თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2018, 09:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1380,
კომენტარები: 8
როხო ვარჯიშებს დაუბრუნდა
მარკოს როხო გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
როხო ვარჯიშებს დაუბრუნდა
"მანჩესტერ იუნაიტედში" იმედოვნებენ, რომ მარკოს როხო მალე შეძლებს მოედანზე დაბრუნდებას, ვინაიდან მან ვარჯიშე უკვე განაახლა.

"ჰადერსფილდთან" ინგლისის თასზე მოგებული მატჩის წინ გამართულ ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო როხომ სამი მატჩი გამოტოვა და მათ შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი დაპირისპირებები, როგორიც "სევილიასთან" და "ჩელსისთან" მატჩებია.

მაგრამ 27 წლის ფეხბურთელი უკვე მზადაა სავარჯიშოდ და მალე თამაშსაც მოახერხებს. წინასწარი პროგნოზით, არგენტინელმა 10 მარტამდე სრულად გამოჯანმრთელება უნდა მოახერხოს და "ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულის", სამი დღის შემდეგ კი "სევილიას" წინააღმდეგ უნდა ითამაშოს.

როხოსთან ერთად მიიღო ტრავმა ფილ ჯონსმაც, მაგრამ მის შესახებ ჯერჯერობით პოზიტიური ამბავი არ ვრცელდება, თუმცა ამ დანაკლისს ერიკ ბაიი შეავსებს, რომელსაც, მართალია სამთვიანი უქმობის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ჯერ არ უთამაშია, მაგრამ მოედანზე გასვლას ცვლილების შედეგად ახერხებს.

ამ ყველაფრის ფონზე კი მოურინიო ბოლო მატჩებში დაცვის ცენტრში კრის სმოლინგსა და ვიქტორ ლინდელეფს იყენებდა.

წყარო: espn
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
1 მარტი 2018 12:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შარშან რა კარგ ფორმაში იყო მარა ცოტა ხანს გასტანა ამისმა საიმედოობამ
0
№2
ავტორი: PaLoMo
1 მარტი 2018 12:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: SANDROGRIGA
შარშან რა კარგ ფორმაში იყო მარა ცოტა ხანს გასტანა ამისმა საიმედოობამ

იმდენ ხანს სრმიკარებია ბირთს ძნელია ასე მალე ფორმაში შესვლა.არადა მართლაც მაგარ ფორმაში იყო
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: bziki
1 მარტი 2018 13:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
კიდე კაი ამდენი მცველი გვყავს თორე 2-3 სულ დამტვრეულია:(
0
№4
ავტორი: ikeoni
1 მარტი 2018 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Arada sharshan Martla Ra Magari Iyo ..imedia male daibrunebs formas ❤️
0
№5
ავტორი: gache1991
1 მარტი 2018 14:07
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ეს სმოლინგი ბლინდი სამივე გასაყისები არიან და ფულია ასაღები.ჯონსი ბაილი ლინდელოფი და დაიერი რო ვიყიდოთ სავსებით საკმარისია 2 ცენტრალურ მცველიანსაც ვითამაშებთ და სამსაც.თუ ალდერვეირელდი 25 მილიონ ფუნტად გახდა ხელმისაწვდომი ეგეც არაა გასაშვები
0
№6
ავტორი: ikeoni
1 მარტი 2018 17:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: gache1991
ეს სმოლინგი ბლინდი სამივე გასაყისები არიან და ფულია ასაღები.ჯონსი ბაილი ლინდელოფი და დაიერი რო ვიყიდოთ სავსებით საკმარისია 2 ცენტრალურ მცველიანსაც ვითამაშებთ და სამსაც.თუ ალდერვეირელდი 25 მილიონ ფუნტად გახდა ხელმისაწვდომი ეგეც არაა გასაშვები

Im dges xo gitxari dzma evras sheudzlia ukve tamashi tqo Iyo liverpultan:))
0
№7
ავტორი: gache1991
1 მარტი 2018 17:42
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: ikeoni
ციტატა: gache1991
ეს სმოლინგი ბლინდი სამივე გასაყისები არიან და ფულია ასაღები.ჯონსი ბაილი ლინდელოფი და დაიერი რო ვიყიდოთ სავსებით საკმარისია 2 ცენტრალურ მცველიანსაც ვითამაშებთ და სამსაც.თუ ალდერვეირელდი 25 მილიონ ფუნტად გახდა ხელმისაწვდომი ეგეც არაა გასაშვები

Im dges xo gitxari dzma evras sheudzlia ukve tamashi tqo Iyo liverpultan:))

კიი და ცუდად არ უთამაშია ამხელა პაუზის მერე.ეგ რო ვესტჰემში გადავიდა მე დავდე მგონი სტატია :))
0
№8
ავტორი: stepno
2 მარტი 2018 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კარგი ბიჭია როხო :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top