თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2018, 20:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1420,
კომენტარები: 5
"იუნაიტედმა" სტადიონის რეკონსტრუქცია გადაიფიქრა
"იუნაიტედი" გუნდის გაძლიერებას ამჯობინებს.
"ოლდ ტრაფორდის" ტევადობის 88 ათასამდე გაზრდას "მანჩესტერ იუნაიტედი" აღარ აპირებს და ჟოზე მოურინიოს სატრანსფერო ფანჯარაზე ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს.

"იუნაიტედს" ჰქონდა გეგმა, რომლის თანახმადაც 75 ათასიანი ტევადობა უნდა გაზრდილიყო და ტრიბუნებზე ატმოსფერო უნდა გაუმჯობესებულიყო.

იმის ფონზე, რომ ჯერ სამუშაოები არ დაწყებულა, კლუბთან დაკავშირებულმა წყარომ მედიას განუცხადა, რომ გუნდის ფინანსურ პრიორიტეტს მწვრთნელისთვის გვერდში დგომა და შემადგენლობის გაუმჯობესება წარმოადგენს.

მოურინიო აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდს შეხვდა და სტადიონის არასაამაყო ატმოსფერო განიხილა, მანამდე კი "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი გულშემატკივარი გააკრიტიკა.

თუმცა, მიუხედავად 2016 წლის მაისიდან დღემდე დახარჯული 300 მილიონისა, გუნდი სასურველ შედეგებს მაინც ვერ აჩვენებს და გაუმჯობესებას საჭიროებს.

მოურინიოს შეგირდები პრემიერ ლიგის ლიდერს 16 ქულით ჩამორჩებიან, ამის პარალელურად კი კიდევ ორ ტურნირზე ასპარეზობენ, მაგრამ პრობლემა ფეხბურთელებშია.

ამ პრობლემის გამოსასწორებლად კი კლუბი მიმართავს სატრანსფერო ფანჯარას, რომლის დროსაც შემადგენლობის გაძლიერებას ეცდება და პრიორიტეტული სამიზნეები დაცვაში მოთამაშე ფეხბურთელები იქნებიან.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
2 მარტი 2018 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Arada ar iqneboda cudi
0
№2
ავტორი: gache1991
2 მარტი 2018 21:41
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ვნახოთ იმედია გრიზმანის ტრანსფერის ფილიც გათვლილია ძაან მაგარ ფორმაშია.ეს სტატია კი იდო ისე :)
0
№3
ავტორი: Phil Jones
3 მარტი 2018 01:37
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
სამწუხაროდ ატმოსფერო იგივე დარჩება, 13 ათასით მეტი ჩემნაირი უემოციო მაყურებელი :დ მარტო გოლის დროს რომ მიხარია დანარჩენ პერიოდში ნაღდად ვერ ვიმღერებ სტადიონზე :))
0
№4
ავტორი: Tyeshela
3 მარტი 2018 13:11
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 104
რატო ფერგის დროს არ იყო ატმოსფერო ცუდი ოლდ ტრაფორდზე? ვერ ეგუება გულშმატკივარი დაცვიდან თამაშს და მთელი მატჩის განმავლობაში რო 2 შეტევა გაქვს როგორ უნდა გამოხხატო ემოციები არ მესმის
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
3 მარტი 2018 19:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შემდეგაც მოასწრებენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top