თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2018, 19:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1294,
კომენტარები: 7
მოურინიო: "მხარდაჭერა ყოველთვის გეხმარება"
მოურინიოს მოწოდება გულშემატკივრებს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ გულშემატკივრებს მოუწოდა, სათანადო მხარდაჭერა აღმოუჩინონ გუნდს, როცა შაბათს "ოლდ ტრაფორდს" "ლივერპული" ეწვევა.

"იუნაიტედის" გულშემატკივრები ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გამოურჩეულ მხარდამჭერებად ითვლებიან და მათი გულშემატკივრობა "კრისტალ პალასთან" მატჩში, როცა "წითლები" 0-2 მარცხდებოდნენ, ამის ერთ-ერთი დასტურია.

მოურინიოს შეგირდებმა მატჩი 3-2 მოიგეს და ნემანია მატიჩმა ფანებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა 91-ე წუთზე გატანილი გამაჯრვების გოლით.

"იუნაიტედმა" ფრედ დაასრულა "ლივერპულთან" პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 3 მატჩი, ხოლო ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩში არ გაუმარჯვია და მოურინიოს იმედი აქვს, რომ გულშემატკივართა მხარდაჭერით ამ სერიას შეწყვეტს.

"ეს გეხმარება. წარმომიდგენია, "კრისტალ პალასთან" 2-0 ვაგებდით და ჩვენი გულშემატკივრები გასვლაზე, რამდენი იყვნენ? 2 ათასი? შეიძლებოდა გვეგრძნო უპატივცემულობა, კრიტიკა ან მხარდაჭერა.

2-0 ვაგებდით და მხარდაჭერას ვგრძნობდით, 2-1 და - რწმენას, 2-2 ანგარიშზე კი მივხვდით, რომ სურდათ, კიდევ შეგვეტია. მათ დახმარება შეუძლიათ. "ოლდ ტრაფორდზე" გულშემატკივართა აურაცხელი რაოდენობაა, ასე რომ, დახმარება შეუძლიათ",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: D.Berbatov 9
9 მარტი 2018 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
წარმატებები ხვალ ! ჩვენ ეს შეგვიძლია. რთულია მაგრამ ეს ორი მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მინიმუმ აქ ფრე და სევილიასთან მოგება. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი გველის. GGMU !!! <3
0
№2
ავტორი: ikeoni
9 მარტი 2018 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Magari tamashi Iqneba da aucileblad unda movigot❤️
0
№3
ავტორი: bziki
9 მარტი 2018 19:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
იასნია ყველას გვინდა ლუზერებს თავიანთი ადგილი მივუჩინოთ მარა მთავარი სევილიაა და თუ პრიორიტეტად სევილიას დააყენებს ჟოზე არ გავამტყუნებ.
ვამტყუნებდი იმაში რო პრიორიტეტი ჩელსი გაიხადა(ნუ ეგრე გამოჩნადა ან იყო ეგრე ან არა) მარა ეხლა მთავარი სევილიაა და რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ლივერთან წაგება არჩევანი თუ იქნება ნებისმიერი ჩვენგანი იასნია სევილიას აირჩევს
გასაგებია რო ორივეს მოგება ჯობია თან ოლტრაფორდზე ვართ მარა სევილიასთან მოგება არანაირი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს
ემოციები,ისტოიული დერბი,მტრობა ყველაფერი მარა ერთი ჩვეულებრივი 3 ქულიანი თამაშია ზედ შეკვლა არ გამოვა,აკადემიურ სტილში თუ დადებს შედეგს მით უფრო დავაფასებ თუ ვერ დადებს შედეგს და მერე სევილიას დაახრჩობს არ გავაკრიტიკებ
1
№4
ავტორი: stepno
9 მარტი 2018 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დარწმუნებულიც ვარ საოცარი ატმოსფერო იქნება ოლტრაფორდზე:) ვეღარ ვითმენ ერთი სული მაქ დაიწყოს თამაში
0
№5
ავტორი: levionok
9 მარტი 2018 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ვინც სტაჟიანი გულშემატკივარია მან იცის რომ არასდროს არ იუქნება ეს თამაში უბრალოდ 3 ქულისთვის,ეს არის სასწული დაპირისპირება ამ მოგების გამო გუნდს შეიძლება ბევრი ეპატიოს მაგრამ აქ წაგება პირველრიგში ფსიქოლოგიური დარტყმაა და ამის მეშინია ეს თამაში უნდა მოვიგოთ და სევილიას მოვუგებთ ამაში ეჭვი არავის შეგეპაროთ ისე მარტივად მოვიგებთ როგორც აიაქსს მოვუგეთ ფინალი წინ წითლებო ხვალ დიდი დღეაააა არა და არ გათენდა
0
№6
ავტორი: Svanchester
9 მარტი 2018 21:06
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მოურინიომ თუ ისევ მსგავსი ფიქრებით გამოიყვანა გუნდი როგორც ეს იყო სევილიასთან ესპანეთში ჩატარებულ მატჩში, მაშინ გამარჯვების იმედი ნამდვილად არუნდა გვქონდეს. გვახსოვს სევილიასთან უსახური თამაშით მოპოვებული ფრე და ეს მხოლოდ იმიტომ რომ გუნდს ჩელსისთვის პრემიერ ლიგაში მოეგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა აეღო. რატომღაც მგონია, რომ ხვალ ჟოზე გუნდს ფრისთვის გამოიყვანს რათა ის ორქულიანი უპირატესობა შეინარჩუნოს და მეოტხედფინალის საგზური 13- ში სევილიასთან მშვიდად და წყნარად აიღოს. არ ვიცი იმედია ვცდები და ლივერპულთანაც მოვიგებთ და სევილიასთან რა თქმა უნდა ყველა ვარიანტში.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
11 მარტი 2018 10:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გულშემატკივარი ძაან მაგარი იყო ლივერპულთან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top