თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2018, 08:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1688,
კომენტარები: 9
მოურინიო: "სევილიასთან უპირატესობა არ გვაქვს"
მოურინიო შანსებს თანაბრად აფასებს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მისი გუნდისა და "სევილიას" შანსებს თანაბრად აფასებს.

დღეს ღამე "წითელი ეშმაკები" ანდალუსიელებს უმასპინძლებენ და ესპანეთში უგოლო ფრით დასრულებული მატჩის შემდეგ გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან.

მოურინიოს მიაჩნია, რომ მიუხედავად "ოლდ ტრაფორდზე" თამაშისა, ორივე გუნდის გასვლის შანსი მომდევნო ეტაპზე თანაბარია.

"არ მიმაჩნია, რომ ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ. მაგრამ ვფიქრობ, რომ როცა მეოთხედფინალში გადიხარ, ყველაფერია მოსალოდნელი. მერვედფინალიდან კი ყველაფერი შორეული მოჩანს. მაგრამ როცა მეოთხედფინალში გადიხარ, უკვე ნახევარფინალის სუნი გცემს და როცა მეოთხედფინალში ხარ, უკვე საუკეთესოთა შორის იმყოფები.

ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომაც დღევანდელ დღეს უნდა დაველოდოთ. დღეს ძალიან რთული მატჩი იქნება. ჩვენ ვეთამაშებით გუნდს, რომელიც "ლივერპულთან" არც გასვლაზე დამარცხებულა და არც სახლში - გაუტანა გოლები "ლივერპულს" და ფრედ ეთამაშა, ხოლო როცა "ლივერპულს" ვამბობ, მაგალითად მომყავს ძალიან კარგი გუნდი და დიდი ტრადიციების მქონე მნიშვნელოვანი სტადიონი. თუკი "ლივერპულს" ვახსენებ, მაშინ ისიც უნდა ვთქვა, რომ "სევილია" მართლაც კარგი გუნდია და პირველი მატჩის შემდეგ ყველაფერს ღიად ტოვებს.

არ ვფიქრობ, რომ რაიმე უპირატესობა გვაქვს. ჩვენ ვაპირებთ დავამტკიცოთ, რომ უკეთესად თამაში შეგვიძლია, ვიდრე ეს პირველ მატჩში გავაკეთეთ. დღეს მოგებას ვეცდებით, მაგრამ რეალობა ის არის, რომ არავითარი უპირატესობა არ გვაქვს",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: giorgi_mg
13 მარტი 2018 09:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ჟოზე, შენი გენიოსი თავის გვჯერა, რომ პატარა მასტერ კლასს ჩაუტარებ ესპანელებს. 3:0 3:1
0
№2
ავტორი: gaga1987
13 მარტი 2018 10:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ვფიქრობ თავისუფლად გადაუვლით.1ტაიმში 2გოლს გაუტანთ
0
№3
ავტორი: Samno
13 მარტი 2018 12:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11
ყოველთვის მშვიდად თამაშობს და ამ შეხვედრაშიც იმავეს მოველი მაგრამ იმედია ძლიერი პრესინგით ათამაშებს გუნდს და საბოლოოთ გავალთ მეოთხედფინალში
0
№4
ავტორი: ikeoni
13 მარტი 2018 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11425
Daimaxsovret 3:0
0
№5
ავტორი: Svanchester
13 მარტი 2018 15:52
  • სიახლეები: 2771
  • კომენტარები: 3861
არ მინდა ძაან დამაჯერებელი საუბარი გამომივიდეს მაგრამ იმ მატჩების ფონზე რაც ამ ბოლო დროს გუნდმა შემოგვთავაზა, წესით ძალიან ძალიან მარტივად უნდა გავიმარჯვოთ.
0
№6
ავტორი: Pele
13 მარტი 2018 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
4-1 ikneba daimaxsovret
0
№7
ავტორი: kantona-7
13 მარტი 2018 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მანიუს ანდიკაპით მოგება მიწერია და რომას 4და მეტი გოლი. რასიტყვით წავა ბიჭებო?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: Rdevil
14 მარტი 2018 00:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 43
Manchesters dideba! mourinios dedistyvna da vinc am tamashis mere kide ityvis rom momaval welsac am qveshajviamm unda gawvrtnas gundi mashin manius mteria da gaajvas
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
14 მარტი 2018 19:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნამდვილად არ გვქონია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top