თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2018, 19:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1441,
კომენტარები: 9
ჟოზე: "თუ ვერ მოვიგებთ, შაბათს ყველა დაივიწყებს"
მოურინიო "ლივერპულთან" გამარჯვებას უმნიშვნელოდ მიიჩნევს.
ჟოზე:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ "ლივერპულთან" მოპოვებული სასიამოვნო გამარჯვება არავის გაახსენდება, თუკი მისი გუნდი იმავე შედეგს ვერ მიაღწევს უახლოეს ორ მატჩში.

გამოცდილი მწვრთნელი სრულად აცნობიერებს თანამედროვე საფეხბურთო დამოკიდებულებას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პლეი-ოფის სტადიის მატჩების მნიშვნელობას - დაწყებული UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე "სევილიასთან" დაპირისპირებით.

ესპანეთში უგოლოდ დასრულებული მატჩის შემდეგ "წითლები" ყოველმხრივ ეცდებიან გოლის გაშვების თავიდან არიდებას და საჭიროებენ ისეთივე ხმაურიან "ოლდ ტრაფორდს", როგორიც ეს მერსეისაიდელებთან დახვედრისას იყო.

მერვედფინალური მატჩის შემდეგ "იუნაიტედს" ინგლისის თასის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" "ბრაიტონ ენ ჰოუვ ალბიონის" მიღება მოუწევს. გამარჯვებულის ბედი იმავე საღამოს გადაწყდება და ის გუნდი ნახევარფინალს "უემბლიზე" ჩაატარებს.

და ვინაიდან სეზონის დასკვნით ნაწილში შევდივართ, ნებისმიერმა ფეხის დაცდენამ შეიძლება მოგვისპოს ტიტულზე ოცნება, ამას კი მოურინიო შესანიშნავად ხვდება.

"ვფიქრობ, თანამედროვე ფეხბურთში დღიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე, მატჩიდან მატჩამდე ვცხოვრობთ. ჩვენი მატჩი სამშაბათსაა და წარმომიდგენია, როგორ დაივიწყებს ყველა ჩვენს შედეგებს ბოლო კვირებში, თუკი "სევილიასთან" დავმარცხდებით.

ასეთია თანამედროვე ფეხბურთში. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ შექმნილ გარემოში და გავუმკლავდეთ მას. დიახ, ჩვენ დავამარცხეთ "ჩელსი", "არსენალი", "ტოტენჰემი" და "ლივერპული". ექვსეულიდან ამჟამად მხოლოდ "მანჩესტერ სიტისთან" არ გვაქვს მოგება. ეს კი არაფერს ნიშნავს თანამედროვე ფეხბურთში, საკუთარი შესაძლებლობები ყოველდღე უნდა დავამტკიცოთ.

"სევილია" და "ბრაიტონი" ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე "ლივერპული". "ლივერპულთან" დიდი მატჩი იყო, პირდაპირ კონკურენტთან მატჩი ოთხეულში მოხვედრაზე, მაგრამ არაფერი გადაწყვეტილა. წინ კიდევ რვა შეხვედრა და 24 ქულაა გასათამაშებელი. "სევილია" კი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. "ბრაიტონი" სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ეს ორი მატჩი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე "ლივერპული" იყო".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
12 მარტი 2018 19:41
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
სწორი მიდგომაა. სევილია მართლაც უმნიშვნელოვანესი მატჩია. ევროპის ყველასე პრესტიჟულ ტურნირზე ვართ, და როდესაც იუნაიტედი გქვია ასეთ მატჩებში წარუმატებლობა ნამდვილად არ შეიძლება.
0
№2
ავტორი: SANCHEZ 7
12 მარტი 2018 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
კაროჩე პირველი ტაიმი 2 0 გვინდა რაა უეჭველიი 1 0 მსინც
0
№3
ავტორი: LewisHamilton
12 მარტი 2018 19:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
რა თქმა უნდა, წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება და ფეხბურთში ვიცით რომ ყველაფერი ხდება ხოლმე, მაგრამ ჩვენნაირი კალიბრის და გაქანების გუნდს ყველა ლოგიკით და არსებული თუ არარსებული საფეხბურთო "კანონების" მიხედვით ოლდ ტრაფორდზე სევილიას და ბრაიტონის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს. მითუმეტეს როცა შემდეგ ეტაპზე გასვლას ეხება საქმე და არა უბრალო სატურნირო ცხრილის თამაშს..
0
№4
ავტორი: ikeoni
12 მარტი 2018 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Zustad sheafasa ra mnishvnelobis tamashia ase Ro bolomde daxarjva mouwevt bichebs ze motivaciiit❤️
0
№5
ავტორი: gaga1987
12 მარტი 2018 20:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
me shemdeg metokeze vfikrob vidre seviliaze.neta vin shegxvdeba seviliis mere.
0
№6
ავტორი: bekham97
12 მარტი 2018 20:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ციტატა: gaga1987
me shemdeg metokeze vfikrob vidre seviliaze.neta vin shegxvdeba seviliis mere.

