თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2018, 21:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1532,
კომენტარები: 8
მარსიალი: "ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი "ლივერპულთან" გავიტანე"
ენტონი მარსიალი მატჩის დღის პროგრამაში.
მარსიალი:
ენტონი მარსიალისთვის "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მატჩის ყოველთვის იქნება დასამახსოვრებელი მომენტი, ვინაიდან სწორედ ამ შეხვედრასი გაიტანა მან 2015 წელს პრემიერ ლიგაში სადებიუტო გოლი.

მარსიალმა იმჟამად თავისი ახალი კლუბის ისტორიულ მეტოქესთან "სტრეტფორდ ენდის" წინ გატანილი შესანიშნავი გოლით გააცნო თავი "ოლდ ტრაფორდს". შაბათის მატჩის წინ "იუნაითედ რევიუსთვის" მიცეცმულ ინტერვიუში ფრანგი ამ მომენტს იხსენებს.

"რა თქმა უნდა, ეს დიდი მატჩი იყო ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. ვფიქრობ, ეს ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლია. ეს არის გოლი, რომელმაც ხმამაღლა გამოაცხადა ჩემი მოსვლა და გოლი, რომელმაც გამიადვილა "იუნაიტედში" მოსვლისთანავე თავის დამკვიდრება".

"წითლების" რიგებში გატარებულ თავის პირველ სეზონში მარსიალი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ყველა ტურნირზე გატანილი 17 გოლით და მოიგო 2015 წლის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. მომდევნო სეზონი კი უფრო რთული გამოდგა და მასში ფრანგმა მხოლოდ 4 გოლი გაიტანა ჩემპიონატის მასშტაბით, მაგრამ მიმდინარეში მან დაიბრუნა თავდაჯერებულობა და მის ანგარიშზე უკვე 9 გოლია.

"წელს კარგი სეზონი მაქვს, მაგრამ ჩემზეა დამოკიდებული ასევე გაგრძელება და გაუმჯობესება. ვფიქრობ, იანვარსა და თებერვალში კარგად ვითამაშე. ბოლო დროს უფრო იშვიათად ვთამაშობ, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ."

მარსიალმა ასევე განაცხადა, რომ შეიძლებოდა, მატჩი გამოეტივებინა, დღეს კი ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ ის არ ითამაშებს, თუმცა შეხვედრის ყურებაში ენტონის არაფერი უშლის ხელს, მითუმეტეს, რომ ამას ჯერ კიდევ საფრანგეთში აკეთებდა.

"ყოველთვის ვიცოდით, რომ "იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მატჩი დიდი დერბი იყო. ეს მართლაც არის შეხვედრა, სადაც არსებობს დამატებითი მუხტი, დამატებითი მოტივაცია და ბევრი გოლიც."

თუ დავუბრუნდებით მომდევნო შეხვედრას, ორივე გუნდი ერთმანეთის სიახლოვეს იმყოფება სატურნირო ცხრილში და სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა. მარსიალი აცნობიერებს, რომ რთული ტესტი ელის გუნდს და ჟურნალს განუცხადა: "ლივერპული" ახლა შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, მატ შესანიშნავი შემტევი ფეხბურთელები ჰყავთ.

ჩვენი მოვალეობა მათზე თვალის დევნება და შემდეგ ჩვენი თამაშის ჩვენება იქნება, რადგან ნებისმიერ გუნდის წინააღმდეგ შეგვიძლია პრობლემის შექმნა.

