16-03-2018, 22:38
ნანახია: 4327,
კომენტარები: 19
ჟოზე მოურინიო: "არავის დავემალები, პასუხისმგებლობების არ მეშინია,არსად მივდივარ"
მოურინიო მატჩის წინ.
"ბრაიტონთან" მატჩის წინ ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს გაესაუბრა.
გუნდის მდგომარეობა
"ტრავმირებული ფეხბურთელებიდან არავინ დაგვიბრუნდება (იგულისხმება როხო,ერერა,ბლინდი,იბრაჰიმოვიჩი და ჯონსი)"
გულშემატკივართა რეაქცია
"არსად გავიქცევი ან დავიმალები ან დავიწყებ ტირილს იმის გამო, რომ გულშემატკივართა რაღაც ნაწილმა მოედნიდან სტვენით გამაცილა, არა, მე არ ვიმალები და შემდეგ მატჩში ვიქნები პირველი, რომელიც მოედანზე გამოვა. პასუხისმგებლობებს მე არ გავურბი. 20 წლის ასაკში ფეხბურთში არავინ ვიყავი, ახლა კი 50 წლის ასაკში ვარ ის ვინც ვარ. ჩემი ტალანტით და შრომით მივაღწიე იმას რაც დღეს ვარ"
"იმ ადამიანებს, ვისაც არ მოვწონვარ წლების განმავლობაში უწევდათ ყურება თუ როგორ იმარჯვებდა ჟოზე მოურინიო. ბოლო ტიტული 10 თვის წინ მოვიგე. დავამარცხე "ჩელსი", "ლივერპული" და დავმარცხდი "სევილიასთან" და ახლა დროა, რომ მათაც გაიხარონ. ამ ყველაფერს რელიგიურად ვუდგები, რადგანაც ჩემი რელიგია მასწავლის, რომ მიხაროდეს სხვისი სიხარული. ასე რომ მე კარგი ადამიანი ვარ"
"სევილიასთან" მარცხი
"კმაყოფილი ვიყავი იმით, რაც წაგების შემდეგ ვიხილე. ფეხბურთელები იმედგაცრუებულნი იყვნენ და ეს კარგია. ყურების ჩამოყრის დრო ნამდვილად არ გვაქვს, ისინი დაუბრუნდნენ ძველ მდგომარეობას ისე, როგორც მე. ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვივარჯიშეთ და როგორც ადრე, ახლაც მაქსიმალურად მოვემზადეთ მატჩისთვის."
"ბრაიტონთან" მატჩი
"ყოველი მატჩი მნიშვნელოვანია. არ ვიცი, რამდენად ვიყავი ობიექტური როცა ვთქვი, რომ "სევილიასთან" მატჩი "ლივერპულთან" მატჩზე მნიშვნელოვანი იყო. დარწმუნებული ვარ გულშემატკივართა ძალიან დიდი ნაწილი "ლივერპულთან" გამარჯვებას არ გაცვლიდა "სევილიასთან" გამარჯვებაზე, მაშინაც კი, თუკი ეს "იუნაიტედისთვის" საბოლოო იქნებოდა ამ ტურნირზე."
ცნობილი 12 წუთიანი გამოსვლა პრეკონფერენციიდან
"2012 წელს გუნდმა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა, 2013 წელს კი გათამაშებას 1/8 ფინალიდან გამოეთიშა, 2014 წელს 1/4 ფინალში გააღწია, 2015 წელს მათ საერთოდ ვერ მოახერხეს ევროპული ფეხბუთის თამაში, 2016 წელს კი კვლავ ჯგუფში ჩარჩნენ და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლეს. 2017 წელს ევროპა ლიგაზე თამაშობდნენ და კიდეც მოახერხეს მისი მოგება. 2018 წელს კი ჯგუფში მხოლოდ 3 ქულა დაკარგეს და 1/8 ფინალში გამოეთიშნენ ასპარეზობას."
"7 წლის განმავლობაში 4 სხვადასხვა მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდმა ერთხელ საერთოდ ვერ მოახერხა ევროპული ფეხბურთის თამაში, ორჯერ ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხა, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში კი 1/4 ფინალში გააღწია...ეს არის ის, რასაც მე ვეძახი მემკვიდრეობას. რაც შეეხება პრემიერ ლიგას, ბოლო ტიტული "იუნაიტედმა" 2013 წელს მოიპოვა, მას შემდეგ გუნდი სეზონს მე-4, მე-5, მე-6 და მე 7 პოზიციაზე ასრულებდა."
"ბოლო 7 წლის განმავლობაში "მანჩესტერ სიტის" ყველაზე ცუდი სეზონი იყო მაშინ, როცა გუნდმა ჩემპიონატი მე-4 პოზიციაზე დაასრულა. ბოლო 7 წლის განმავლობაში მათ ორჯერ (უკვე შეგვიძლია ვთქვათ რომ მესამედ) მოახერხეს ჩემპიონატის მოგება და ორჯერაც სეზონი მე-2 პოზიციაზე დაასრულეს. ეს არის მათი მემკვიდრეობა ბოლო წლებში. იცით კიდევ რა ითვლება მემკვიდრეობად ? ოტამენდი, დე ბრუინე, სილვა, აგუერო, სტერლინგი - ეს წარსულის ინვესტიციებია და არა ბოლო 2 წლის. რამდენი ფეხბურთელი წავიდა "იუნაიტედიდან" ბოლო 2 წელში ? გადაამოწმეთ როგორ თამაშობენ ისინი, სად თამაშობენ ან საერთოდ თამაშობენ თუ არა."
"როდესაც ჟოზე მოურინიო გუნდიდან წავა შემდეგ მწვრთნელს აქ დავიდ დე ხეა, ნემანია მატიჩი, რომელუ ლუკაკუ დავხდება. მას აქ უკვე სხვა მენტალობის, სტატუსის, შესაძლებლობების ფეხბურთელები დახვდება."
"ერთადერთი კარგი არის ის, რომ მე ხელმძღვანელობის სრული მხარდაჭერა მაქვს, ჩვენ ვთანხმდებით აბსოლუტურად ყველაფერზე, იქნება ეს ინვესტიციები თუ გუნდის განვითარება. მე მაქვს მხარდაჭერა, ამიტომ ცხოვრება მშვენიერია და მე ვაგრძელებ იმ საქმეს, რისთვისაც აქ ხელმძღვანელობამ მომიყვანა. შემიძლია გუნდიდან წავიდე, წავიდე იქ, სადაც ჩემპიონატი სეზონის დასაწყისშივე მექნება მოგებული, მაგრამ მე ვარ იქ სადაც უნდა ვიყო, რადგანაც ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა ჩემთვის და მე პასუხისმგებლობებს არ გავურბი, ცხოვრება მშვენიერია, ვაგრძელებს ჩემს საქმიანობას."