თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2018, 17:22
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1408,
კომენტარები: 9
იანგი: "მომავალი კვირები ჩვენთვის განსაკუთრებული იქნება"
ინგლისელმა დარჩენილ შეხვედრებზე ისაუბრა.
იანგი:
წარმატებული დღის შემდეგ, "იუნაიტედის" მარცხენა მცველმა, ეშლი იანგმა "ლივერპულთან" მოპოვებულ გამარჯვებაზე ისაუბრა და დარჩენილ მატჩებს განსაკუთრებული უწოდა.

"ძალიან სასიამოვნოა მსგავს მატჩებში გამარჯვების მიღწევა. მოხარული ვარ, რომ მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება შევძელით. მომდევნო რამოდენიმე კვირა "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული იქნება.

დადებითად ვართ დამუხტულები, ამ იმპულსის ბოლომდე შენარჩუნება გვსურს, ვნახოთ, რას მოგვიტანს ეს ყველაფერი მომავალ დაპირისპირებებში".
- ციტირებს BBC Sport-ი იანგის სიტყვებს.

მომავალ შეხვედრაში "წითლები" "ოლდ ტრაფორდზე" "სევილიას" უმასპინძლებენ. სწორედ ამ შეხვედრაში გაირკვევა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტის ვინაობა. შეგაახსენებთ, ამ წყვილებს შორის, პირველი შეხვედრა ესპანეთში ნულოვანი ფრით დასრულდა. მატჩი სტარტს თბილისის დროით 23:45 სთ-ზე აიღებს.

