თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2018, 17:30
ავტორი: gache1991,
ნანახია: 1671,
კომენტარები: 10
რობინ ვან პერსი "იუნაიტედზე"
"იუნაიტედში" გატანილი გოლები განსაკუთრებულია
რობინ ვან პერსი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდი, რომელმაც უკანასკნელი მეოცე ტიტულის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მშობლიურ "ფეინოორდს" დაუბრუნდა და საკუთარი გოლების რაოდენობა სამასიან ნიშნულს უწია.

ჟურნალისტების დასმულ კითხვას თუ რომელ გოლს გამოარჩევდა ხანგრძლივი კარიერიდან, მფრინავმა ჰოლანდიელმა შემდეგი პასუხი გასცა : "ჩემს კარიერაში უამრავი გოლი გამიტანია, მაგრამ გატანა "მანჩესტერ იუნაიტედისათვის" ეს ყველაზე შესანიშნავი რამაა რაც ოდესმე ფეხბურთში გამიკეთებია".

2012 წლის ყველაზე მოულოდნელი ტრანსფერი, რომელიც სულ რაღაც 24 მილიონი ფუნტი დაჯდა სამი წლის მანძილზე, თითოეულ მატჩში ბოლომდე დაიხარჯა და გოლების მონაგარი ორმოცდაათს გადააჭარბა.

სწორედ "იუნაიტედის" რიგებში აისრულა 2013 წელს ოცნება გამხდარიყო ინგლისური "პრემიერ ლიგის" გამარჯვებული.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Methadon
4 მარტი 2018 17:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
აუ ისე არსენალს რა ფეხბურთელებს ვახევთ ჩვენ და სიტი :D
0
№2
ავტორი: gache1991
4 მარტი 2018 18:00
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ყველაზე მაგარი სიტისთან რო ჯარიმა გაიტანა ბოლო წუთებზე:)) მერე ფერდინანდს რო ცენტები ესროლეს :))
2
№3
ავტორი: dybbuk
4 მარტი 2018 18:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ასტონ ვილასთან გატანილი რუნის გრძელი პასით სხოდუ რო დაარტყა ეგ ალბათ ბევრს დარჩება მეხსიერებაში, მაგრამ ოლიმპიაკოსთან ლიგაზე ჰეთ-თრიქი მახსენდება მე მაინც პირველ რიგში
2
№4
ავტორი: SANDROGRIGA
4 მარტი 2018 18:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: dybbuk
ასტონ ვილასთან გატანილი რუნის გრძელი პასით სხოდუ რო დაარტყა ეგ ალბათ ბევრს დარჩება მეხსიერებაში, მაგრამ ოლიმპიაკოსთან ლიგაზე ჰეთ-თრიქი მახსენდება მე მაინც პირველ რიგში


მეც მაგ გოლის გამორჩევა მინდოდა, მსგავსი ევერტონსაც ხო გაუტანა არსენალში როცა იყო, სონგის პასით :)) მარა ასტონ ვილასთან გატანილი უფრო ლამაზი იყო.
1
№5
ავტორი: F1RSTA
4 მარტი 2018 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 90
ესეთი ფორვარდი აღარ ეღირსება მსოფლიო ფეხბურთს
0
№6
ავტორი: kashmara
4 მარტი 2018 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
როგორ მენატრება და როგორ მიყვარდა ყველაზე მაგარი !!!
0
№7
ავტორი: kantona-7
4 მარტი 2018 19:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
პერსიკა რამაჰრად მევასებოდა და ეხლაც მევასება ძაან კლასნი იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: ikeoni
4 მარტი 2018 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Yvela goli maxsovs titqmis amis magram Ra tqma unda astonvilastan gatanili saocreba iyo❤️
0
№9
ავტორი: dzia_David
4 მარტი 2018 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
რა კლასნი იყოო ბიჭოო... თითქოს ყველაფერს ისე აკეთებდა, ადვილი მოგეჩვენებოდა კაცს. მარტივად მარა ძაან კლასნი შემსრულებელი. 12/13 ში 4 ეულის გუნდებიც მაგრად დაჩვრიტა, უგოლოდ არ უშვებდა სტადიონიდან არავის. არც პარალელს ვავლელბ და არც ვადარებ ერთმანეთს მარა იმ სეზონში ისე ვესტ ბროვიჩიდან 18 წლის ლუკაკუ უბერავდა მაგრად ბომბარდირებში იბრძოდა.
0
№10
ავტორი: stepno
5 მარტი 2018 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
saocreba gvyavda es raa
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top