თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2018, 16:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1478,
კომენტარები: 7
FA თასის მატჩის თარიღი ცნობილია
"იუნაიტედის" კალენდარში ცვლილებებია.
FA თასის მატჩის თარიღი ცნობილია
ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბრაიტონს" 17 მარტს, თბილისის დროით 23:45 სთ-ზე დაუპირისპირდება.

"წითლები" "თოლიებს" 1983 წლის ინგლისის თასის ფინალშიც დაუპირისპირდნენ და მაშინ "იუნაიტედმა" "უემბლიზე" პირველი შეხვედრის 2-2 დასრულების შემდეგ, გამეორებითი მატჩი 4-0 მოუგეს. "ბრაიტონმა", რომელიც პრემიერ ლიგაში ამჟამად მე-14 ადგილს იკავებს, 1986 წლის შემდეგ პირველად გავიდა მერვედფინალში.

"იუნაიტედმა" კრის ჰიუტონის გუნდი პრემიერ ლიგის ეგიდით უკვე დაამარცხა "ოცნების თეატრზე", როცა ეშლი იანგის დარტყმული "თოლიების" მცველ ლიუის დანკის ავტოგოლის შემდეგ ერთადერთი აღმოჩნდა.

"იუნაიტედს" ინგლისის თასის მიმდინარე გათამაშებაში ჯერ გოლი არ გაუშვია და ზედიზედ მეოთხე სეზონში გავიდა მეოთხედფინალში.

"ბრაიტონთან" 17 მარტს ჩასატარები შეხვედრა ნიშნავს, რომ "იუნაიტედისა" და "ვესტ ჰემის" მატჩი, რომელიც 18 მარტს უნდა გამართულიყო, გადაიდება და სხვა დროს ჩატარდება.

გასულ სეზონში წესებში შეტანილი ცვლილებების გამო მეოთხედფინალში გადათამაშება არ იქნება და გამარჯვებულის ვინაობა "ოლდ ტრაფორდზე" გამოვლინდება.

ახალი განრიგი "წითლებს" საკმაოდ რთულ კალენდარს უქადის, ვინაიდან გუნდს ერთი კვირის პერიოდში მოუწევს დაპირისპირება "ლივერპულთან" პრემიერ ლიგაში, "სევილიასთან" ჩემპიონთა ლიგაზე და "ბრაიტონთან" ინგლისის თასზე, თუმცა პოზიტიური ამბავი ის არის, რომ სამივე ამ შეხვედრას "იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" გამართავს.
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 თებერვალი 2018 17:12
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ძალიან რთული კალენდარი გვაქვს. "სევილიამდე" ისეთი მდგომარეობა უნდა შევიქმნათ, რომ შემდეგ პრემიერ ლიგაში სულ სულ მცირე ძალების დაზოგვა შევძლოთ. წარმოიდგინეთ, კვირას "ჩელსიმ" რომ მოგვიგოს, რა მდგომარეობაში ჩავცვივდებით. მერე ოთხეულში დარჩენა გაგვიხდება საბრძოლველი. ამის ფონზე ცოტა რთულია გუნდის გამტყუნება, რომ "სევილიას" პრაგმატული ფეხბურთი დაუპირისპირა. ამ თვალსაზრისით მესმის მოურინიოსი. იმედი მაქვს, კიდევ ერთ ისეთ თამაშს გვაჩუქებს, შარშან რომ იყო "ოლდ ტრაფორზე" და ცოტა სულს მოვითქვამთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Svanchester
23 თებერვალი 2018 17:19
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
მანამდეც დავწერე მე აქ, ჟოზე სევილიასთან მატჩში ჩელსიზე უფრო ფიქრობდა ვიდრე სევილიაზე
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
23 თებერვალი 2018 20:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს თასი მაინც მოიგონ იქნებ
0
№4
ავტორი: ikeoni
23 თებერვალი 2018 20:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Au Ra dzaan gadatvirtuli kalendari gvaq
0
№5
ავტორი: gela-manchesteri777
23 თებერვალი 2018 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
რთული კალენდარი და არეულ დარეულობა გუნდში
0
№6
ავტორი: LASHQARA
24 თებერვალი 2018 00:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მაგას ნუ აბრალებთ იმ თამაშს, მანამდე არ თამაშობდა იგივე ფეხბურთს?? სანამ აქამდე მივიდოდით, სანჩესით მაინც მეგონა, რომ ცოტა შემტევს ითამაშებდა, მაგრამ დარჩა ოცნებად ეგ ყველაფერი, არ ვიცი ძმაო შეტევაში ლუკაკუ, პოგბა, სანჩესი, მარსიალი და რეშფორდი გყავდეს და ამ ფეხბურთს ათამაშებდე რა სტილია არ მესმის, ვერც ვერასდროს გავიგებ, რა შედეგიც არ უნდა დადოს გუნდმა, დამახინჯებულს არ ვცემ პატივს არცერთ სპორტს, ერთი თამაში კიდე მესმის შენზე გაცილებით ძლიერთან ითამაშო ტაქტიკურად, ფინალი მაგალითად, იმიტომ რომ სასწორზე ბევრი რამ დევს, მაგრამ სეზონის 70% უსახური ფეხბურთი ითამაშო არაა ლამაზი, რა შედეგზეც არ უნდა იყოს გათვლილი... am
0
№7
ავტორი: JosephAcuro
26 თებერვალი 2018 05:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
yagara herbal viagra
generic viagra sildenafil
l-arginine with viagra
<a href="http://viagrarow.com">http://viagrarow.com</a>
watermelon the new viagra
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top