წარსულში ცნობილი რუმინელი ფეხბურთელი ადრიან მუტუ პრესასთან ალაპარკდა. მუტუს სალაპარაკო თემა "იუნაიტედში" არსებული მდგომარეობაა.
კონკრეტულად მან იბრაჰიმოვიჩისა და მოურინიოს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შვედი შემტევი ტრავმირებული არ არის, და მისი უთამაშებლობის მიზეზი სინამდვილეში სხვა რამ არის.
"მოურინიო ნამდვილად არ მადარდებს. მისი გაწვრთნილი გუნდი არასდროს არ თამაშობდა ლამაზ ფეხბურთს, პორტუგალიელის მიზანი ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ტაბლო.
მაქვს სანდო ინფორმაცია, რომ იბრაჰიმოვიჩს არანაირი ტრავმა არ აწუხებს. საქმე სინამდვილეში სხვა რამეში მდგომარეობს, შვედ ფეხბურთელსა და პორტუგალიელს შორის არსებული ურთიერთობა დაიძაბა, მისი უთამაშებლობის მიზეზი კი ეს არის".- ციტირებს Telekom Sport- მუტუს სიტყვებს.