თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2013, 08:01
ავტორი: Luka Gelashvili,
ნანახია: 3686,
კომენტარები: 18
მიუნხენის ტრაგედიაში დაღუპულები
მიუნხენის ტრაგედიაში დაღუპულთა სია
მიუნხენის ტრაგედიაში დაღუპულები
მიუნხენის ტრაგედიაში დაღუპულები


დაიბადა : ბარნსლი , 1933 წელი , 15 ივნისი
გარდაიცვალა : მიუნხენში , 1958 წელი , 6 თებერვალი
ასაკი : 24
პოზიცია : ცენტრალური ნახევარმცველი

მარკ ჯონსმა მიატოვა თავისი სამუშაო და შეუერთდა „მანჩესტერ იუნაიტედს. სასკოლო ინგლისის ნაკრებში მის ანგარიშზე 4 მატჩი იყო. მისი დებიუტი მოზრდილთა გუნდში 17 წლის ასაკში შედგა. ჯონსი პირველი წლების განმავლობაში იშვიათად გამოდიოდა მოედანზე. თუმცა იგი მატ ბასბის ერთ-ერთი ახალგაზრდა სანდო ფეხბურთელი კერძოდ კი ძლიერი მცველი გახდა 1954-1955 წლებში. მაღალი დონის ძლიერ დამცველი, მას არაფრის არ ეშინოდა და იგი ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო რომელიც თავით თამაშობდა. გუნდთან ერთად მან ორი ლიგის ტიტული მოიგო.


მიუნხენის ტრაგედიაში დაღუპულები


დაიბადა : დადლი , 1936 წელი , 1 ოქტომბერი
გარდაიცვალა : მიუნხენი , 1958 წელი , 21 თებერვალი
ასაკი : 21
პოზიცია : გარემარბი

დუნკან ედვარდსმა ბუნებისგან მიიღო ყველაფერი რაზეც კი შეიძლება ნებისმიერმა ფეხბურთელმა იოცნებოს : სიმაღლე, სიჩქარე , ბურთის კონტროლი, ძალა, ელეგანტურობა და გამბედაობა.
„იუნაიტედში“ იგი სკოლისად მოვიდა 1952 წელს და იგი იმ დროისათვის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლებოდა.
რვა თვის შემდეგ იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელიც დებიუტირებდა პირველ დივიზიონში - მისი დებიუტი 16 წლის ასაკში შედგა „კარდიფ სიტის“ წინააღმდეგ.
ორი წლის შემდეგ იგი გახდა ინგლისის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი - შოტლანდიის წინააღმდეგ.21 წლის ასაკში მის ანგარიშზე იყო ორი ჩემპიონატი , ერთი ინგლისის თასის ფინალისტის მედალი და სამი სამი მედალი ახალგუზრდული ნაკრების.
კატასტროფის დროს დუნკანმა ბევრი დაზიანება მიიღო. სისხლის მიმოქცევის გამო იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბობი ჩარლტონმა მის შესახებ განაცხადა : „ეს არის ერთადერთი ფეხბურთელი , რომელისგანაც მე უპირატესობა ვიგრძენი. თუ ფეხბურთი არ იქნებოდა ცხოვრება და არამედ სიკვდილი , მაშინ ჩემ გუნდში სწორედ მას ავიყვანდი.“


მიუნხენის ტრაგედიაში დაღუპულები


დაიბადა : ბარნსლი , 1932 წელი , 29 იანვარი
გარდაიცვალა : მიუნხენი , 1958 წელი , 6 თებერვალი
ასაკი : 26
პოზიცია : ცენტრალური თავდამსხმელი

ტომ ტეილორი გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ მშობლიური „ბარნსლიდან“ 1953 წელს 29 000 გირვქად ეს იმდროისათვის რეკორდული მაჩვენებელი იყო.
მატ ბასბის არ სურდა , რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების ფასი 30 000 გირვანქა ყოფილიყო და დანარჩენი ფუნტი მისცა ქალბატონს რომელიც ჩაის ასხამდა.
ტომიმ ორჯერ გაიტანა გოლი მის დებიუტში და პირველ 11 მატჩი „იუნაიტედის“ რიგებში 7 გოლი გაიტანა.ტეილორი საკმაოდ მაღალი იყო მისი მიმაღლე 190სმ იყო , იგი მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს შიშს გვრიდა.ტომიმ გუნდთან ერთად 1956-57 წლებში მოიგო ჩემპიონატი , ასევე გაიტანა ერთადერთი გოლი „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ თასის ფინალზე 1957 წელს რომელშიც ისინი დამარცხნენ.იგივე წელს ბასბიმ უარი განაცხადა მის გაყიდვაზე , ტომით ინტერესდებოდა მილანის „ინტერი“ რომელიც 65 000 ფუნტს იხიდა , მისი არგაშვების მიზეზი იყო : ტეილორ ყოველ სამ მატჩში 2 გოლი გაჰქონდა.
ტომი 26 წლის იყო როდესაც იგი გარდაიცვალა. მან ინგლისის ნაკრებში 19 მატჩში 16 გოლი გაიტანა.კატასტროფამდე მას თავის შეყვარებულისათვის ხელი უნდა ეთხოვა.


