თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2018, 15:06
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1624,
კომენტარები: 7
რაიოლა: "არანაირი დაპირისპირება არ არსებობს"
ჟოზესა და პოგბას შორის ურთიერთობა დაწყნარებულია.
რაიოლა:
ბოლო დროს პრესა ხშირად საუბრობს, "იუნაიტედის" თავკაც ჟოზე მოურინიოსა და ამავე გუნდის ფრანგ ნახევარმცველ პოლ პოგბას შორის მომხდარ მცირე დაპირისპირებაზე. იყო გაუგებრობა თუმცა ამას ფართო მაშტაბის სახე არ მიუღია. როგორც ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა მოწმობს პოლს, "მანჩესტერში" დარჩენა და "ოლდ ტრაფორდზე" დიდხანს ასპარეზობა სურს.

"რა თქმა უნდა თუ სიტუაცია იძაბება და ყველაფერი ცუდადაა, ვეძებ საუკეთესო გამოსავალს კლუბსა და ფეხბურთელს შორის. პოგბასა და მოურინიოს შორის არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს. ჩემ კლიენტს სურს "წითელ ეშმაკებთან" ყოფნა და ამ გუნდთან ერთად გამარჯვებების მიღწევა".- ციტირებს Rai Sport რაიოლას სიტყვებს.

მიმდინარე სეზონში ჩატარებული შეხვედრებიდან, პოგბას ანგარიშზე 3 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. ასე, რომ თუ გულშემატკივარი ფეხბურთელის აგენტს დაუჯერებს, სანერვიულო არაფერია და პოგბა "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება. აქამდე გავრცელებული ცნობით, თითქოს პოგბას კლბის დატოვება სურდა მომავალ ზაფხულში, მისი შეძენის მსურველი კი მადრიდული კლუბი "რეალი" იყო.



წყარო: euro-football
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: SANCHEZ 7
3 მარტი 2018 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
მშვენიერია პოლი უმაღლესი კლასის ფეხბურთელიაა
0
№2
ავტორი: kantona-7
3 მარტი 2018 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
პოგბას წასვლაზე არასდროს კიფიქრია სერიოზულად და არც მინერვიულია რომ წავიდოდა, უბრალოდ გაზეთები აბუქებენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№3
ავტორი: ikeoni
3 მარტი 2018 16:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Magaze arc aravin fiqrobs❤️
0
№4
ავტორი: stepno
3 მარტი 2018 16:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დარწმუნებული ვარ არც იქნება არასოდეს უმაღლესი პროფესიონალი არის პოლ პოგბა და თავის საქმეს გააკეთეს ყოვილთვის
0
№5
ავტორი: Svanchester
3 მარტი 2018 18:36
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
პოგბას გუნდიდან წასვლა არანაირად არშეიძლება. კომპრომისი უნდა მოიძებნოს და დაწყნარდეს ყველაფერი. პოგბა გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურაა.
0
№6
ავტორი: kashmara
3 მარტი 2018 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
მანდ თუ რამე ხდება დზმაო ეგ იქნება იმ დზგნერი რაიოლას თავები როგორ ვერ ვიტან მაგ გასიებულ გორს.. რით ვეგარ გადზგა ეგ დეა არგნიანი.... და მეორე მიზეზი ისა რო მოურინიოს სტილი მართლა არმოწონდეს და ვერც გამტყუნებ ესეთიიგროკებიგყავდეს და მარტო ლუკაკუ იყოს წინ და საწლად არავინ ეხმარებოდეს ეგრეც მაგრად ტეხავს
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
3 მარტი 2018 22:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არანაირად არ აწყობს კლუბს ამათი კონფლიქტი, უარყოფითის მეტს არაფერს მოიტანს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top