თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2018, 16:50
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1505,
კომენტარები: 6
რეშფორდი: "უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს პოზიცია ჩვენია"
დუბლის ავტორმა შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა.
რეშფორდი:
გუშინდელი შეხვედრის გმირმა, მარკუს რეშფორდმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ იმ პოზიციაზე რომელზეც ამჟამად "იუნაიტედი" იმყოფება, წელს "წითელი ეშმაკებისაა".

"წინ დიდი მატჩები გვაქვს დარჩენილი. ყველაფერი ამით არ დასრულებულა. მეორე ადგილისთვის დიდი ბრძოლაა, თუმცა საჭიროა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ამ სეზონში სატურნირო ცხრილის მეორე ადგილი "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნის. მსგავს მატჩებში საჭიროა, მოთმინების გამოვლინება და საკუთარი შანსის ბოლომდე გამოყენება. პირველი გოლის მომენტს თუ გავიხსენებთ, ბურთთან პირველი შეხება არც თუ ისე მარტივად გამომივიდა, რის შემდეგაც მოძრაობის მიმართულების შეცვლა მომიწია.

ჩემთვის უცნობი იყო ის ფაქტი, რომ გარეთ საუთგეიტი ამ მატჩს პირადად ესწრებოდა. კარგია, მან პირადად ნახა ის, რაც მოედანზე გავაკეთე. თუმცა, მწვრთნელი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვა ფეხბურთელების გამოც იმყოფებოდა. ის ყოველთვის ცდილობს კონტაქტური იყოს ჩვენთან მიმართებაში".-
განაცხადა რეშფორდმა.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, რეშფორდის ანგარიშზე 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა ირიცხება. რაც შეეხება სატურნირო ცხრილს,"იუნაიტედი" 65 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

წყარო: euro-football
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
11 მარტი 2018 16:53
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
სწორი მიდგომა მწვრთნელის მხრიდან ეხლა ის მთავარი რამ არის რაც რეშფორდს განვითარებისთვის ჭირდება. იმედია ჟოზე და რეში გაუგებენ ერთმანეთს.
0
№2
ავტორი: kashmara
11 მარტი 2018 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
Imedia tore es talanti ro daikargos moussss brali iqneba didi es bicho chemi azrit 9 nomerze iqneba idealuri
0
№3
ავტორი: stepno
11 მარტი 2018 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რამოდენიმე წელში ლიდერი იქნება ეს გუნდის
0
№4
ავტორი: ikeoni
11 მარტი 2018 18:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Mand araa chveni adgili magram wels egec normaluri shedegi iqneba da ai momaval wels martla chven pirvel adgils unda davubrundet
0
№5
ავტორი: Vaska
11 მარტი 2018 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
ჟოზე ან უშვებს ტალანტს(თუ არ ათამაშებს) ან პირიქით აყავს მაქსიმუმზე. ჯერ ბევრი აქვს ამას დასამტკიცებელი...
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
14 მარტი 2018 19:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რეშფორდი კარგ ფორმაში შევიდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top