თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2018, 17:43
ავტორი: gache1991,
ნანახია: 1660,
კომენტარები: 7
"იუნაიტედი" ვილიანით ინტერესდება
"იუნაიტედი" ჩელსის მორიგი ფეხბურთელით ინტერესდება.
ჟოზე მოურინიოს განცხადების შემდეგ, რომ გუნდი მხოლოდ უკანა ხაზელების დამატებას აპირებდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, გაზეთებმა ახსენეს მილინკოვიჩ-სავიჩი, ჟან მიკელ სერი, ჟორჟინიო, ტონი კროოსი და ა.შ. მაგრამ "დეილი სთარის" ინფორმაციით "იუნაიტედი" აქტიურად მუშაობს ვილიანის ტრანსფერზე, რომლის შეძენასაც გუნდი ახლო წარსულშიც ცდილობდა.

ბრაზილიელი უნივერსალი, რომელიც იდეალურ სეზონს ატარებს ლურჯების რიგებში, კლუბთან ახალი შეთანხმების გაფორმებას არ ჩქარობს და სეზონის დასრულებას ელოდება. იმ შემთხვევაში თუ ანტონიო კონტეს გუნდი პირველ ოთხეულში ვერ დაასრულებს სეზონს და შესაბამისად ვერ მოიპოვებს "ჩემპიონთა ლიგის" საგზურს, წასვლაზე აუცილებლად დაფიქრდება.

ბრაზილიელ უნივერსალს მოურინიოსთან მუშაობის გამოცდილება აქვს და არაა გამორიცხული მანაც იგივე გზა გაიაროს რაც 2017 წლის ზაფხულში ნემანია მატიჩმა, რომელიც უფრო მეტად ითვლებოდა გუნდის ლიდერად და ნაკლებად სავარაუდოდ ითვლებოდა "იუნაიტედში" ტრანსფერი.

ჟურნალისტების აზრით ვილიანის შეძენის შანსის გამოყენებას ეცდება "მილანი", "მადრიდის რეალი" და "პარიზ სენტ ჟერმენიც".




წყარო : dailystar.co.uk
ჭორები
7 კომენტარი
№1
ავტორი: reddevil12
1 მარტი 2018 18:01
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
საერთოდ არ მინდა ამის გადმოსვლა თუ მარსიალს მოაკლდება სათამაშო დრო...

ეს თუ იყიდა მოურინიმ ე.ი მარჯვნივ ეს დადგება მარცხნივ სანჩეზი და მარსიალი სკამზე.
2
№2
ავტორი: ikeoni
1 მარტი 2018 19:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Ar gayidian amas
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
1 მარტი 2018 19:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მიუხედავად იმისა რო კარგი ფეხბურთელია ვილიანი, მე პირადად დიდად არ მინდა გუნდში და ისედაც არ გაუშვებს ჩელსი
0
№4
ავტორი: bziki
1 მარტი 2018 21:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ლიგაზე თუ ვერ გავიდნენ და აზარი დაიტოვა ჩელსიმ რაზეც დიდი ალბათობაა ვილიანის ყიდვის შანსები ძაან რეალური გახდება როგორც გინდა იძახოს ჟოზემ აღარ მინდა შემტევიო ეგეთ შანსზე უარს ვერ იტყვის. მარჯვენა ვინგერი არაა გუნდში მითუმეტეს კონტრზე რო გამოდგეს
მე რა არ მესმის იცით თან გინდათ რო მარსიალმა-რეშფორდმა ითამაშონ თან გინდათ ეგრევე შედეგები დაიდოს მარსიალი-რეშფორდი ამ ეტაპზე შედეგზე ვერ გაგიყვანს დრო ჭირდებათ,ისე არც ერთი არ შეეწირება ვილიანს ვინც შეეწირება მატაა,დრო ორივეს მოაკლდება იასნია მარა ისედაც მატა განიხილება ძირითადში და რეშს მაინც სკამზე უწევს,მარსიალმა თუ მოუმატა კიდე არავინ დასვამს სკამზე ფაქტია რო დღეს ვილიანი ბევრად აღემატება მარსიალსაც და რეშსაც. კონტრზე ვილიანი იდიალური ვინგერია

