თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2018, 18:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1485,
კომენტარები: 5
გადაწყვეტილება იბრაჰიმოვიჩზეა
მოურინიო პრესკონფერენციაზე შვედის თემასაც შეეხო.
გადაწყვეტილება იბრაჰიმოვიჩზეა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოედანს მაშინ დაუბრუნდება, როცა ის ჩათვლის საჭიროდ, თუმცა ეს მისი უკანასკნელი სეზონი იქნება "მანჩესტერ იუნაიტედში".

შვედმა თავდამსხმელმა კონტრაქტი ზაფხულს გაახანგრძლივა და მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერში ოპერაცია განიკურნა და მოედანს დაუბრუნდა, კვლავ ტრავმირებულია და ბოქსინგ დეის შემდეგ ვერ ახერხებს თამაშს.

ჩემპიონთა ლიგაზე "სევილიასთან" მატჩის წინ გამართულ ვარჯიშში მონაწილე იბრაჰიმოვიჩი ახლოსაა თამაშთან, მაგრამ ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს.

"ზლატანის შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ეს მისი უკანასკნელი სეზონი იქნება "მანჩესტერ იუნაიტედში", მაგრამ მისი პირადი გადაწყვეტილებაა, ითამაშებს თუ შეწყვეტს. ვფიქრობ, მან საკუთარი ცხოვრებისა და მომავლის არჩევის უფლება მოიპოვა - იმდენად საოცარი ფეხბურთელია იმდენად საოცარი კარიერით, რომ საშინელებაა ისეთი ტრავმის მიღება ისეთ ცუდ დროს, როცა მას ფანტასტიკური წლები უნდა გაეტარებინა ჩვენთან.

ეს სეზონი მისთვის ძალიან რთული გამოვიდა. ტრავმირებულია თუ არა? არა, ტრავმირებული არ არის. გრძნობს თუ არა, რომ სრულიად ბედნიერია და მზად არის სათამაშოდ, რათა გუნდის დახმარება შეძლოს? არა.

მაგრამ იმდენად გულწრფელი ადამიანი და იმდენად ჩემპიონური სულისკვეთების მქონეა, რომ სურს, მოედანს მხოლოდ მაშინ დაუბრუნდეს, როცა იგრძნობს, რომ სრულ მზადყოფნაშია. ბევრს შრომობს და იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ისეთ დონემდე ავა, რომ პოზიტიური პასუხი გასცეს ყოველივეს",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
2 მარტი 2018 18:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
samwuxaroa magram amis karg formashi shesvla morcha.asskshia ukve.
0
№2
ავტორი: ikeoni
2 მარტი 2018 18:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Martlaa ra cud dros miigo tramva:(((
0
№3
ავტორი: PaLoMo
2 მარტი 2018 20:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
eg tramva,rom ara am sezonze dagvexmareboda,ariqnebod aurigo,magram morcha amis evropouli fexburti wava amerikashi da gaaketebs fuls.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: dybbuk
2 მარტი 2018 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
იბრა მაინც იბრაა, ყველაზე მეტად ისე ტეხავს რო უფრო ადრეულ ასაკში არ თამაშობდა მანჩესტერში
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
3 მარტი 2018 19:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წავა წავა იბრა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top