თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2018, 20:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1310,
კომენტარები: 7
მოურინიო: "ჩემთვის ყველა მატჩი ერთნაირია"
მოურინიო "ლივერპულთან" დაპირისპირების მნიშვნელობაზე საუბრობს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ "ლივერპულთან" დაპირისპირება მისთვის მორიგი ჩვეულებრივი მატჩია, რომელშიც უნდა გაიმარჯვოს.

"იუნაიტედი" შაბათს "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლებს ისტორიულ მეტოქეს და ეს იქნება მე-200 დაპირისპირება ყველა ტურნირზე.

ოდესღაც ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები ამჯერად ურთიერთშეხვედრაში მეორე ადგილოსნის ვინაობას გაარკვევენ, თუმცა "წითლების" პორტუგალიელი მწვრთნელი მატჩს მხოლოდ ერთ ჩვეულებრივ შეხვედრად მიიჩნევს.

"ჩემს მენტალიტეტში ყველა მატჩი ერთნაირი. ამ კულტურაში არც ისე კარგი ვარ - "ეს მატჩი განსაკუთრებულია, ის მატჩი განსაკუთრებულია". ამაში კარგი არასდროს ვყოფილვარ. არასდროს ჩამითვლია "მილანი" მთავარ მეტოქედ, არასოდეს შემიხედავს "ატლეტიკოსთვის" მტერივით, არასოდეს ჩამითვლია "ტოტენჰემი" ან "არსენალი" დიდ მეტოქეებად, ამაში კარგი არ ვარ.

ჩემთვის ეს უბრალოდ დიდი მატჩია, ორი ისტორიული კლუბი არა მარტო ინგლისში, არამედ მსოფლიოშიც. ამჟამად ოთხეულში მნიშვნელოვანი ქულები თამაშდება, მეორე ადგილისთვისაც მნიშვნელოვანი ქულები თამაშდება, მეორე ადგილი კი უკეთესია, ვიდრე მესამე და მეოთხე. არც ახლა მიმაჩნია გარკვეული მეტოქეები განსაკუთრებულ მოწინააღმდეგეებად. ეს უბრალოდ დიდი მატჩია, რადგან მასში ორი დიდი გუნდი მონაწილეობს".
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: makaveli
9 მარტი 2018 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
მაგ საკითხში მართლა ჟანგიანი ხარ მოუ..
რაიან გიგზი: ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებას, ლივერპულის დამარცხება მირჩევნია..
კაცი რო ამას იტყვის ხო წარმოგიდგებიათ შიგნით კულისებში რა ხდებოდა ფერგის მანჩეში.. და ეხლა მარტო სელფები გადაიღონ და ხელფასი მოიმატონ .. კაიი რა იბიომატ
1
№2
ავტორი: mr.devil
9 მარტი 2018 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
რატო წაშალეთ პირველი კომენტარი? ხო ეწყინებოდა ეხლა იმ პატიოსან ადამიანს? შემოვიდა იოცნება და გავიდა რა გჭირთ.....
0
№3
ავტორი: Svanchester
9 მარტი 2018 21:00
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ვფიქრობ, სევილიასთან გასამართ მატჩისთვის ძალები დაიზოგება.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
9 მარტი 2018 21:11
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: mr.devil
რატო წაშალეთ პირველი კომენტარი? ხო ეწყინებოდა ეხლა იმ პატიოსან ადამიანს? შემოვიდა იოცნება და გავიდა რა გჭირთ.....

შეურაცხმყოფელი იყო და მაგიტომ. ნორმალურ ფარგლებში და ცენზურის დაცვით რომ დაეწერა, ყოფილიყო, გუნდის გამო, არავის ვერჩით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: stepno
9 მარტი 2018 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: makaveli
მაგ საკითხში მართლა ჟანგიანი ხარ მოუ..
რაიან გიგზი: ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებას, ლივერპულის დამარცხება მირჩევნია..
კაცი რო ამას იტყვის ხო წარმოგიდგებიათ შიგნით კულისებში რა ხდებოდა ფერგის მანჩეში.. და ეხლა მარტო სელფები გადაიღონ და ხელფასი მოიმატონ .. კაიი რა იბიომატ

არ მიმაჩნია ეგ სწორედ :))) კი ბატონოო უმნიშვნელოვანია ლივერპული მაგრამ აქ ლივერპულს თავი შეაკლან და მერე სევილიასთან ნახევარი გუნდი ტრამვით გავიდეს და გამოვარდენ აზრიი??
1
№6
ავტორი: ikeoni
9 მარტი 2018 23:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Unda movigot jozee
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
11 მარტი 2018 10:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასე იცის სულ მარა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top