თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2018, 12:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1354,
კომენტარები: 10
ინგლისი - შოტლანდიის დაპირისპირება მაკტომინეისთვის
"სამი ლომი" "იუნაიტედის" ახალგაზრდისთვის იბრძოლებს.
ინგლისი - შოტლანდიის დაპირისპირება მაკტომინეისთვის
ინგლისის შოტლანდიას "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელის, სკოტ მაკტომინეისთვის შეეცილება და მომდევნო თვეში საკუთარ რიგებში თამაშის საშუალებას მისცემს.

21 წლის სკოტმა, რომელიც ინგლისში დაიბადა, თავისი მე-16 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" რიგებში, როცა "სევილიასთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრის სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა.

გასულ კვირას "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ინგლისის ნაკრები გააფრთხილა, რომ ნიჭიერ ფეხბურთელს კარგავდა და შოტლანდიელთა მთავარ მწვრტნელ ალექს მაკლიშ მაკტომინეის გამოძახებისკენ მოუწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისშია დაბადებული, მაკტომინეის ბებია-ბაბუა შოტლანდიური ფესვების მქონენი არიან, რაც ფეხბურთელს აძლევს "შოტლანდიის" ნაკრებში თამაშის საშუალებას, მაგრამ სკოტი აქამდე მხოლოდ "იუნაიტედში" მოხვედრაზე იყო კონცენტრირებული.

მას ჯერ ინგლისისა და შოტლანდიის არცერთ ახალგაზრდულ ნაკრებში არ უთამაშია, შესაბამისად ის ორივე ქვეყნისთვისაა ხელმისაწვდომი და გასულ სეზონში უკვე მიიპყრო ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელის, ეიდი ბუთროიდის ყურადღება.

მომდევნო თვეში კი შესაძლებელია, რომ მაკტომინეი 21-წლამდელთა საერთაშორისო მატჩებში ინგლისელებმა რუმინეთისა და უკრაინის ნაკრებების წინააღმდეგ ათამაშონ.

სამაგიეროდ შოტლანდიელები სკოტს დიდ ნაკრებში ეპატიჟებიან და კოსტა რიკასა და უნრებთან ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობისთვის იწვევენ.

წყარო: espn
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
23 თებერვალი 2018 12:45
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მომავალი ოქროს ბურთის მფლობელისთვის ცილაობენ არა? :)))
0
№2
ავტორი: Phil Jones
23 თებერვალი 2018 12:47
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
თუ უნდა ჩეხეთის ნაკრებში ითამაშოს ჩვენ გამოგვადგეს და :დ მაგრამ მაინცდამაინც დიდ პოტენციალს ვერვხედავ, რავი იმედია ვცდები.
0
№3
ავტორი: Adamiani
23 თებერვალი 2018 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
ჭკვიანი ფეხბურთელია, დანარჩენი სასწავლი აქ
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
23 თებერვალი 2018 12:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ინგლისს და შოტლანდიას დაახლოებით ერთნაირი მომავალი აქვთ და ნამდვილად გაუჭირდება არჩევანის გაკეთება wink
0
№5
ავტორი: Malboro463
23 თებერვალი 2018 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ამას დროს რატო ახარჯავენ ვერ ვხვდები. ამის ასაკში ვილშერი,ალენი,ბარკლი,რუდვილიჰენდერსონი,ქლევერლი ამათზე უკეთესი იყვნენ მარა ეხლა რაც არიან კი ვხედავთ და ამად 21 წლის ასაკში რამე არ ეტყობა და მომაალში რა უნდა გახდეს ბუთის გათემაშება ყველამ იცის
0
№6
ავტორი: LASHQARA
23 თებერვალი 2018 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
რაც ამ ბიჭში მომწონს არის ის რომ ჭკვიანურად თამაშობს, სულელურ გადაწყვეტილებებს არ იღებს და ცოტა შორიდან დარტყმებიც რომ დაამუღამოს არ იქნება ცუდი, მაგრად მომენატრა შორეული დარტყმები და საერთოდ მანჩესტერის ფეხბურთი love am
0
№7
ავტორი: ikeoni
23 თებერვალი 2018 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ashkarad aqvs didi momavali❤️
0
№8
ავტორი: gache1991
23 თებერვალი 2018 14:41
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: Phil Jones
თუ უნდა ჩეხეთის ნაკრებში ითამაშოს ჩვენ გამოგვადგეს და :დ მაგრამ მაინცდამაინც დიდ პოტენციალს ვერვხედავ, რავი იმედია ვცდები.

რატო მაინცამაინც ჩეხეთის ნაკრები?:)) პრაღაში ხო არ ხარ :?:?
0
№9
ავტორი: K1llsw1tch
23 თებერვალი 2018 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
არა რა ინგლისი შოტლანდია აირჩიოს და იქ სულ ითამაშებს. დრო მოვა და ლიდერიც გახდება თუ ასე გააგრძელებს.
0
№10
ავტორი: JosephAcuro
26 თებერვალი 2018 03:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
cГЎch mua thuб»‘c viagra
generic viagra
viagra bez recepty allegro
<a href="http://www.viagrarow.com">viagra generico in farmacia</a>
is it bad to use viagra at age 22
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top