თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2018, 18:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1533,
კომენტარები: 6
"პსჟ" ფელაინის კონტრაქტს უმზადებს
ბელგიელი საფრანგეთში გადაბარგდება.
ფრანგული გრანდი "პარი სენ-ჟერმენი" მარუან ფელაინის სარფიან კონტრაქტს უმზადებს.

29 წლის ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით აპირებს.

ფელაინი ჟოზე მოურინიოსთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მის შენარჩუნებას ცდილობს. მაგრამ "ევერტონის" ყოფილი ნახევარმცველს გული "პარკ დეს პრინსისკენ" მიუწევს.

ფრანგული გამოცემა Le 10 Sport-ი იტყობინება, რომ უნაი ემერის გუნდი უკვე აპირებს ნაბიჯის გადადგმას.

პსჟ ფელაინის ოთხწლიან კონტრაქტს სთავაზობს წლიური 5.4 მლნ. ფუნტის ოდენობითი ანაზღაურებით.

ლიგა 1-ის ჩემპიონებს იანვრიდან მიეცათ მოლაპარაკებების წარმოების უფლება.

მიიღებს თუ არა ფელაინი ბევრ სათამაშო დროს პსჟ-ში, ამას ვნახავთ. გუნდის ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა, თუმცა ტიაგო მოტა გუნდის დატოვებას აპირებს.

წყარო: thesun
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
7 მარტი 2018 20:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აქედან წავა დიდი ალბათობით მარა პესეჟეში გადავიდეს რაღაც მეეჭვება
0
№2
ავტორი: Svanchester
7 მარტი 2018 20:40
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
წადი ფელე, წადიი. უმადურობას არ გამოვავლენთ, მადლობა ყველაფრისთვის რაც გუნდისთვის ამ წლების მანძილზე აკეთე, თუმცა ცოტა ღორობა რო არ გამოგევლინა და აქ დარჩენილიყავი გულშემატკივარიც უფრო დაგაფასებდა მაშინ როცა ნამდვილად წასვლის დრო მოგიწევდა. ფულის მიზეზით კლუბის დატოვება არ მგონია მართებულ საქციელად. წარმატებები საფრანგეთში არ ვიცი მაგრამ მგონია რომ თურქეთში მიდის.
0
№3
ავტორი: zlatan ibrakadabra
7 მარტი 2018 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
ღმერთმა ზლტანმა ვერ შეძლო მარა ლორდი ფლაინი მოაგებინებს პსჟს ლიგას
0
№4
ავტორი: ikeoni
7 მარტი 2018 21:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ამის წასვლა გადაწყვეტილია სავარაუდოდ
0
№5
ავტორი: stepno
8 მარტი 2018 08:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
:DDDDDDD მოაგებინებს ლიგას შემდეგ სეზონში lol
0
№6
ავტორი: shotkin
8 მარტი 2018 15:49
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
სასიამოვნო ამბავი იქნება ნამდვილად არასდროს არ მევასებოდა არც ევერტონში და მიტუმეტეს არც აქ არც ქონდა და არც ეხლა აქვს კლასი სადაც უნდა იქ წავიდეს <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top