდებს ეს თასი, უბრალოდ პრესტიჟის ამბავია და მეტი არაფერი
1
№10
ავტორი: shotkin
19 მარტი 2018 10:03
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: bziki
shotkin
საშვალო დონის სიმპათიური გუნდია,ლაღი შემტევი სტილით მეტი არაფერი,კეინი აძლევს დამატებით სიძლიერეს. ტოპ დონეზე ავიდა ჰარი.ერიქსენი ალი რამდენიც გინდა აქონ ჩვეულებრი შმტევები არიან რამდენიც გინდა მინახია ეგეთები(თან არასტაბილურობაც ახასიათებთ)
ამ ტოტენჰემზე თვალსასეირო სეზონები ჩაუტარებია ბევრ გუნდს მარა ბოლოს დაშვებულან მიწაზე

ნუ მე საშუალო დონის გუნდად ლესტერის მსგავსი გუნდები მიმაჩნია და რავიცი ))) ტოტეზე ვერ ვიტყოდი მაგას ნამდვილადკეინი დიდია მარა ბევრი სხვა უძლიერესი რგოლი ყავს მაგ გუნდს პრაქტიკულად ყველა პოზიციაზე,ნუ ყველას თავის შეხედულება და აზრი აქვს ალბათ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top