თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2018, 20:09
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1574,
კომენტარები: 6
კერიკი: "სეზონის ბოლოს კარიერას დავასრულებ"
ლეგენდარული ფეხბურთელი კარიერას სეზონის დასრულებისთანავე დაასრულებს.
კერიკი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა მაიკლ კერიკმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.

ჟოზე მოურინიომ ადრე შენიშნა, რომ 36 წლის ფეხბურთელი ბუცების ჩამოკიდებას აპირებდა, რითაც ზღაპრული კარიერის დასასრულს ამცნობდა საზოგადოებას, კერიკმა კი დღეს ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ცხადყო.

მაიკლს სამწვრთნელო შტაბში სთავაზობენ ადგილს, მაგრამ ამჯერად იგი მხოლოდ იმას ამბობს, რომ შესაძლო გამოსავალი ეს არის.

"თქვენთან გულახდილი რომ ვიყო, უკვე ბევრი რამ ითქვა ისედაც", უპასუხა, როცა კარიერის დასრულების შესახებ ჰკითხეს. "დგება დრო, როცა მოგწონს თუ არ მოგწონს, სხეული გეუბნება, რომ ფეხბურთის თამაში უნდა შეწყვიტო. მე სწორედ ამ ეტაპზე ვარ, რაც კარგია. ამას უნდა შეეგუო. მეც სწორედ ასე ვიქცევი".

როცა შეკითხვა ჟოზეს შტაბში შესვლაზე დაუსვეს, მან უპასუხა: "კი. ამის გამორიცხვა არ შეიძლება. ჯერ კიდევ ვმართავთ მოლაპარაკებებს, ასე რომ, ჯერ არაფერია დადასტურებული. მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის".

სახელოვანი ნახევარმცველი "იუნაიტედს" 2006 წელს შეუერთდა და შარშან მის საპატივცემულოდ მატჩიც გაიმართა გაწეული სამსახურის დასაფასებლად. მას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ გუნდს სარგებელს მოუტანს დარჩენილ დროში გულის პრობლემების მოგვარების შემდეგ.

"ტკივილი ჯერ კიდევ "ბარტონთან" მატჩის მეორე ტაიმში ვიგრძენი და ამის შემდეგ რამდენიმე ტესტი ჩავიტარე. იგივე ტკივილი ვიგრძენი იმავე კვირის კვირა დღეს ვარჯიშზე, მომდევნო კვირას კი პროცედურა ჩავიტარე, რასაც ბოლომდე მივყევი და ახლა სრულიად ჯანმრთელი ვარ. გონზე მოსასვლელად ცოტა დრო დამჭირდა, მაგრამ იყო პერიოდი, ორი თუ სამი დღე, როცა საკუთარ თავს ვეკითხებოდი, შემიძლია ისევ თამაში თუ არა? ღირს კი ამის კეთება თუ არა? მაგრამ ამან ჩაიარა.

უკან ჯანმრთელი დავბრუნდი და ჩემებურად დასრულება მინდოდა. სხვა თუ არაფერი, გადაწყვეტილების მიღება ჩემზე იყო და არავინ არაფერს მაიძულებდა, მე კი მონდომებული დავბრუნდი. დაბრუნების შემდეგ ვხვდებოდი, რომ ისე ხშირად ვეღარ ვითამაშებდი, როგორც ეს პრობლემის არქონის შემთხვევაში იქნებოდა, მაგრამ ამას მივეჩვიე. თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი და ასევე ვაგრძელებდი, შემდეგ კი რამდენიმე მატჩში მივიღე მონაწილეობა და ვნახოთ, რა მოხდება სეზონის დასრულებამდე".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
12 მარტი 2018 20:27
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
მაგრად მიხარია ეს რომ გუნდშია, კერიკი ძველ იუნაიტედს მახსენებს, მხოლოდ ეს შემორჩა იმ დიდებულ იუნაიტედს. სამწუხაროა დრო მიდის და თავისას შვრება. ლიგა დადე წელს კერიკ და მერე ორმაგად ბედნიერი წახვალ შენი ისტორიით ამ კლუბში

მადლობა როხოდიაბლოს სტატიის უფრო ვრცლად მოწოდებისთვის.
2
№2
ავტორი: gaga1987
12 მარტი 2018 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
manius beberi lomi.cudia,magram dro midis.wlebi gvemateba da ragac mtavrdeba.ase rom warmatebebi kerik.yoveltvis citeli iknebi chemtvis.imedia kargi treneri dadgebi.
0
№3
ავტორი: Methadon
12 მარტი 2018 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
კერიკს მანჩესტერული კარიერის დასაწყისში ფანები ძალიანბაკრიტიკებდნენ, თუმცა თავისი შრომით და სტაბილურობით ყველას შეაყვარა თავი. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი. სამწვრთნელო შტაბში აუცილებლად უნდა დარჩეს. იმდენას გაწონასწორებული და ინტელიგენსი სპორტსმენია, დარწმუნებული ვარ წარმატებასბმიაღწევს ამ სფეროში. სავარაუდოდ მოურინიოს სტილი ექნება. მიუხედავად ჩემი დიდი სიმპატიებისა კერიკის მიმართ, უკან პასის და მეტოქოს თამაშის მოკვლა ამ ყველაზე დიდი პლიუსი იყო. უფრო სიბერეში დაუმუღამა ამან პასებს :)
0
№4
ავტორი: ikeoni
12 მარტი 2018 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Mwvrtnelic isetive chkviani da warmatebuli iqnebii rogorc motameshe darwmunebuli var❤️
0
№5
ავტორი: Sh-rati
13 მარტი 2018 02:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
ესღა დარჩა იმ მანჩესტერიდან სუ როარ ითამაშოს ძველ დროს გაგახსენებენ ეს და დე ხეა მომავალი კაპიტანი
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
14 მარტი 2018 19:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კერიკის ნაირი სტილის ფეხბურთელი ყოველთვის საჭიროა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top