"აიაქსისა" და "კრისტალ პალასის" ყოფილი დამრიგებელი, ფრანკ დე ბური, უცნაურ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მარკუს რეშფორდისთვის ყველაფერი, უფრო მარტივად იქნებოდა, თუ "იუნაიტედის" თავკაცის პოსტს არა მოურინიო, არამედ სხვა რომელიმე მწვრთნელი ჩაიბარებდა.
"სამწუხაროა, რომ რეშფორდს მოურინიო ავარჯიშებს, რადგან ის ინგლისელი ფეხბურთელია და სურს მეტი სათამაშო დრო მიიღოს. მარკუსმა შესაძლოა მცირე შეცდომები დაუშვას, მოურინიოს ისეთი ტიპის მწვრთნელი არ არის, რომ მსგავსი შეცდომების შემდეგ, ფეხბურთელის მიმართ კვლავ ნდობით იყოს აღჭურვილი.
რეშფორდი ძალიან ახალგაზრდაა, მას პრაქტიკა სჭირდება. ტალანტური ახალგაზრდაა. ვისურვებდი, მისი თამაში ყოველ კვირას მენახა". -განაცხადა საუბრის დასასრულს ჰოლანდიელ სპეციალისტმა.
რაც შეეხება რეშფორდის სტატისტიკას მიმდინარე სეზონში, ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად "იუნაიტედის" მაისურით 40 მატჩში 12- ჯერ შეძლო მოწინააღმდეგე გუნდის დამწუხრება.