თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2018, 13:28
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2621,
კომენტარები: 11
ჟოზეს ვერდიქტი
პორტუგალიელის შეფასება.
ჟოზეს ვერდიქტი
პრემიერ ლიგის 30- ე ტურის დღის ცენტრალური მატჩი, "ოლდ ტრაფორდზე" ორი პრინციპული მეტოქის დაპირისპირებით დაიწყო. შეხვედრაში გამარჯვება ჟოზე მოურინიოს გუნდმა მოიპოვა. რეშფორდის დუბლით "მანჩესტერმა" ცხრილის მეორე ადგილზე ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა. მატჩის შემდგომი შეფასება პორტუგალიელ სპეციალისტმა გააკეთა რომელსაც სრულად შემოგთავაზებთ.

მატჩის მსვლელობა

შესანიშნავი შედეგი. ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. რაც შეეხება იმას, ვაჩვენეთ თუ არა კარგი თამაში? ჯერ ამის თქმისგან თავს შევიკავებ. პირველ ტაიმმა კარგი შესაძლებლობები მოგვცა, ვითამაშეთ აგრესიულად, მიზანმიმართულად, სწრაფი და ინტენსიური თამაში გამოგვივიდა და ანგარიშიც ლოგიკურად დავაფიქსირეთ. შეგვეძლო ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდა, გავიხსენოთ მატას შესანიშნავი მომენტი, მომენტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ჩვენ საოცარ გოლს ვიხილავდით. რაც შეეხება მეორე ტაიმს, აქ ყველაფერი განსხვავებულად განვითარდა, თუმცა შევძელით ამის ადაპტირება.

ტაქტიკური სქემა

ჩვენ ფეხბურთელსბს მოქმედების რამოდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ. მე არ მივეკუთვნები რობოტი-მწვრთნელების ტიპს, რომლებიც ამბობენ: მოთამაშე A აუცილებლად პასს აძლევს მოთამაშე B- ს, B აუცილებლად პასს აძლევს მოთამაშე C- ს, C პასს აძლევს D- ს და ასე შემდეგ. ვცდილობ მოვამზადო ჩემი ფეხბურთელები ისე, რომ მატჩის დროს მათი გრძნობების მოქმედება დაემთხვეს ჩემ ტაქტიკურ მონახაზს, აქედან გამომდიონარე მათ აქვთ სხვადასხვა სათამაშო ვარიანტები. გვქონდა ასევე შესაძლებლობა მაკტომინი მოგვემარაგებინა პასებით, მას ამით მივეცით ფართოდ მოქმედების საშუალება, შეეძლო ასევე ენდრიუ რობერტსონისთვის საჰაერო ორთაბრძოლებში წინააღმდეგობის გაწევა. მსგავსი სიტუაცია იყო, რომელუ ლუკაკუსთან დაკავშირებითაც, რომელმაც იგრძნო, რომ მოწინააღმდეგე დეიან ლოურენზე ძლიერი იყო და მისი ორთაბრძოლებში დამარცხება შეეძლო.

ორის სხვადასხვა ტაიმი

ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს ეს გამარჯვება და გამომუშავებული ქულები. გარდა ამისა, ისეთი ძლიერი გუნდის დამარცხება როგორიც "ლივერპულია", შეუძლებელია ცუდი თამაშით. ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში ჩვენ ძალიან ძლიერები ვიყავით, ვიყავით აგრესიულები, ვცდილობდით წინ წავსულიყავით და მოწინააღმდეგე უხერხულ მდგომაეობაში ჩაგვეგდო, ამის შემდეგ გოლების გატანაც შევძელით. მეორე ტაიმს რაც შეეხება, "ლივერპული" დომინირებდა. თუმცა მათ ამ უპირატესობამ არანაირი საფრთხე არ შეგვიქმნა. სხვა მატჩებში, როდესაც მოწინააღმდეგე სერიოზულად გვიტევდა. დე ხეამ ულამაზესი სეივები შემოგვთავაზა, ხოლო დღეს სიტუაცია განსხვავებული იყო, მას საქმე თითქმის არ ქონია. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტაიმში "ლივერპულის" უპირატესობას ვაკონტროლებდით.

