თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2018, 15:09
ავტორი: gache1991,
ნანახია: 1393,
კომენტარები: 10
დარმიანმა "იუვენტუსთან" შეათანხმა
დარმიანმა არჩევანი "იუვენტუსზე" შეაჩერა
დარმიანმა
"იუნაიტედის" იტალიელი ფლანგის მცველი, მატეო დარმიანი, რომელიც გუნდს "ტორინოდან" შეუერთდა, ბოლო პერიოდში განაცხადშიც იშვიათად ხვდება, მაგრამ ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია, მისით ისეთი იტალიური გრანდები დაინტერესებულიყვნენ, როგორებიც "რომა", "ნაპოლი", "ინტერი" და "იუვენტუსია".

ლუი ვან გაალის 18 მილიონიანმა შენაძენი, რომლისთვისაც ბრძოლა "იუნაიტედმა" "მიუნხენის ბაიერნს" მოუგო, თავდაპირველად ნისლიან ალბიონზე დარჩენას აპირებდა, მაგრამ იტალიური პრესა ირწმუნება, რომ ფეხბურთელის აგენტმა არჩევანი ტურინულ გრანდზე შეაჩერა, მიუხედავად იმისა რომ მატეოს ყოფილი კლუბი "ტორინო" "ბებერი ქალბატონის" ყველაზე საძულველი მოწინააღმდეგეა.

იტალიური "კალციო მერკატოს" ვარაუდით, დარმიანმა ლიხშტაინერი უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც გუნდიდან წასვლას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებს. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 20 მილიონი ევრო სახელდება.

მატეო დარმიანის გასხვისების შემთხვევაში "იუნაიტედს" მარჯვენა მცველის პოზიციაზე მოთამაშე ანტონიო ვალენსია, ეშლი იანგი, ვიქტორ ლინდელოფი და "კრისტალ პალასში" განათხოვრებული ტიმოთი ფოსუ-მენსა რჩება.

წყარო : www.calciomercato.it
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
23 თებერვალი 2018 15:15
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
კარგია, იწმინდება გუნდი უკლასო ფეხბურთელებისგან. ფელაინი, დარმიანი, კიდე გასაშვებია რამოდენიმე ფეხბურთელი.
0
№2
ავტორი: gache1991
23 თებერვალი 2018 15:29
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ეს სმოლინგი გავყიდოთ 45 მილიონია.ალდერვეირელდს 25 უხდება გამოსასყიდი და უეEVელი უნდა დავითრიოთ.ეს რო წავა და ვალენსიაც და ერდება უკვე მენსას მეტი შანსი უნდა მიეცეს ან ვინმე მოვიყვანოთ..
0
№3
ავტორი: Mancc
23 თებერვალი 2018 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
სმოლინგი და როხოც მიყვებიან იმედია,უნდა დასრულდეს ცენზურათაჯოგის პარპაში მანჩესტერ იუნაიტედში,უი ხო კინაღამ გამომრჩა დეილი ბლინდი :)
0
№4
ავტორი: Alexis7
23 თებერვალი 2018 15:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 54
ეს და რამდენიმე ფეხბურთელი გასაშვებია კიდევ და ზაფხულში 2-3 სერიოზული ტრანსფერი მინიმუმ გასაკეთებელი აქვს გუნდს.. რესურსი ექნება მოურინიოს და მერე მაინც გახდის იმედია ცოტა შემტევს და სანახაობრივს თამაშს თორე ასე როგორც სევილიასთან ითამაშეს თუ სულ მასე უნდა იტანჯონ რა აზრი აქვს?.. მოკლედ კაია რო იწმინდება ნელ ნელა გუნდი და იმედია კარგი ტრანსფერები გაკეთდება ზაფხულისთვის
0
№5
ავტორი: gache1991
23 თებერვალი 2018 15:46
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ისე 24 წლის კარასკოს ყიდის ატლეტიკო ჩინეთში 40 ლიმონად და დავიჯერო უკეთესი ვარიანტი არ აქ :?:?

ლინგარდს როგორ არ ჯობია:))

მე გავუშვებდი ამოლინგს დარმიანს ბლინდს ფელაინის როხოს (ამათში 70მდე მაინც ხო ავიღებდი) იბრა კერიკი ისედაც მიდიან. მოვიყვანდი ალდერვეირელდს დაიერს და გრიზმანს და მენსას დავაბრუნებდი :)) დაიერს 3 მცველიანში შუაში უმაგრესად გამოვიყენებდით .

არც სესენიონის შვილი გვაწყენდა ::)) მარცხენა მცველი ეძახე და ჩემპიონშიპის ბომბარდირობას აპირებს :)) ბეილის გზას გადის მგონი:))
0
№6
ავტორი: kantona-7
23 თებერვალი 2018 18:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
გაყიდონ ესდა მენსა დააბრუნონ ვალენსიას შემცვლელად. მარცხენა მცველია მოსაყვანი აუცილებლად და ნახევარმცველები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№7
ავტორი: PaLoMo
23 თებერვალი 2018 18:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: gache1991
ისე 24 წლის კარასკოს ყიდის ატლეტიკო ჩინეთში 40 ლიმონად და დავიჯერო უკეთესი ვარიანტი არ აქ :?:?

ლინგარდს როგორ არ ჯობია:))

მე გავუშვებდი ამოლინგს დარმიანს ბლინდს ფელაინის როხოს (ამათში 70მდე მაინც ხო ავიღებდი) იბრა კერიკი ისედაც მიდიან. მოვიყვანდი ალდერვეირელდს დაიერს და გრიზმანს და მენსას დავაბრუნებდი :)) დაიერს 3 მცველიანში შუაში უმაგრესად გამოვიყენებდით .

არც სესენიონის შვილი გვაწყენდა ::)) მარცხენა მცველი ეძახე და ჩემპიონშიპის ბომბარდირობას აპირებს :)) ბეილის გზას გადის მგონი:))

ფელაინი ბიჩქად მიაქვს თურქებს.კონტრაქტიბეწურება და მიდის უფასოდ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: SANDROGRIGA
23 თებერვალი 2018 20:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იტალიაში უფრო კარგად ითამაშებს
0
№9
ავტორი: ikeoni
23 თებერვალი 2018 20:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Rogorc mosalodneli iyoo
0
№10
ავტორი: JosephAcuro
26 თებერვალი 2018 15:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
do we need prescription for viagra in india
viagra generico in farmacia
can you take viagra with bystolic
<a href="http://viagrarow.com">viagra generico online</a>
is revatio the same as viagra
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top