კლუბის ოფიციალურმა ვებ გვერდმა კიდევ ერთხელ დაიწყო ხმის მიცემა თვის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად. როგორც ყოველთვის აღნიშნული ჯილდოსთვის სამი პრეტენდენტია : რომელუ ლუკაკუს, დავიდ დე ხეასა და სკოტ მაკტომინის სახით.
გულშემატკივრების უმრავლესობა ფავორიტად დავიდ დე ხეას მიიჩნევდა, რომელმაც "სევილიასთან" გამართულ გასვლით შეხვედრაში საოცარი სეივები განახორციელა და გუნდის კარი კიდევ ერთხელ შეინახა ნულზე.
ბოლო გამართულმა დაპირისპირებამ ლონდონის "ჩელსისთან", ფაქტიურად გააორმაგა რომელუ ლუკაკუს შანსები, აღნიშნულ შეხვედრაში როგორც იქნა პირველი გოლი გაიტანა ბელგიელმა პირველი ექვსეულის გუნდებთან, რომელუ ამით არ დაკმაყოფილდა და საგოლე გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.
ყველაზე ნაკლები შანსი აქვს "იუნაიტედის" აღზრდილ სკოტ მაკტომინეის, რომელმაც პირველ გუნდში მხოლოდ მეცხრე თამაშის ჩატარება შეძლო. შეიძლება ითქვას სკოტისთვის თებერვლის თვე აღნიშნული წოდების გარეშეც უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია, პოლ პოგბასთან მომხდარმა უთანხმოებამ მაკტომინეი, რომლის ხელში ჩასაგდებადაც უკვე დაიწყო ბრძოლა შოტლანდიისა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებს შორის, ფაქტიურად სასტარტო თერთმეტეულის უცვლელ წევრად ჩამოყალიბდა.
წყარო: manutd.com
სიახლეები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.