გულშემატკივრების რეაქცია რეშფორდის ცვლილების დროს

მე ვფიქრობ, რომ გულშემატკივრები აკეთებენ ყველაფერს რისი გაკეთებაც უნდათ, აქედან გამომდინარე, ჩემი მხრიდან რეაქცია არ მოყოლია იმ ფაქტს, რაც მათი მხრიდან რეშფორდის ცვლილებამ გამოიწვია, თუმცა შევწუხდი იმ რეაქციის გამო, რასაც ისინი სკოტ მაკტომინის მიმართულებით გამოხატავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ მხოლოდ 20 წლის არის, ყველაფერი სწორად და კარგად გააკეთა, მას სურდა ბურთის შენარჩუნება და მასზე კონტროლი, სწორედ ამის გამო ხდებოდა ის რასაც სკოტი აკეთებდა, პასი უკან. ეს მისი მხრიდან იყო სწორი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტოპ-კლასის ფეხბურთელი ამ მატჩში იგივენაირად არ იქცეოდა. გულშემატკივრებს შეუძლიათ ნებისმიერი ემოცია გამოხატონ ჩემ გადაწყვეტილებებზე, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

რეშფორდის შეცვლის მიზეზი

მესმოდა sky sports- ის პირდაპირ ეთერში, თუ როგორ კომენტირებდა გარი ნევილი, როდესაც იძახდა, რომ მარკუს რეშფორდი მეორე ყვითელ ბარათს იმსახურებდა და შიშობდა, რომ ამას მსაჯი მალევე გააკეთებდა. მეორე ტაიმში, როდესაც ჩვენ უფრო დაცვისკენ გადავედით, მოწინააღმდეგე ამ მომენტს აუცილებლად გამოიყენებდა და უფრო შეგვიტევდა, ამ დროს რეშფორდს უწევდა დაცვის კორიდორის გამაგრება, სადაც აგრესიულად მოქმედებდა ალექსანდრ არნოლდი, ამ დროს ისეთი ფეხბურთელის თამაში როგორიც უკვე გაფრთხილებულია, არის პრეტენდენტი იმისა, რომ მეორე ყვითელი ბარათიც მიიღოს და სიტუაცია გაფუჭდეს. მივიღე გადაწყვეტილება, გამომეყვანა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც თამამად იმოქმედებდა.

ბაიის შესახებ

ტრავმირებულია თუ არა? არ ვიცი. მან გუნდისთვის შესანიშნავად იმუშავა, გაიტანა ფანტასტიკური გოლი (იცინის), სერიოზულად, მან ბრძოლისუნარიანობა გვაჩვენა, მიუხედავად ავტო-გოლისა, საკუთარი თავის დემონსტრირება ძალიან კარგად შეძლო. ეს ის ერიკი იყო, რომელიც ჩვენ გვიყვარს.

და ბოლოს

სიმართლე გითხრათ, ცოტა დავიღალე. სამშაბათს მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ჩვენ გავიმარჯვეთ, არ გვადარდებს რას იტყვის ამაზე ხალხი. მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ, ბიჭები ბედნიერები არიან, მეც ანალოგიურად"- განაცხადა დასასრულს პორტუგალიელმა


