"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე განაპირა მცველის დამატებას გეგმავს. რამდენიმე კვირის წინ ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ზაფხულში პრიორიტეტი უკანა ხაზელები იქნებოდა.
ცენტრალური მცველების გარდა, რომლებიც მრავლად დაუკავშირეს ინგლისის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, ინფორმაციები გავრცელდა ფლანგის მცველებზეც. თუ მარცხენა მცველის პოზიციაზე ახალგაზრდა სესენიონის კანდიდატურა ყველაზე აქტუალურია, მარჯვენა მცველის პოზიციაზე შესაძლოა "რეალ სოსიედადის" წევრი, ალვარო ოდრიოსოლა ვიხილოთ.
ოდრიოსოლა, რომელიც შესანიშნავად ასპარეზობს როგორც შიდა ჩემპიონატში ასევე ევროპა ლიგაზე, "ბარსელონას" ყურადღებასაც იქცევს. მიუხედავად ანტონიო ვალენსიას სტაბილური ასპარეზობისა, ტრანსფერს სავსებით შესაძლებლად აფასებს "დეილი მეილი".
შეგახსენებთ "იუნაიტედის" აღზრდილი და საკმაოდ იმედის მომცემი ახალგაზრდა, ადნან იანუზაი სწორედ "რეალ სოსიედადში" გადაბარგდა "იუნაიტედიდან". გარკვეული პერიოდით "სოსიედადს" წარსულში ასევე "იუნაიტედთან" მჭიდროდ დაკავშირებული დევიდ მოიესი წვრთნიდა.