თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2018, 20:04
ავტორი: gache1991,
ნანახია: 1819,
კომენტარები: 8
"იუნაიტედმა" ფეხბურთელებს გაუხანგრძლივა.
"იუნაიტედმა" სამ ფეხბურთელს გაუხანგრძლივა.
"იუნაიტედის" რიგებში არა ერთ მოთამაშეს სეზონის დასრულების შემდეგ კლუბთან ხელშეკრულებები უმთავრდებათ. სიტუაციები ერთმანეთისგან რადიკალირად განსხვავდება, თუ მაიკლ კერიკი საკუთარი სურვილით ასრულებს საფეხბურთო კარიერას და მასთან მოლაპარაკებები მის სამწვრთნელო შტაბში გადასაბარგებლად მიმდინარეობს, მარუან ფელაინის უარყოფილ პირველ შეთავაზებას მეორე ნაბიჯი კლუბისგან არ მოყოლია.

არა ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ანდერ ერერას, მარკოს როხოს, ლუკ შოუს, დეილი ბლინდის, ეშლი იამგისა და მარუან ფელაინის შესახებ, ვისი კონტრაქტებიც გუნდთან უკანასკნელ თვეებს ითვლის. თუ "მანჩესტერ ივნინგ ნიუსს" ვენდობით დღეს, ჟოზე მოურინიოსა და ედ ვუდვორდს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, კლუბი უახლოეს მომავალში დაადასტურებს დეილი ბლინდთან, ეშლი იანგთან და სემ ჯონსტონთან, რომელიც ამჟამად აქსელ ტუანზებეს მსგავსად "ასტონ ვილაშია" განათხოვრებული, ფეხბურთელებთან ერთი წლით კონტრაქტის ავტომატურად გაგრძელების შესახებ.

ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მოურინიოს ფეხბურთელების უფასოდ დაკარგვა არ სურს და მხოლოდ ამ მიზნით იყენებს აღნიშნულ პუნქტს, უკვე ცნობილია რომ სემ ჯონსტონის შენარჩუნებას ეცდება მისი ამჟამინდელი კლუბი და მზადაა მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გაიღოს.

მყიდველი ყავდა დეილი ბლინდსაც, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მისით "რომა" აქტიურად ინტერესდებოდა მას შემდეგ რაც ემერსონ პალმიერი "ჩელსის" მიყიდა. აღნიშნული ფაქტი დეილის მამამ დაადასტურა, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიცაა.

უცნობია ეშლი იანგის მომავალი, ზემოთ ხსნებულებისგან განსხვავებით ეშლი ასაკოვანი ფეხბურთელია და პრესას მასთან დაკავშირებული კლუბების დასახელება ამ ეტაპზე არ შეუძლიათ.



წყარო : manchestereveningnews.co.uk
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
28 თებერვალი 2018 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
kai politikaas.minimaluri tanxac ro amoigon kaia.es areshleba mous.
0
№2
ავტორი: gache1991
28 თებერვალი 2018 20:35
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძაან კაი.არცერთის დარჩენა არ მინდა არც ფელაინის და დარმიანის არც როხოსი და სმოლინგის მაარა უფასოდ დასაკარგი არავინ არი.კაია მოუ როა და ნანი ვანპერსივით არ ვაჩუქებთ ფეხბურთელებს
0
№3
ავტორი: dybbuk
28 თებერვალი 2018 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1616
უფასოდ არავინ არ უნდა გაუშვან რა თქმა უნდა და მისასალმებელია ესეთი ნაბიჯები, აი ფელაინი უკვე მეზიზღება, სულ რომ უფასოდ ითამაშოს მაინც არ უნდა გააჩერონ გუნდში ეს უმადური დაუნახავი შლერდი
0
№4
ავტორი: ikeoni
28 თებერვალი 2018 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11684
Vnaxot davelodot zafxuls
0
№5
ავტორი: shotkin
28 თებერვალი 2018 22:19
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
აი ფელაინი ისეთი ცენზურაი იგროკი გამოდგა კონტრაქტზე ხელს რო არ მოგიწერს))))))) ნეთა რამე ნაბოზრული გაუჩალიცოს მოუმ როგორც ჩვევია ხოლმე, ფელაინისნაირებზე ალალია.
0
№6
ავტორი: gogita1991
28 თებერვალი 2018 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
კარგია გაიწმინდება ნელნელა გუნდი არასაჭირო და გამოუდეგარი ფეხბურთელებისგან
0
№7
ავტორი: stepno
1 მარტი 2018 02:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უფასოდ არ უშვებენ რაა სწორედ იქცევიან
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
1 მარტი 2018 12:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მშვენიერი ნაბიჯია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top