ფაბინიო-სერი წამსვლელები არიან,ვეიგლი თვითონ თუ მოინდომა შეიძლება გაუშვან,ეგრე საული,კოვაჩიჩი,დაიერი,იქით სავიჩია,ბავარიასაც მოუწევს ვინმეს გაშვება და ვიდალი თუ არა მაშინ ალკანტარა გამოუშვან:Dერიქსენზეც ღირს ცდა.ბევრი ჭორი დაიწერება ზაფხულში და იმედია ტურნემდე იყიდიან ვინმეს არათუ მუნდიალის დასრულებამდე
დაცვაში ალვერირელდს მიაწვნენ ბოლომდე და თავისუფლად დაითრევენ,მარცხნივ კიდე სანდრო თუ არ გამოვა როუზი ერთ ზარს ელოდება
გასაშვებებზე არ ვიცი რა გამოუვა ჟოზეს ეგეთი პოლიტიკით თუ გაშვებამდე დაიმატა მცველები და ალბათ დაიმატებს მოუწევს თუნდაც კაპიკებში გაშვება მინიმუმ 3-4 კაცის,აზრს დაკარგავს უკვე მაგათი გუნდში ყოლა მაშინ მეორე გუნდში უნდა დაწიონ
0
№5
ავტორი: vale13
2 მარტი 2018 08:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Kargi marjvena vingeria
0
№6
ავტორი: PaLoMo
2 მარტი 2018 11:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: bziki
ლიგაზე თუ ვერ გავიდნენ და აზარი დაიტოვა ჩელსიმ რაზეც დიდი ალბათობაა ვილიანის ყიდვის შანსები ძაან რეალური გახდება როგორც გინდა იძახოს ჟოზემ აღარ მინდა შემტევიო ეგეთ შანსზე უარს ვერ იტყვის. მარჯვენა ვინგერი არაა გუნდში მითუმეტეს კონტრზე რო გამოდგეს
მე რა არ მესმის იცით თან გინდათ რო მარსიალმა-რეშფორდმა ითამაშონ თან გინდათ ეგრევე შედეგები დაიდოს მარსიალი-რეშფორდი ამ ეტაპზე შედეგზე ვერ გაგიყვანს დრო ჭირდებათ,ისე არც ერთი არ შეეწირება ვილიანს ვინც შეეწირება მატაა,დრო ორივეს მოაკლდება იასნია მარა ისედაც მატა განიხილება ძირითადში და რეშს მაინც სკამზე უწევს,მარსიალმა თუ მოუმატა კიდე არავინ დასვამს სკამზე ფაქტია რო დღეს ვილიანი ბევრად აღემატება მარსიალსაც და რეშსაც. კონტრზე ვილიანი იდიალური ვინგერია

ფაბინიო-სერი წამსვლელები არიან,ვეიგლი თვითონ თუ მოინდომა შეიძლება გაუშვან,ეგრე საული,კოვაჩიჩი,დაიერი,იქით სავიჩია,ბავარიასაც მოუწევს ვინმეს გაშვება და ვიდალი თუ არა მაშინ ალკანტარა გამოუშვან:Dერიქსენზეც ღირს ცდა.ბევრი ჭორი დაიწერება ზაფხულში და იმედია ტურნემდე იყიდიან ვინმეს არათუ მუნდიალის დასრულებამდე
დაცვაში ალვერირელდს მიაწვნენ ბოლომდე და თავისუფლად დაითრევენ,მარცხნივ კიდე სანდრო თუ არ გამოვა როუზი ერთ ზარს ელოდება
გასაშვებებზე არ ვიცი რა გამოუვა ჟოზეს ეგეთი პოლიტიკით თუ გაშვებამდე დაიმატა მცველები და ალბათ დაიმატებს მოუწევს თუნდაც კაპიკებში გაშვება მინიმუმ 3-4 კაცის,აზრს დაკარგავს უკვე მაგათი გუნდში ყოლა მაშინ მეორე გუნდში უნდა დაწიონ

მშვენიერი განხილვა გამოგივიდა.მთავარია სურვილი და მონდება.წამსვლელები წავლენ და ვინმეს მოიყვანს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: stepno
2 მარტი 2018 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ჩელსი ვერ შევა 4 ეულში ესე მგონია, მაგრამ ლიგაზე ბარსას გამოაბუნძულებენ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top