წყარო: euro-football
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
11 მარტი 2018 18:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
Sagol eshli Shenii damsaxuureba bevrs is ***oba salahi stadionze Ro ar egonat:)))
0
№2
ავტორი: GeorgeBest
11 მარტი 2018 18:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დაუშვა მაგრამ მეორეში უკეთესი იყო დ რამდენჯერმე სიტუაციაც განმუხტა
0
№3
ავტორი: bekham97
11 მარტი 2018 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
წითლებს გაუმარჯოსს კრისტალთან ქამბექმა მომცა რაღაცის იმედიი და აი ძველი მანჩე გამახსენდაა "ფერგი თაიმი" როცა გუნდი აბრუნებდა თამაშებს მაგრამ ამის და მიუხედავად არ მევასება ეს ტიპი "მოურინიო" რაა ბაზარი არაა ძლიერიაა.. პირიქით რომ ვთქვა სულელი უნდა ვიყო და ფეხბურთში არ მცოდნე მაგრამ მოდი ყველამ ვაღიაროთ რა არ შეეფერება მსგავსი ტიპის მწვრთნელი ჩვენ გუნდს კონტრშეტევას ფერგის დროსაც მაგრად აკეთებდნენ მაგრამ კონტრ ატაკა სხვაა უკან დახეული გუნდი სხვაა და რასაც ეს ათამშებს გუნდს სხვა საერთოდ სევილიას კი დედას აუფეთქებთ ეხა მაგრამ შემდეგ რა იქნება??? ამას არავინ არ უყურებს.. ბარსელონა (თუ გავა) რეალი, ბავარია, სიტი ლივერპული რომა (ან შახტარი) ასეთ საზიზღარ და ჩაკეტილ ფეხბურთს არავინ თამაშობს სიმართლე ვთქვა პსჟ ს იმედი მქონდა რეალთან მაგრამ ეგ გუნდი ლალიგაში სხვაა ლიგაზე თითქოს მეორე სუნთქვა ეხსნება გუნდს უშანსოდ მოუგო ნახევარ მილიარდიან პსჟ ს არავინ თქვას მწვრთნელის ბრალი იყოო მწვრთნელი კიარა გუნდში არ იყო საკმარისი სულისკვეთება და ჟინი.. კიდევ ერთი დასტური იყო იმის რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი.. არ ვამბობ რომ მე ამ გუნდებთან უიმედოდ ვარ განწყობილი მაგრამ ყელშია უკვე ამისი ავტობუსი მე სხვანაირ მანჩეს ვარ შეჩვეული ავტობუსით მოგებულის დედავატირეე ლივერთან კინეღამ დაგვღუპა ამან ზუსტად სალაჰის ბოლო მომენტი გაიხსენეთ კუთხურს რომ მოჰყვა აი მანდ რონი ან მესი და დე ხეა კიარა ბუფონი დე ხეა რომ მდგარიყო მაინც გათანაბრდებოდა ანგარიში
0
№4
ავტორი: Alexis7
11 მარტი 2018 21:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 54
საერთოდ ამის შეცდომები რატო გიკვირთ? მცველი არარის კაცი და ძალით შეტენეს ეს პოზიცია.. მიუხედავად მაგისა კიდევ მაინც არ გაახარა სალაჰი და რამდენს ნიშნავს ეგ.. შემტევია კაცი და ძირითადად მაინც შეტევაში უნდება სულ წასვლა და მერე ამის ფლანგი ისე რჩება ხოლმე.. შოუს მისცეს ან როხოს და ნაღდი მცველი დააყენოს ბოლო ბოლო.. სულ ესე ვერ ითამაშებს იანგი და მერე ისევ გინებას დაუწყებენ
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
11 მარტი 2018 23:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
იანგის დაყენება გამოცდილებაზე ფსონის დადება იყო და ამჯერად გაამართლა.რაც შეეხება იმას მოუ უხდება და შეშვენის თუ არა მანჩეს ვიტყვი ერთმნიშვნელოვნად რომ არა.მაგრამ აქვე იმასაც ვიტყვი რომ ეს არის ერთადერთი ის მწვრთნელი რომელსაც წუმპედან მანჩესტერის ამოყვანა შეეძლო და გააკეთა კიდეც.ეს კაცი წავა და სხვა მოვა და შექმნილ გუნდს გაუძღვება.არცერთმა მწვრთნელმა არ აიღო თავზე აქ მოსვლა და გუნდის დაყენება იმიტომ რომ იცოდნენ აქ რაც ელოდათ გვარდიოლადან დაწყებული ნებისმიერს.ახლა რაც შეეხება იმ კონკურენტებს აწი ვინც შეიძლება შეგვხვდეს გინდა ბარსა და გინდა რეალი ბავარია.მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ იმაზე ცუდად შეიძლება ვითამაშოთ თუნდაც ბარსასთან ვიდრე ბაბუს დროს ორი ფინალი ვითამაშეთ აწყობილმა გუნდმა.დარწმუნებული ვარ სწორედ ის ბექგრაუნდი რაც მაშინ გუნდს ქონდა რო უნდა ტოლსწორად ეთამაშა ბარსასთან და შემტევად ეგ გახდა ზუსტად იმ ორი ფინალის წაგების მიზეზი აბა ახლა ყველაზე რეალური რომ იცოდეთ ვისაც მაგ გრანდების გამწარება შეუძლია და გამოგდება ზუსტად მოუ არის ორ თამაშიან ეტაპზე.ფინალი კიდეც საერთოდ სხვანაირად რომ შეუძლია ამ კაცს ათამაშოს გუნდს ბევრჯერ ვნახეთ და დაამტკიცა
0
№6
ავტორი: stepno
12 მარტი 2018 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სევილიასთან წარმოდგენაც არ მინდა რომ ვერ გავიდეთ შემდეგ ეტაპზეე:)) საშინლად ვნერვიულობ
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
12 მარტი 2018 15:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: stepno
სევილიასთან წარმოდგენაც არ მინდა რომ ვერ გავიდეთ შემდეგ ეტაპზეე:)) საშინლად ვნერვიულობ

აქამდე ვნერვიულობდი მაგრამ ჩელსის მერე ქამბექისა და ლვერის შემდეგ აღარ ვნერვიულობ.ამ გუნდს ნებისმიერის მოგება შეუძლია
0
№8
ავტორი: stepno
14 მარტი 2018 12:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: stepno
სევილიასთან წარმოდგენაც არ მინდა რომ ვერ გავიდეთ შემდეგ ეტაპზეე:)) საშინლად ვნერვიულობ

აქამდე ვნერვიულობდი მაგრამ ჩელსის მერე ქამბექისა და ლვერის შემდეგ აღარ ვნერვიულობ.ამ გუნდს ნებისმიერის მოგება შეუძლია

მეც მაგ იმედით ვიყავი მაგრამ ნახე რა საშინელება მოხდაა?? sad sad უბრალოდ ვერ წარმომედგინა რომ კიდე დაცვიდან ითამაშებდა ეს დედა მოტ..... კაციი მაგრამ ჰაა ისევ იგივეე სვარკაა დაა ჟიმჟიმით თამაშიი ::))
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
14 მარტი 2018 19:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შეეტყო თამაშებს როგორი მნიშვნელოვანიც იყო :/
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top