მიუნხენის ტრაგედიაში დაღუპულები


დაიბადა : გორტონი , 1929 წელი , 8 თებერვალი
გარდაიცვალა : მიუნხენი , 1958 წელი , 6 თებერვალი
ასაკი : 28
პოზიცია : მცველი

როჯერს ბირნი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა „რაიდერ ბრაუ იანგ კლუბიდან“
ბირნი ორი წელი ჯარში მსახურობდა , რის გამოც მან ვერ მოახერხა საფეხბურთო გუნდში მოხვედრა და გადავიდა რაგბზე.
როდესაც იგი „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნდა , გუნდს ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა - 1952 წელი. ბასბის სურდა რომ იგი უფრო შემტევ პოზიციაზე დაეყენებინა , მაგრამ მან სთხოვა , რომ იგი ტრანსფერთა სიაში ჩაემატებინა.
ბასბიმ იგი დაიტოვა და დაცვის პოზიციაზე ათამაშებდა , სადაც იგი ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდა. 1954 წელს მან კაპიტნის სამკაული მოირგო. გუნდთან ერთად მან სამი ჩეპმიონატი მოიგო და ასევე ინგლისის თასის ფინალისტის მედალი 1957 წელს.
ტრაგედიის 8 თვის შემდეგ მას მისი ერთადერთი შვილი ეყოლა.


მიუნხენის ტრაგედიაში დაღუპულები


დაიბადა : სოლფორდი , 1932 წელი , 27 სექტემბერი
გარდაიცვალა : მიუნხენი , 1958 წელი , 6 თებერვალი
ასაკი : 25
პოზიცია : მცველი

ჯეფ ბენტი გაემგზავრა გუნდთან მხოლოდ იმ შემთხვევისთვის თუ როჯერს ბენტს დასჭირდებოდა შემცვლელი. ბირნმა მიიღო ძლიერი დარტყმა „არსენალთან“ მატჩში ამიტომ ბენტი შესაძლოა მოედანზე გამოსულიყო ბირნის ნაცვლად.
ბირნმა 90 წუთი ითამაშა და ბენტს მოუწია სკამიდან ამ მატჩის ყურება.
25 წლის მცველმა 7 წლის განმავლობაში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 12 ჯერ მოხვდა. ჯეფს კარგი პასი და ადვილად წართმევა შეეძლო.
ბენტი „იუნაიტედს“ შეუერთდა 1948 წელს სკოლის შემდეგ , მისი დებიუტი შედგა „ბერნლის“ წინააღმდეგ , როდესაც ბირნს მიღებული ჰქონდა ტრამვა.
1957-58 წლებში მას არცერთი მატჩი არ ჩაუტერებია.


მიუნხენის ტრაგედიაში დაღუპულები


დაიბადა : სოლფორდი , 1936 წელი , 1 ნოემბერი
გარდაიცვალა : მიუნხენი , 1958 წელი , 6 თებერვალი
ასაკი : 21
პოზიცია : გარემარბი

„წითლების“ სკაუტებმა აღოაჩინეს ედი „სოლფორდის“ ახალგაზრდულ გუნდში და „წითლებმა“ თავიანთ ახალგაზრდულ გუნდში გადმოიბირეს , კოლმანმა დიდ წარმატებას მიაღწია მან სამი ახალგაზრდული ინგლისის თასი მოიგო.
ჩემპიონატჩში მისი დებიუტი შედგა „ბოლტონთან“ წინააღმდეგ მატჩში.
კოლმანმა მის პირველ სადებიუტო სეზონში მოირგო ჩემპიონოტის მედალი.
მიუხედავად მისი სიმაღლისა (170სმ) იგი მიზანშეწონილი და ტექნიკური ფეხბურთელი იყო.მან „იუნაიტედის“ რიგებში 107 მატჩი ჩაატარა.
იგი ყველაზე ახალგაზრდა იყო რომელიც მიუნხენის ტრაგედიაში დაიღუპა - იგი მხოლოდ 21 წლის და 3 თვის იყო.


