თბილისი:
მანჩესტერი:
6-03-2018, 19:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1211,
კომენტარები: 4
სმოლინგი: "გულშემატკივრებმა გამარჯვება დაიმსახურეს"
კრის სმოლინგი მატჩის შემდეგ.
სმოლინგი:
კრის სმოლინგმა "კრისტალ პალასთან" გამარჯვება "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს მიუძღვნა.

"წითლებმა" "სელჰერსტ პარკზე" შესანიშნავი ქამბექი განახორციელეს და ამაში უშუალო მონაწილეობა მიიღო ნემანია მატიჩმა, რომელმაც მსაჯის მიერ დამატებულ დროში გამარჯვების გოლი გაიტანა და გულშემატკივართა აზრით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

დაახლოებით 2000 გულშემატკივარმა გადალახა 500 მილზე მეტი იმისათვის, რომ ნემანია მატიჩის პირველი გოლი ეხილა "იუნაიტედის" შემადგენლობაში.

სმოლინგს, რომელმაც ქამბექი თავისთვის სეზონის მეორე გოლით დაიწყო, მიაჩნია, რომ ეს გამარჯვება ფანებს ეძღვნებოდათ.

"თქვენც იხილეთ ემოციები, როცა მატჩის მიწურულს გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნავდით. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ასეთი ქამბექი მოვახდინეთ და ეს დიდებული შეგრძნება იყო. ვფიქრობ, გულშემატკივრებმა ეს დაიმსახურეს".

შეხვედრის 48-ე წუთზე "არწივები" ანდროს თაუნსენდისა და პატრიკ ვან აანჰოლტის გოლებით 2-0 იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში გაუმჯობესებულმა თამაშმა ჟოზე მოურინიოს გუნდს გამარჯვება მოუტანა. სმოლინგი ამას მწვრთნელის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს და გუნდის ხასიათს მიაწერს.

"პირველი ტაიმი ძალიან ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ინტენსიურობა შევიძინეთ და ვფიქრობ, საბოლოოდ გამარჯვება დავიმსახურეთ. ცვლილებებმა თავისი როლი ითამაშა - ჩვენ ჩვენი ყველა შეცვლა გამოვიყენეთ ამან გავლენა მოახდინა.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმან, რომ მკვდრების მიდგომა არ გამოგვივლენია და ბიჭებმა ხასიათი აჩვენეს, რის წყალობითაც 2-0 ანგარიშიდან მატჩი მოვიგეთ. როგორც წესი, 2-0 არ ვმარცხდებით ხოლმე, მაგრამ "სელჰერსტ პარკზე" თამაში ძალიან რთულია.

დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ. ამან კი დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენს კონკურენტებს, რომლებიც ალბათ სიამოვნებას იღებდნენ, როცა 2-0 ვმარცხდებოდით. ისინი თავიანთ სიძლიერეს იყენებდნენ და წინ ორ დიდ ფეხბურთელს იყენებდნენ, რომლებმაც ბევრი პრობლემა შექმნეს. ჩვენს ჩვენს სიმაღლეზე უნდა ვყოფილიყავით და ეს დიდი ბრძოლა იყო - ვისიამოვნე."


ამ გამარჯვების შემდეგ "იუნაიტედი" მეორე ადგილზე დაბრუნდა და "ლივერპულს" 2 ქულით გადაასწრო. მომდევნო ტურში კი სწორედ ამ გუნდების დაპირისპირება შედგება.

"ლივერპულთან" მატჩის წინ ეს იდეალური საშუალება განწყობის ასამაღლებლად. სამ სხვადასხვა ტურნირზე სამი დიდი მატჩი გვაქვს და როცა "ოლდ ტრაფორდზე" ვთამაშობთ, ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. ეს დიდი მატჩია. ხვალიდან ჩვენს ყურადღებას "ოლდ ტრაფორდზე" მათ ვიზიტს დავუთმობთ და მომღიმარი სახით დავხვდებით".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: zlatan ibrakadabra
6 მარტი 2018 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
ძაან არასაიმედოა რიგ ეპიზოდებში
0
№2
ავტორი: ikeoni
6 მარტი 2018 20:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Magari igra Iyo raa ❤️
0
№3
ავტორი: LASHQARA
6 მარტი 2018 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ამის იმედათ ჩემი მტერი იყოს, ყველაზე სუსტ წერტილად ისევ დაცვა რჩება და თან იმ ტაქტიკაში რაც მოურინიოს უყვარს, დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ორი თამაშია გამოასწორა ტაქტიკა და 4-3-3 მაგრად მოუხდა გუნდს, ფაქტია რომ ვინდომებთ შეგვიძლია შეტევა და რატომ არ უნდა შეუტიოთ არ მესმის, როცა იცი რომ შეტევის გარეშე ვერ მოიგებ. love am
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
7 მარტი 2018 13:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლივერპულთან 5 ქულიანი უპირატესობის შექმნა მშვენიერი იქნებოდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top