გარდა სხვა პოზიციებისა, "იუნაიტედის" სამიზნე მომავალ სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დროს, მარჯვენა მცველის შეძენა იქნება. ამ პოზიციაზე მოთამაშე ანტონიო ვალენსია, კლუბისთვის ნამდვილად დიდ სამუშაოს ასრულებს, თუმცა საქმე მის არა სათამაშო ფორმაში არამედ ასაკშია.
ეკვადორელი ფეხბურთელი 32 წლისაა, კლუბში მიიჩნევენ, რომ როტაცია საჭიროა. ვალენსიას მემკვიდრედ "ოლდ ტრაფორდის" მესვეურები ექტორ ბელერინს მოისაზრებენ, რომელიც ამჟამად ლონდონის "არსენალის" ღირსებას იცავს.
"წითელი ეშმაკები" ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის ნდობით აღჭურვილ პირებს, სურვილის შესახებ აცნობა და ეხლა უკვე ყველაფერი თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზეა.- იუწყება Manchester Evening News.
რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას, "არსენალი" ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 56 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს.
ეკვადორელი გარემარბი კლუბს 2009 წელს შეუერთდა, კლუბმა ის "უიგან ატლეტიკიდან" შეიძინა. მას შემდეგ ანტონიო ვალენსია "იუნაიტედის" შეუცვლელ წევრად ითვლება.