მიუნხენის ტრაგედიაში დაღუპულები


დაიბადა : დონკასტერი ,1935 წელი , 20 სექტემბერი
გარდაიცვალა : მიუნხენი , 1958 წელი , 6 თებერვალი
ასაკი : 22
პოზიცია : ვინგერი

დევიდ პეგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ სკოლის შემდეგ მოვიდა. მისი დებიუტი შედგა 17 წლის ასაკში , მან 19 მატჩი ჩაატარა ზრდასრულ გუნდში , დევიდი შემცვლელთა სმაკზე ხშირად იჯდა.
ვინგერი დაბრუნდა გუნდში 1954-55 წლებში და მოიგო „იუნაიტედთან“ ერთად ორი ჩემპიონატი ზედიზედ. დევიდი ძლიერი ფეხბურთელი იყო ერთხელ ინფორმაცია გავრცელდა ,რომ „რეალ მადრიდმა“ სპეციალურად იყიდა მცველი რომელიც პეგს შეაჩერებდა. პეგმა ინგლისის ნაკრებში მხოლოდ ერთხელ ითამაშა ირლანდიის წინააღმდეგ. იგი დაკრძალულია redhouse-ში.


მიუნხენის ტრაგედიაში დაღუპულები


დაიბადა : დუბლინი , 1935 წელი , 1 აპრილი
გარდაიცვალა : მინხენი , 1958 წელი , 6 თებერვალი
ასაკი : 22
პოზიცია : ნახევარმცველი

ლიამ „ბილი“ უილიანი „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუერთდა „ჯოუმ ფარმიდან“. მისი დებიუტი შედგა ახალგაზრდული ინგლისის თასის ფინალში 1953 წელს. უილიანი გამოირჩევოდა შესანიშნავი სისწრაფით და ტექნიკით, უილიანს ასევე შესანიშნავი დარტყმა ჰქონდა - მან 79 მატჩიდან 43 გოლი გაიტანა. ირლანდიელმა ნაკრებში მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა. მისი საუკეთესო სეზონი 1956-57 წლებში იყო , როდესაც გუნდმა მოიგო ჩემპიონატი და მივიდა თასის ფინალამდე. უილიანმა ასევე ითამაშა ევროპის თასის ნახევარფინალზე „რეალის“ წინააღმდეგ.


სხვა გარდაცვლილები :
უოლტერ კრიკმერი, კლუბის მდივანი;
ტომ კარი, მწვრთნელი;
ბერტ უოლი, მწვრთნელის თანაშემწე;
ჟურნალისტები: ალფ კლარკი ("მანჩესტერ ივნინგ ქრონიქლი"), დონი დევისი ("მანჩესტერ გარდიანი"), ჯორჯ ფოლოუზი ("დეილი ჰერალდი"), ტომ ჯეკსონი ("მანჩესტერ ივნინგ ნიუსი"), არჩი ლედბრუკი ("დეილი მირორი"), ჰენრი როუზი ("დეილი ექსპრესი), ერიკ ტომპსონი ("დეილი მეილი");
ტომ კეიბლი, ბორტგამცილებელი;
ბელა მიკლოში, ტურისტული აგენტი;
ვილი სატინოფი, გულშემატკივარი;
ფრანკ სვიფტი, ინგლისის ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მეკარე, იმხანად კი გაზეთ "ნიუს ოფ ზი უორლდის" ჟურნალისტი, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.


წყარო : Manutd8.com
სტატიები, სურათები, ბიოგრაფიები, ლეგენდები
18 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
6 თებერვალი 2013 08:02
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ზოგს ცოლი უნდა მოეყვანა ზოგს ბავშვი ეყოლა და რავი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: ლადო
6 თებერვალი 2013 08:03
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ ლუკინო)) აუ რა ცოდოები არიან recourse
0
№3
ავტორი: UTD-Rule
6 თებერვალი 2013 10:11
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ეჰჰ recourse ისინი ყოველთვის დარჩებიან ჩვენს გულებში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: Gvene
6 თებერვალი 2013 11:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
UTD-Rule,
ყველაზე ცუდი დღე ! გეთანხმები ისენი სულ ჩვენ გულებში იქნებიან okay
0
№5
ავტორი: VaRdo
6 თებერვალი 2013 13:32
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ.

R.I.P. manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: BERDI
6 თებერვალი 2013 13:51
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ ავტორ ძალიან კარგია. ყველაზე საშინელი მომენტი მთელი ფეხბურთის ისტორიაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№7
ავტორი: I_K_A
6 თებერვალი 2013 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
ჩვენი ლეგენდები ))))) ჩვენი გმირები )))))
0
№8
ავტორი: MAGNIFICENT 7
6 თებერვალი 2013 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
GGMU ნამდვილი გმირები არიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№9
ავტორი: Vodafone
6 თებერვალი 2013 14:51
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
recourse
დუნკან ედვარდსი ძალიან მაგარი იყო, დიდ კვალს დატოვებდა ფეხბურთში რო გადარჩენილიყო recourse
0
№10
ავტორი: buka oboladze
6 თებერვალი 2013 14:55
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ძაან ცუდია =(
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top