ორშაბათის წვიმიანმა დილამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების კარგ განწყობას ვერ შეუშალა ხელი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე "სევილიას" წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზადებაში.
მზიან ანდალუსიაში უგოლო ფრით დასრულებული მატჩის შემდეგ "წითლებს" სხვა პირობები დახვდათ სახლში. მაგრამ მედიისთვის 15 წუთით გახსნილ ვარჯიშზე ყველა კარგ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ღია სესიის დროს თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშეს ენტონი მარსიალმა და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, მაგრამ პოლ პოგბა კვლავ უქმობდა ტრავმის გამო.