თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2018, 17:32
ავტორი: gache1991,
ნანახია: 1506,
კომენტარები: 8
მომდევნო მოწინააღმდეგე: "კრისტალ პალასი"
ოცდამეცხრე ტური : "კრისტალ პალასი".
მომდევნო მოწინააღმდეგე:
ინგლისის "პრემიერ ლიგის" ოცდამეცხრე ტურში "იუნაიტედი" ლონდონში, ადგილობრივ "სელჰარსტ პარკზე" "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდება. მოცემულ სტატიაში უკეთ გაგაცნობთ მომავალ მოწინააღმდეგეს.

"კრისტალ პალასმა" სეზონი ჰოლანდიელი მწვრთნელის და წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, ფრანკ დე ბურის თავკაცობით დაიწყო. სეზონის სტარტი იმაზე კოშმარული გამოდგა და გუნდმა ყველანაირი ანტი რეკორდი თავიდან გადაწერა, შვიდი წაგებული საწყისი მატჩი უგოლოდ, მწვრთნელის განთავისუფლება და საუბრები კლუბის გაყიდვის აუცილებლობაზე.

ბევრმა საფეხბურთო ექსპერტმა უარყოფითად შეაფასა ახალი თავკაცის, როი ჰოჯსონის დანიშვნაც, მაგრამ გუნდს ერთმანეთის მიყოლებით დაუბრუნდნენ და უმალ ფორმაში შევიდნენ შარშანდელი "პალასის" ლიდერები, უილფრიდ ზაჰა, კრისტიან ბენტეკე და იოან კაბაი. სწორედ ზაჰას დამსახურება იყო მოქმედი ჩემპიონების დამსახურებულად დამარცხება. თავისუფლად შეიძლება ითქვას, "პრემიერ ლიგის" არცერთი გუნდის შედეგი არაა ისე დამოკიდებული კონკრეტული ფეხბურთელის მოედანზე ყოფნაზე, როგორც ეს ზაჰასა და "არწივებზეა".

მიუხედავას მეთვრამეტე პოზიციაზე ყოფნისა, "სელჰარსტ პარკზე" სტუმრობა, რომ არავისთვისაა იოლი, საკუთარ თავზე გამოცადა წლევანდელი წლის უპირობო ფავორიტმა "მანჩესტერ სიტიმ", რომელიც მეკარე ედერსონმა უკანასკნელ წუთებზე მოგერიებული პენალტით იხსნა მარცხისგან. მარცხს ვერ გადაურჩა მოქმედი ჩემპიონი, ხოლო მეორე ლონდონური გუნდი, "ტოტენჰემი" რომელიც ქვედა ეშელონის გუნდებს უმეტესად დიდი ანგარიშით ამარცხებს, "არწივების" წინააღმდეგობა მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლეს და ორივე დალირისპირება იდენტური მოკრძალებული ანგარიშით 1-0 დაამარცხეს.

განსხვავებული იყო "იუნაიტედისა" და "პალასის" პირველი დაპირისპირება "ოლდ ტრაფორდზე", სადაც მატასა და ლუკაკუს გოლებს ფელაინის დუბლი დაემატა და ანგარიშმა გამანადგურებელი სახე მიიღო, მაგრამ ეს ის ზემოთ ხსენებული პერიოდისას სადაც ლონდონელები იოლ ლუკმად ითვლებოდნენ "პრემიერ ლიგის" თითოეული გუნდისთვის.

ამჟამად გუნდის მდგომარეობას რთული შეიძლება ეწოდოს, ლაზარეთში იმყოფება წამყვანი ფეხბურთელების აბსოლიტური უმრავლესობა, "იუნაიტედთან" დაპირისპირების უფლება არ აქვს ტიმოთი ფოსუ-მენსას, რომელიც სასტარტო თერთმეტეულის უცვლელ წევრად ითვლება და ერთნაირად წარმატებით ართმევს დაკისრებულ მოვალეობას როგორც მარჯვენა მცველად, ასევე ცენტრალურ მცველად.

მატჩს ინტრიგას მატებს სატურნირო მდგომარეობაც, თუ "პალასის" ამოცანა გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევაა, "იუნაიტედს" მეორე პოზიცია აქვს დასაბრუნებელი, რომელიც მისმა მოსისხლე მტერმა "ნიუკასლთან" მოპოვებული გამარჯვებით დაიკავა.

ოცდამეცხრე ტურის დასკვნითი მატჩი "კრისტალ პალასსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის ორშაბათს 23:59 წუთზე აიღებს სტარტს.
სხვა
8 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
4 მარტი 2018 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2003
იოლი გასეირნებაა, იმის გათვალისწინებით მითუმეტეს, რომ კრისტალის ბევრი ფეხბურთელი გამოტოვებს შეხვედრას. am
0
№2
ავტორი: gache1991
4 მარტი 2018 18:05
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
უეჭველი მოსაგები თამაშია.დღეს კი წააგებს ჩელსი და ეგენი ისეც ჩამოვიტოვეთ მარა ტოტენჰემიც მოგვიახლოვდა, და ეს ლივერპული ჩვენზე მაღლა როა რაღაც უცნაური გრძნობაა:))) დეხეას მშრალი კარი,ბაილის პრაქტიკა, მაკტომინის გამოცდილება, მარსიალის პასი და ლუკაკუს დუბლი მინდა :))
0
№3
ავტორი: ikeoni
4 მარტი 2018 19:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11684
Rogor ar miyvars mag syadionze tamashi
0
№4
ავტორი: men1me
4 მარტი 2018 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
Ai ra aris avtobusi chelsis 45 wutshi 0 dartyma karshi.0 dartyma karisken
0
№5
ავტორი: zlatan ibrakadabra
4 მარტი 2018 22:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
ლივერპული არ უნდა გავახაროთ უეჭელი უნდა მოვიგოთ
0
№6
ავტორი: stepno
5 მარტი 2018 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
dges rashfordi iqneba ese mgonia dziritadshi
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
5 მარტი 2018 19:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მეორე ადგილია დასაბრუნებელი
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
5 მარტი 2018 21:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3265
გაჩე გილოცავ ძმა ძაან გენრიელად დაწერილი სტატიაა ჩაგეთვალა.დღეს რატომღაც მგონია არ ვიცი შიში მაქ თუ რა მაგრამ ადვილი თამაში არ იქნება.ჩემს პირს პილპილა და არ ახდეს:)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top