თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2018, 20:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1522,
კომენტარები: 5
მოურინიო ლუკაკუს სიტყვებს გამოეხმაურა
მოურინიომ ბელგიელს უპასუხა.
მოურინიო ლუკაკუს სიტყვებს გამოეხმაურა
ჟოზე მოურინიომ უპასუხა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდასხმელის, რომელუ ლუკაკუს სიტყვებს, რომელმაც თქვა, რომ მოედანზე პორტუგალიელის სერჟანტია.

ბელგიელი მიმდინარე კვირაში "სქაი სპორტსს" ესაუბრა და განაცხადა: "ვფიქრობ, მწვრთნელი თავის ფიქრებში თვლის, რომ მოედანზე მისი სერჟანტი ვარ და ეს ცოტა უცნაურია, რადგან, როგორც წესი, ამ როლს ნახევარმცველები ასრულებენ.

ყოველთვის ბევრს ვშრომობ და მადლიერი ვარ, მაგრამ ასე თუ ისე, მე მაინც თავდამსხმელი ვარ და გოლები უნდა გავიტანო. ის ძალიან კარგი იყო და ვფიქრობ, იცის, რომ ჯარისკაცის მენტალიტეტი მაქვს".


ამის შემდეგ უკვე მწვრთნელს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა ლუკაკუ, რომელიც "ლივერპულთან" მატჩში თავისი მე-100 გოლის გატანას ეცდება პრემიერ ლიგაში.

"არ ვიცი. მის ნათქვამზე გამეცინა. ჩემთვის მნიშვნელოვანი ბიჭია. ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც ვენდობი, ვისი შეხედულებები და ხასიათიც მომწონს.

"კრისტალ პალასის" წინააღმდეგ მესამე გოლის შემდეგ არაფერი მომხდარა, მაგრამ ვუთხარი, "ცენტრალურ მცველად" და ისიც მესამე გოლის შემდეგ დაცვაში გადავიდა და სმოლინგსა და ლინდელეფთან ერთად დაცვის ხუთეულის ხაზში თამაშობდა, რადგან მეტი ცვლილებები აღარ მქონდა დარჩენილი.

ასე რომ, როცა თავდამსხმელს ვეუბნები, იქ ჩადი და ჩემთვის საქმე გააკეთე-მეთქი, მართლაც სერჟანტი გამოდის. ის არის ადამიანი, ვისი ნდობაც შეიძლება, მას ფენომენალური მიდგომა აქვს.

ამიტომაც იყო, რომ ამდენჯერ გითხარით, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, გაიტანს თუ არა, უფრო მნიშვნელოვანია მისი წვლილი გუნდში და თუ რა მოაქვს გუნდისთვის, მას კი მოაქვს სულისკვეთება".
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
9 მარტი 2018 21:02
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
კარგია ლუკაკუს სულისკვეთება ჟინი მონდომება და ბრძოლისუნარიანობა თუმცა, ეს ის ყველაფერი არაა რაც თავდამსხმელს სურს. კარგი თავდამსხმელი მაინც გოლებით უფრო ფასდება დღევანდელ ფეხბურთში. ვისურვებდი, რომ ლუკაკუს უფრო მეტი შანსები მიცემოდა გოლის გასატანად.
2
№2
ავტორი: giorgiginturi
9 მარტი 2018 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ვაიმეეეეე, გინდ სერჟანტები და გინდა კაპრალები იყავით.. ლივერპული დამარხეთ......
ძააააააან მჯერავს მართლა ძალიან ძალიან ამ კაცის დიდი წარმატების და ამ კლუბის კიდევ ახალი დიდ ისტორიის.....
ზუსტად რეშფორდს მარსიალს ლუკაკუს პოგბას ლინგარდს ამათ თაობასაუცილებლად იყიდის გრიზმანსაც დ.ა.შ... უძლიერესი იუნაიტედი იქნება მყარად და სტაბილურად....

ვაიმეეეე.. დევიდ დე ხეააააააა..............
ბოდიში დათოოოოოოო wink სიკვდილსაც დავიწყებიხარ
0
№3
ავტორი: PaLoMo
9 მარტი 2018 22:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Svani
კარგია ლუკაკუს სულისკვეთება ჟინი მონდომება და ბრძოლისუნარიანობა თუმცა, ეს ის ყველაფერი არაა რაც თავდამსხმელს სურს. კარგი თავდამსხმელი მაინც გოლებით უფრო ფასდება დღევანდელ ფეხბურთში. ვისურვებდი, რომ ლუკაკუს უფრო მეტი შანსები მიცემოდა გოლის გასატანად.

ლუკაკუ არაა ისეთი ტიპის,რომ კარამდე მიიტანის და გაიტანოს თუ მისცემ მომენტებს გაიტანს.მართალია ბერვს მაზავს,მაგრამ გამოასეორებს მაგასაც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: ikeoni
9 მარტი 2018 23:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Magari gvyavs dzaan da ar dagvaviwydes 23 goli aqvs gatanili sadebiuto sezonshi da win kide sami tvea❤️
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
13 მარტი 2018 00:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი იყო ლუკაკუ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top