წყარო: manutd.ru
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№1
ავტორი: pogba.
11 მარტი 2018 13:43
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
მოკითხვა ლევან სალუქვაძეს ლივერპული და ტოტენჰემი, ამჟამად იუნაიტედზე ძლიერი, რომ გონია და მოკითხვა ლივერპულის იმ ფანს კრისტალთან ქამბექის მერე აქ რო შემოვიდა და 10 ში დაგასრულებთო რო ამბობდა :))))))))) პორტო არავინ არაა აქ
4
№2
ავტორი: shotkin
11 მარტი 2018 14:23
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მოუს დიდი ფანი არასდროს არ ვიყავი მარა იცის ამკაცმა თავის საქმე უმაღლეს დონეზე რა, გასაგებია კრიტიკოსების აზრი მარა გუშინდელ თამაშს რაც სეეხება გუნდი უტევდა კიდეც როცა საჭირო იყო იცავდა თავს როცა საჭირო იყო და აკონტროლებდა სიტუაციას ბურთით თუ მის გარეშე როცა საჭირო იყო, ბაილის რო არ გაეტანა გოლი წამითაც არაფერი იყო სანერვიულო უბრალოდ სედეგიდან გამომდინარე დაიძაბა თორე ისიც განსაუთრებული არაფერი შეუქმნია ლივერპულს. მოუმ ტაქტიკურად მოუგო კლოპს უკვე მერამდენედ.
0
№3
ავტორი: giorgisamnidze99
11 მარტი 2018 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
საღოლ მოუს სეზონის ბოლო ეტაპზე ვართ უკვე და გუნდი უმატებს და უმატებს ეგ კარგია შემდეგი სევილიაა და შემდეგ ბრაიტონი უნდა მოვიპოვოთ 1/4 ფინალი და 1/2 ფინალი ინგლისის თასზე წელს ესეთი კარგი სეზონი რო გვაქვს ტიტულის გარეშე არ უნდა დავასრულოთ
0
№4
ავტორი: gogita1991
11 მარტი 2018 14:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ციტატა: pogba.
მოკითხვა ლევან სალუქვაძეს ლივერპული და ტოტენჰემი, ამჟამად იუნაიტედზე ძლიერი, რომ გონია და მოკითხვა ლივერპულის იმ ფანს კრისტალთან ქამბექის მერე აქ რო შემოვიდა და 10 ში დაგასრულებთო რო ამბობდა :))))))))) პორტო არავინ არაა აქ

გეთანხმები ძმაო ყველაფერში
0
№5
ავტორი: beckham7
11 მარტი 2018 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ლივერპული არის იუნაიტედის ბულკი. სირცხვილია წუწიანი ლივერპულის შედარება მანჩესთან.... ან რომელი მაგარი გუნდი ის ფარჩაკი ლივერპულია და როგორ უნდა გევასებოდეს ის ქინძი ლივერპული, როდის მოიგო მაგ საცოდავებმა ჩემპიონატი..........
0
№6
ავტორი: Svanchester
11 მარტი 2018 16:52
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
რეშფორდმა ნიჭიერება კიდევ ერთხელ გამოავლინა. არამგონია ღირდეს ფიქრი სხვა ფეხბურთელებზე როდესაც გუნდში გყავს მარსიალი და მარკუს რეშფორდი. როგორც ჟოზემ თქვა შემტევის ყიდვა ზაფხულში გამოიცხულია, უნდა მიეცეთ ამათ დრო.
0
№7
ავტორი: stepno
11 მარტი 2018 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ის ლივერპულის ფანი გაქრა საერთოდ ხოო?? wink
0
№8
ავტორი: Methadon
11 მარტი 2018 17:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
რეშფორდი რომ გაიყვანა გამიხარდა, მეც ძაან მეშინოდა მეორე ყვითელი არ აიკიდოს თქო. თანაც სევილიასთან სათამაშოდ უფრო დასვენებული იქნება და სავარაუდოდ კიდე ძირითადში იქნება.
0
№9
ავტორი: Vaska
11 მარტი 2018 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
ნევილსაც უკბინა :)
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
11 მარტი 2018 23:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ნევილი საკბენი იყო ნაღდად და გადაწვდა კიდეც.ტაქტიკურად და სტრატეგიით იმენა გადაუარა მანჩემ ლივერს.ასე ხდება როცა ყველა ფეხბურთელი იხარჯება ბოლომდე და ასრულებს იმას რასაც მწვრთნელი ავალებს

თუ პოგბა მოუს შორის მართლაც რამე იყო გასარკვევი ამ თამაშმა ყველაფერს გასცა პასუხი და ახლა პოგბამ ყურები გამოიფხიკოს თორე სკამის ხეხვა მოუწევს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top