თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2018, 22:11
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1460,
კომენტარები: 4
ლინგარდმა თანაგუნდელი შეაქო
ლინგარდი რეშფორდის პოტენციალზე საუბრობს.
ლინგარდმა თანაგუნდელი შეაქო
პრემიერ ლიგის 30- ტურში, "იუნაიტედის" შესანიშნავი გამარჯვების მთავარი შემოქმედი ფეხბურთელი, ახალგაზრდა ნიჭიერი შემტევი მარკუს რეშფორდი გახდა, რომელმაც "მერსისაიდელებს" 2 გოლი გაუტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი "იუნაიტედის" კიდევ ერთ ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელმა ჯესი ლინგარდმა გააკეთა და რეშფორდის მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა.

"რეშფორდი არის ფეხბურთელი რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია. ის დიდ კლუბში ასპარეზობს, და სწორად ვითარდება. რაც შეეხება "ლივერპულთან" დაპირისპირებას, მათთან შეხვედრები ჩვენთვის ყოველთვის პრინციპული სტატუსის მატარებელი იქნება. მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება შევძელით, ყველაზე მთავარი ჩვენთვის ეს იყო.

წინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირებაა, რომელიც ასევე დზალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვეცდებით ასევე ჩემპიონატში მაქსიმალური ქულათა რაოდენობის მოპოვებას დარჩენილ მატჩებში".
- აცხადებს ლინგარდი Sky Sports- ისთვის მიცემულ ინტერვიუში.



წყარო: euro-football
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
12 მარტი 2018 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Reshis Seriozulii momavali aqvs❤️
0
№2
ავტორი: PaLoMo
13 მარტი 2018 00:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: ikeoni
Reshis Seriozulii momavali aqvs❤️

თუ დაუკერებს მოის და თავში არ აუვარდება მაშინ კი ექნება სერიოზული მომავალი.ერთი პერიოდი ეტყობოდა თავში ქონდა ავარდნილო და ვერაფერსაც ვერ აკეთებდა,მაგრამ მგონი მოეგო გონს და იმედია პროგრესს განაგრძობს.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: gaga1987
13 მარტი 2018 10:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
რეში მგონი აზრზე მოვიდა.და უმატებს.კრისტალთანაც კარგად შემოვიდა.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
14 მარტი 2018 19:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რეშფორდი კი თამაშობს მარა თანაგუნდელები ვერ უბავენ მხარს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top