თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2018, 21:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1644,
კომენტარები: 7
ფეხბურთელებთან კონფლიქტში ხელმძღვანელობა მოურინიოს მხარეს დაიჭერს
ედ ვუდვორდმა თავისი პოზიცია დააფიქსირა.
ფეხბურთელებთან კონფლიქტში ხელმძღვანელობა მოურინიოს მხარეს დაიჭერს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჟოზე მოურინიოს მენეჯმენტში და ეს გამოიხატება ფილოსოფიაში - "მწვრთნელის გზით ან შორს".

პორტუგალეილმა ახლახანს გააფორმა ახალი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც "ოლდ ტრაფორდზე" 2020 წლამდე იმუშავებს, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გზა, რითაც ხელმძღვანელობამ მას მხარდაჭერა გამოუცხადა. აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი სრულიად ემხრობა მოურინიოს მიდგომებს როგორც სატრანსფერო ბაზარზე, ასევე ფეხბურთელებთან დამოკიდებულებაში.

სანამ პოლ პოგბასთან დაკავშირებული მდგომარეობა განხილვის საგნად რჩება ფრანგის სათადარიგოთა სკამზე დატოვებისა და საჯაროდ კრიტიკის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ "იუნაიტედის" წარმომადგენლები მოურინიოს ნებისმიერ სამომავლო კონფლიქტში დაუდგებიან გვერდით.

ეს კი მოხდება იმის ფონზე, რომ პოგბა ითვლება კლუბის ყველაზე კომერციულად შემოსავლიან ფეხბურთელად და ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ. მას და გუნდის დანარჩენ წევრსაც ცხადად აცნობეს, რომ ან გაითვალისწინებენ მწვრთნელის მოთხოვნებს, ან დატოვებენ კლუბს.

ვუდვორდი მოურინიოს დამოკიდებულების თაყვანისმცემლად იქცა. პორტუგალიელი კი ზაფხულში ბევრ ცვლილებებს გეგმავს და ნემანია მატიჩს სხვებისთვის სამაგალითო ფეხბურთელად მიიჩნევს. მისი აზრით, სერბის დისციპლინა და პასუხისმგებლობის გრძნობა ნებისმიერი სატრანსფერო სამიზნისთვის მისაბაძი უნდა იყოს.

წყარო: independent
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
9 მარტი 2018 21:49
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
ძალიან კარგი. ასეც უნდა იყოს. აქ ჯერ გუნდია მთავარი და გუნდს სადაც ჭირდება ფეხბურთელმა იმ პოზიციაზე უნდა ითამაშოს.
0
№2
ავტორი: PaLoMo
9 მარტი 2018 22:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Svani
ძალიან კარგი. ასეც უნდა იყოს. აქ ჯერ გუნდია მთავარი და გუნდს სადაც ჭირდება ფეხბურთელმა იმ პოზიციაზე უნდა ითამაშოს.

კანეშნა მიხბე,მაგრამ მე მაინც ჭორი მგონია ეგ კონფლიქტი ჯუ სეილება რაგაც იყო მარა ისეთი არაფერიი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: LASHQARA
9 მარტი 2018 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მაგ ყველაფერში ფერგი უძლიერესი იყო ამდენს ვინ ალაპარაკებდა ვინმეს, ნათქვამი აქვს თავის წიგნში, "რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად გაემგზავრება…” love ლეგენდა am
0
№4
ავტორი: Svanchester
9 მარტი 2018 22:33
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
ციტატა: PaLoMo
ციტატა: Svani
ძალიან კარგი. ასეც უნდა იყოს. აქ ჯერ გუნდია მთავარი და გუნდს სადაც ჭირდება ფეხბურთელმა იმ პოზიციაზე უნდა ითამაშოს.

კანეშნა მიხბე,მაგრამ მე მაინც ჭორი მგონია ეგ კონფლიქტი ჯუ სეილება რაგაც იყო მარა ისეთი არაფერიი.

არა პატარა კონფლიქტი კი ყოფილა. მაგრამ მოურინიოს უთქვია პოგბასთვის: კარებზე ხედავ რა აწერიაო? აქ ბოსი მე ვარო და არა შენ :)))
0
№5
ავტორი: ikeoni
9 მარტი 2018 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11434
Cota daizaben da eg Iyo yvelaferi daamtavres :))) mtavari exla isaa Iqneba tuara xval pogba varjishze tramva miugia da vegar gaugzelebia
0
№6
ავტორი: PaLoMo
10 მარტი 2018 14:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Svani
ციტატა: PaLoMo
ციტატა: Svani
ძალიან კარგი. ასეც უნდა იყოს. აქ ჯერ გუნდია მთავარი და გუნდს სადაც ჭირდება ფეხბურთელმა იმ პოზიციაზე უნდა ითამაშოს.

კანეშნა მიხბე,მაგრამ მე მაინც ჭორი მგონია ეგ კონფლიქტი ჯუ სეილება რაგაც იყო მარა ისეთი არაფერიი.

არა პატარა კონფლიქტი კი ყოფილა. მაგრამ მოურინიოს უთქვია პოგბასთვის: კარებზე ხედავ რა აწერიაო? აქ ბოსი მე ვარო და არა შენ :)))

იასნაა ეგრე.თავში არავის არ უნდა აუვარდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: SANDROGRIGA
13 მარტი 2018 01:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კონფლიქტის დრო ნამდვილად არაა ისედაც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top