მაგას ვფიქრობ მეც.. ისე მართლა არ მინდა რომ რეალი ან ბარსა დაგვაჯახონ ახლავე.. იუნაიტედის არანაკლები ფანი აარ ვარ არავისზე მაგრამ სიტუაციას რეალურად ვაფასებ.. ამ გუნდებთან შეხვედრას ლივერპული გავღერძოთ ისევ ეგ მირჩევნია ან რომა შახტარიდან ან ბავარია ოღონდ არა რეალი ან ბარსელონა განსაკუთრებით რეალი იმიტომ რომ ლიგაზე მაგაზე შეკრული გუნდი არ არსებობს და თან ჩაკეტილი ფეხბურთი მაგათთან არ ჭრის და შეტევით კიდევ ბერნაბეუზე მეტიარა ჩემი მტერი მოუმ შეუტიოს თუნდაც ოლდტრაფორდზე მაგარი ჩათლახი გუნდია რეალი ჩაუჯდები დაცვაში შორიდან ურტყამენ თამაშს გაუხსნი გახსნილ თამაშში ერთ ერთი საუკეთესოა რეალი.. ამ ეტაპზე მგონი ჯობია რომა ან შახტარი ან ლივერი შეგვხვდეს თუნდაც ბავარია
0
№7
ავტორი: giorgi_mg
13 მარტი 2018 09:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მართალია ჟოზე, მე პირადად ლივერთან წაგება (სიტყვაზე) მერჩივნა სევილიას ვერ გაცდენას, ნუ თუ არჩევანზეა საუბარი. მაგრამ მაინც იმ აზრზე ვარ რომ ესპანეთშივე შეეძლო დაემთავრებინა ყველაფერი და აქამდე არ მიეყვანა საქმე, მარა აქვე დამატებ რომ ჟოზემ ჩვენზე უკეთ იცის და მისმა სამწვრთნელო გუნდმა.
0
№8
ავტორი: gaga1987
13 მარტი 2018 10:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ციტატა: bekham97
ციტატა: gaga1987
me shemdeg metokeze vfikrob vidre seviliaze.neta vin shegxvdeba seviliis mere.

მაგას ვფიქრობ მეც.. ისე მართლა არ მინდა რომ რეალი ან ბარსა დაგვაჯახონ ახლავე.. იუნაიტედის არანაკლები ფანი აარ ვარ არავისზე მაგრამ სიტუაციას რეალურად ვაფასებ.. ამ გუნდებთან შეხვედრას ლივერპული გავღერძოთ ისევ ეგ მირჩევნია ან რომა შახტარიდან ან ბავარია ოღონდ არა რეალი ან ბარსელონა განსაკუთრებით რეალი იმიტომ რომ ლიგაზე მაგაზე შეკრული გუნდი არ არსებობს და თან ჩაკეტილი ფეხბურთი მაგათთან არ ჭრის და შეტევით კიდევ ბერნაბეუზე მეტიარა ჩემი მტერი მოუმ შეუტიოს თუნდაც ოლდტრაფორდზე მაგარი ჩათლახი გუნდია რეალი ჩაუჯდები დაცვაში შორიდან ურტყამენ თამაშს გაუხსნი გახსნილ თამაშში ერთ ერთი საუკეთესოა რეალი.. ამ ეტაპზე მგონი ჯობია რომა ან შახტარი ან ლივერი შეგვხვდეს თუნდაც ბავარია

თან რეალს არასად აღარაფერი ესაქმება მხოლოდ ლიგა დარჩა და მთელი კონცენტრაციით არის მიმართული.მე შედარებით ადვილი მირჩევნია ეხლა და ნახევარფინალი უკვე თემააა :)))))
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
14 მარტი 2018 19:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნამდვილად დაავიწყდა ყველას ლივერპულთან თამაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top