თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2018, 22:13
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1315,
კომენტარები: 7
ზლატანი: "ჭორები მლს- ზე? კარგია ეს ნიშნავს იმას, რომ ცოცხალი ვარ"
შვედ თავდამსხმელმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
ზლატანი:
დიდებული შვედი თავდამსხმელი იუნაიტედს 2016 წელს პარიზული გუნდიდან შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში ზლატანმა გულშემატკივრების გული ნამდვილად მოიგო და "ოლდ ტრაფორდის" ისტორიაშიც ჩაეწერა როგორც ამ გუნდის ღირსების დამცველი.

მოურინიოს გუნდში ქონდა ზლატანს კარგი დღეებიც და ცუდიც. ყველაზე საშინელი დღე რამაც ალბათ ყველაზე მეტად დაწყვიტა გული როგორც გულშემატკივარს ისე მტელ საფეხბურთო სამყაროს იყოს ის, რომ მას ურთულესი ტრავმის გადატანა მოუხდა გასულ სეზონში როდესაც ევროპა ლიგის შეხვედრაში "ანდერლეხტის" წინააღმდეგ, მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და გუნდს დიდი დროით გამოაკლდა.

მიუხედავად მისი ასაკისა ზლატანი მძიმე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და კლუბთან ერთ წლიანი კონტრაქტიც გააფორმა. თუმცა ნელ-ნელა დგება დრო ზლატანის წასვლისთვის. სავარაუდოდ სეზონის დასასრულს იგი კარიერას ამერიკულ მლს- ში გააგრძელებს. აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა.

"მე არ ვიცოდი, რომ ჩემამდე ამერიკულ ფეხბურთში სხვა შვედი ფეხბურთელებიც იმყოფებოდნენ., ეს ფაქტი ნიშნავს, იმას რომ ამერიკაში თამაში მაცდური წინადადებაა. ლოს - ანჟელესი შესანიშნავი ქალაქია. მე შვებულების რამოდენიმე დღე გავატარე ამ ქალაქში. რაც შეეხება ჩემ კარიერულ მომავალზე საუბრებს მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ ჭორებია და მეტი არაფერი".

კომენტარის დასასრულს ზლატანი ტრადიციულად იუმორისტული განცხადებით შემოიფარგლა: "კარგია, რომ ჭორები ჩემს შესახებ წარმოიქმნა, ეს ნიშნავს იმას, რომ მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ".- ციტირებს Sportsmole შვედი ლეგენდის სიტყვებს.



წყარო: euro-football
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
4 მარტი 2018 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Zlatan she Dzalian magaro❤️
0
№2
ავტორი: zlatan ibrakadabra
4 მარტი 2018 23:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
ცუდია ასე რო მთავრდება ზლატანის მანჩესტერული კარიერა მაგრამ თქვა ასე თუ ისე სათქმელი ინგლისში
0
№3
ავტორი: bziki
4 მარტი 2018 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მიდი ჰენი რამე ამხელა ხელფასი წამოწოლაში?
რამეს იკადრებს
0
№4
ავტორი: dzia_David
4 მარტი 2018 23:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ლიგის თასი როგორი შესაფერისი ფინიში იქნებოდა ამის ევროპული კარიერისთვის
0
№5
ავტორი: giorgi_mg
5 მარტი 2018 00:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
არ მინდა რომ წავიდეს და მაგრად განისწორდებოდა ესეც ჟოზეს ასისტად. ასეთი ავტორიტეტები საჭიროა კულისებში.
0
№6
ავტორი: stepno
5 მარტი 2018 14:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
magarii xar zlatan
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
5 მარტი 2018 19:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დაადგება ზლატალი შტატების გზას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top