თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2018, 08:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1970,
კომენტარები: 8
ჟოზე: "ახლა ერთი პრობლემა გვაქვს და მას "სევილია" ჰქვია"
მოურინიო მეოთხედფინალში გასვლას კარგ მიღწევად მიიჩნევს.
ჟოზე:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა მისი გუნდისთვის კარგი მიღწევა იქნებოდა, მაგრამ ამისთვის მერვედფინალური დაპირისპირება უნდა მოიგოს.

"წითლები" ჩემპიონთა ლიგის 16 საუკეთესო გუნდს შორის არიან და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად "ოლდ ტრაფორდზე" "სევილიას" დამარცხება სჭირდებათ.

ორმატჩიანი დუელის პირველი შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, რაც მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობას ღიად ტოვებს და მიუხედავად იმისა, რომ მოურინიო აღიარებს, მის გუნდს არავითარი უპირატესობა არ აქვს, მიაჩნია, რომ მეოთხედფინალში გასვლა "სევილიას" პრობლემის გადაჭრით სრულიად შესაძლებელია.

"ვფიქრობ, ევროპა ლიგის ფინალი ბოლო წლებში საერთაშორისო დონეზე ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რადგან ჩვენ მოვიგეთ ტურნირი და ამ მოგებამ "მანჩესტერ იუნაიტედი" მისთვის კუთვნილ ადგილას დააბრუნა, რასაც ჩემპიონთა ლიგა ჰქვია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის გუნდია, ამიტომ გასულ სეზონში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან პრემიერ ლიგის ოთხეულს მიღმა დავრჩით და ევროპა ლიგის მოგებით ჩვენ ტიტულიც მოვიპოვეთ და ამავდროულად ჩემპიონთა ლიგაზეც დავბრუნდით.

თუკი ამ დაპირისპირებას მოვიგებთ და რვა საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდებით, ეს კარგი მიღწევა იქნება. მაგრამ მიმაჩნია, რომ მეოთხედფინალშიც რომ გავიდეთ, ცხოვრება გრძელდება და ეს ნიშნავს, რომ წინ პოტენციური ნახევარფინალია - არ ვაპირებთ მეოთხედფინალში ისე გასვლას, თითქოს შანსი არ გვქონდეს. სულაც არა. მაგრამ ამჟამად უდიდესი პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი და ამ პრობლემის სახელი "სევილიაა".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
13 მარტი 2018 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Advili tamashi ar chans erti shexedvit magram 3:0 movigebt
0
№2
ავტორი: Svanchester
13 მარტი 2018 15:49
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
დამესიზმრა, რომ 5-1 მოვიგეთ. ძალიან იშვიათად მესიზმრება რაღაცა მართლა ოღონდ, მაგრამ თუ დამესიზმრა ხო ვიცი უნდა ამიხდეს. იმედია დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ.
0
№3
ავტორი: keano16
13 მარტი 2018 20:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
ციტატა: Svani
დამესიზმრა, რომ 5-1 მოვიგეთ. ძალიან იშვიათად მესიზმრება რაღაცა მართლა ოღონდ, მაგრამ თუ დამესიზმრა ხო ვიცი უნდა ამიხდეს. იმედია დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ.

ღმერთმა გისმინოს :D იმედია თამაში ჩვენი სურვილისამებრ დასრულდება
0
№4
ავტორი: Sh-rati
13 მარტი 2018 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
2-0 ia mkvdari tan
0
№5
ავტორი: VALERI.s
13 მარტი 2018 21:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ციტატა: Svani
დამესიზმრა, რომ 5-1 მოვიგეთ. ძალიან იშვიათად მესიზმრება რაღაცა მართლა ოღონდ, მაგრამ თუ დამესიზმრა ხო ვიცი უნდა ამიხდეს. იმედია დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ.

მეც დამესიზმრა მანჩესტერმა ბარსას მოუგო ფინალი 3-1. მეც იშვიათად ვხედავ სასიამოვნო სიზმრებს!
0
№6
ავტორი: dzia_David
14 მარტი 2018 01:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ციტატა: VALERI.s
ციტატა: Svani
დამესიზმრა, რომ 5-1 მოვიგეთ. ძალიან იშვიათად მესიზმრება რაღაცა მართლა ოღონდ, მაგრამ თუ დამესიზმრა ხო ვიცი უნდა ამიხდეს. იმედია დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ.

მეც დამესიზმრა მანჩესტერმა ბარსას მოუგო ფინალი 3-1. მეც იშვიათად ვხედავ სასიამოვნო სიზმრებს!


აღარ ენდოთ ძმაო აწი სიზმრებს. სანამ ჟოზეა სიზმარი კი არა ვანგაც რო წამოდგეს და ლაბავოი შედეგი მითხრას იმას აღარ დავუჯერებ
0
№7
14 მარტი 2018 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ციტატა: dzia_David
ციტატა: VALERI.s
ციტატა: Svani
დამესიზმრა, რომ 5-1 მოვიგეთ. ძალიან იშვიათად მესიზმრება რაღაცა მართლა ოღონდ, მაგრამ თუ დამესიზმრა ხო ვიცი უნდა ამიხდეს. იმედია დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ.

მეც დამესიზმრა მანჩესტერმა ბარსას მოუგო ფინალი 3-1. მეც იშვიათად ვხედავ სასიამოვნო სიზმრებს!


აღარ ენდოთ ძმაო აწი სიზმრებს. სანამ ჟოზეა სიზმარი კი არა ვანგაც რო წამოდგეს და ლაბავოი შედეგი მითხრას იმას აღარ დავუჯერებ

Hahaaaa +1
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
14 მარტი 2018 11:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სამარცხვინოთ წააგეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top