ეჭვგარეშეა, რომ გამარჯვება ჩვენთვის დიდი მოვლენა იქნება. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ "ოლდ ტრაფორდზე" ვთამაშობთ და გულშემატკივარი მუხტს მოგვცემს, ასე რომ, თუკი გავიმაჯრვებთ, კარგადაც აღვნიშნავთ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
9 მარტი 2018 21:12
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
როგორ მახსოვს ეს შესანიშნავი გოლი. მაშინ ვთქვი რო მარსიალი კლუბის განუყოფელი ნაწილი გახდება მეთქი. შეუძლია ენტონის მანჩესტერის დიდი ისტორიის დიდი ნაწილი გახდეს. საჭიროა სწორი დამოკიდებულება მწვრთნელის მხრიდან ამ ფეხბურთელზე და თავისთავად მარსიალზე ხო ძალიან ბევრია დამოკიდებული. ყველაფერი კარგად მიდის მთავარია დარჩეს და ესე განაგრძოს განვითარება
0
№2
ავტორი: gela-manchesteri777
9 მარტი 2018 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ძმურად გტხოვთ ვინც იცით პესის ჩაწერა და პაჩის დაყენება დამეხმარედ რა და კაი გრევი ჩემზე იქნება ტქვენ ამაში დამეხმარედ და მერე მე ვიცი
0
№3
ავტორი: PaLoMo
9 მარტი 2018 22:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Svani
როგორ მახსოვს ეს შესანიშნავი გოლი. მაშინ ვთქვი რო მარსიალი კლუბის განუყოფელი ნაწილი გახდება მეთქი. შეუძლია ენტონის მანჩესტერის დიდი ისტორიის დიდი ნაწილი გახდეს. საჭიროა სწორი დამოკიდებულება მწვრთნელის მხრიდან ამ ფეხბურთელზე და თავისთავად მარსიალზე ხო ძალიან ბევრია დამოკიდებული. ყველაფერი კარგად მიდის მთავარია დარჩეს და ესე განაგრძოს განვითარება

დებიუტი და გოლი ერთად ძალიან მაგრად დაიწყო ჩვენთან მოსვლა და იმ სეზონის მერე მაინც ვერაა ისეთი აქ მოსვლისას რო იყო.არადა უფრო უნდა გაზრდილიყო.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: gela-manchesteri777
9 მარტი 2018 22:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ციტატა: Svani
როგორ მახსოვს ეს შესანიშნავი გოლი. მაშინ ვთქვი რო მარსიალი კლუბის განუყოფელი ნაწილი გახდება მეთქი. შეუძლია ენტონის მანჩესტერის დიდი ისტორიის დიდი ნაწილი გახდეს. საჭიროა სწორი დამოკიდებულება მწვრთნელის მხრიდან ამ ფეხბურთელზე და თავისთავად მარსიალზე ხო ძალიან ბევრია დამოკიდებული. ყველაფერი კარგად მიდის მთავარია დარჩეს და ესე განაგრძოს განვითარება

სვანი როგორ დაგიმატო ფეისზე მომცერე ლინკი
0
№5
ავტორი: Svanchester
9 მარტი 2018 22:36
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: gela-manchesteri777
ციტატა: Svani
როგორ მახსოვს ეს შესანიშნავი გოლი. მაშინ ვთქვი რო მარსიალი კლუბის განუყოფელი ნაწილი გახდება მეთქი. შეუძლია ენტონის მანჩესტერის დიდი ისტორიის დიდი ნაწილი გახდეს. საჭიროა სწორი დამოკიდებულება მწვრთნელის მხრიდან ამ ფეხბურთელზე და თავისთავად მარსიალზე ხო ძალიან ბევრია დამოკიდებული. ყველაფერი კარგად მიდის მთავარია დარჩეს და ესე განაგრძოს განვითარება

სვანი როგორ დაგიმატო ფეისზე მომცერე ლინკი

https://www.facebook.com/ ამ ფბზე ვარ
0
№6
ავტორი: gela-manchesteri777
9 მარტი 2018 23:07

მე ვერ გიპოვე და აბა შენ მნახე ამ ლინკზე ფბ ჩარტული მაქ https://www.facebook.com/gela.maisuradze.562/photos?lst=100011861747863%3A100011
861747863%3A1520626024&source_ref=pb_friends_tl
0
№7
ავტორი: ikeoni
9 მარტი 2018 23:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Imedia seviliastan iqneba marso❤️
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
13 მარტი 2018 01:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საოცარი გოლი იყო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top