თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2018, 21:26
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1381,
კომენტარები: 4
დღეს ბლინდის დაბადების დღეა
ჰოლანდიელ ფეხბურთელს იუბილე აქვს.
დღეს ბლინდის დაბადების დღეა
მოგეხსენებათ, "იუნაიტედის" ჰოლანდიელი მარცხენა მცველის, დეილი ბლინდის "იუნაიტედში" დარჩენის საკითხი ჯერ კიდევ დღის წესრიგში დგას. მართალია ბლინდს კონტრაქტი გაუგრძელდა მაგრამ ეს მხოლოდ იმისთვის, რომ კლუბმა მასში გადახდილი თანხის ამოღება შეძლოს.

ბოლო დროინდელი პრესის ფურცლებს თუ დავუჯერებთ, "მანჩესტერი" ჰოლანდიელის სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრობს. მოურინიოს ამსტერდამის "აიაქსის" ამომავალი ვარსკვლავის ჯასტინ კლიუვერტის "ოლდ ტრაფორდზე" ხილვა სურს.

შესაძლოა სწორედ ამ ორი ფეხბურთელის ურთიერთგაცვლა მოხდეს ზაფხულში, სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე. რაც შეეხება მოურინიოს გუნდში ბლინდის მდგომარეობას, შეიძლება ითქვას, რომ დეილიმ პორტუგალიელის ნდობა ვერ მოიპოვა და სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა.

ყველაფრის მიუხედავად, დეილი ბლინდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია. ხოლო დღევანდელი დღე მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, ვინაიდან და რადგანაც, მოურინიოს შეგირდს დღეს დაბადების დღე აქვს. ჰოლანდიელს 28- წელი შეუსრულდა, ხოლო "იუნაიტედის" გულშემატკივარი ულოცავს ფეხბურთელს იუბილეს.

წყარო: vk.com
სხვა
4 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
9 მარტი 2018 21:27
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
დიდი ბიჭია გაიზარდა უკვე :))) კლუივერტის ტრანსფერში თუ გამოდგა შესანიშნავი იქნება.
0
№2
ავტორი: LASHQARA
9 მარტი 2018 22:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: Svani
დიდი ბიჭია გაიზარდა უკვე :))) კლუივერტის ტრანსფერში თუ გამოდგა შესანიშნავი იქნება.

მეტი რო ვერაფერში გვადგება ეგაა უბედურება wink ისე მგონია რომ კარგი ადამიანია love am
0
№3
ავტორი: ikeoni
9 მარტი 2018 23:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Dzalian cudi Ro ver aewyo amis kariera chventan arada dzalian chkviani igrokia
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
13 მარტი 2018 01:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩაიკარგა ბლინდი, არადა არაა ცუდი ფეხბურთელი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top