თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2018, 12:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1207,
კომენტარები: 4
პსჟ როხოს შეძენას არ აპირებს
არგენტინელი ფრანგთან გეგმებში არ შედის.
პსჟ როხოს შეძენას არ აპირებს
"პარი სენ-ჟერმენთან" დაკავშირებული წყარო იტყობინება, რომ კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის, მარკოს როხოს შეძენას ამჟამად არ აპირებს.

"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან ახალი კონტრაქტის თაობაზე გაჭიანურებული მოლაპარაკებების ფონზე სხვადასხვა გამოცემა ამტკიცებდა, რომ "პარკ დეს პრინსზე" არგენტინელი მცველის ხილვა სურთ. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ლიგა 1-ის ლიდერები ამჟამად ოთხ ფრონტზე იბრძვიან - საშინაო და ევროპულ - და მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე განცდილი 3-1 მარცხის შემდეგ უნაი ემერის კლუბთან დაკავშირებული მომავალი საეჭვოა.

"სტრასბურგთან" მოგებულ მატჩამდე ემერის პსჟ-ს გულშემატკივრები სტვენის შეხვდნენ. ამის მიზეზი კი მადრიდში განცდილი მარცხი იყო.

თუმცა, თუკი გუნდი ნახევარფინალში გავა, ემერის კონტრაქტი დამატებით 12 თვით გახანგრძლივდება, რაც თავისთავად უსვამს ხაზს, რომ ჯერჯერობით ისიც კი არ არის ცნობილი, თუ ვინ გაწვრთნის გუნდს მომდევნო სეზონში.

ასეთი მდგომარეობის ფონზე კი კლუბის სპორტული დირექტორი ანტერო ენრიკე არ აპირებს ახალი ფეხბურთელების შეძენაზე ფიქრს.

მაგრამ ფეხბურთელების გაყიდვა კი ნამდვილად შედის კლუბის გეგმებში, ვინაიდან UEFA-ს ფეირ პლეის მოთხოვნების თანახმად, მათ შეიძლება ჯარიმა დაესკიროთ, რაც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.

და გარდა იმისა, რომ ოთხ საუკეთესო გუნდთა შორის ვერ მოხვედრის შემთხვევაში უნაი ემერის ახალი სამსახურის მოძებნა, პსჟ-ს კი მისი შემცვლელის პოვნა მოუწევს, ფრანგულ გრანდს ასევე საფიქრალი აქვს ტიაგო მოტას ხანგრძლივი შემცვლელის დამატებაც, ვინაიდან ფინანსური ფეირ პლეით ისინი იანვარში მხოლოდ ლასანა დიარას შეძენას გასწვდნენ.

ამის პარალელურად ლეივინ კურზავამ აგენტი შეიცვალა და ეს შესაძლოა, მის წასვლაზე მიუთითებდეს.

ამიტომ გუნდს მარცხენა მცველის საჭიროებაც შეიძლება შეექმნას, მაგრამ ამაზე მუშაობა მხოლოდ ზაფხულში დაიწყება, როცა ცხადი იქნება, თუ ვინ გაწვრთნის პარიზულ გრანდს მომდევნო სეზონში.

წყარო: espn
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
23 თებერვალი 2018 12:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თავიდანვე სავარაუდოდ ჭორი იყო
0
№2
ავტორი: Svanchester
23 თებერვალი 2018 12:44
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
გაყიდონ არ ვიქნები წინააღმდეგი, მცველებირ როტაცია უნდა მოხდეა გუნდში, მაგრამ სანამ ამას გაყიდიან სმოლინგია გასაშვები. უმტიტიზე იწერება აქტუალურად. იმედია ვიყიდით ზაფხულში.
0
№3
ავტორი: ikeoni
23 თებერვალი 2018 13:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Savaraudod joze amas ar gayidis da Tu sharshandel formas daibrunebs arcaa gasashvebi❤️
0
№4
ავტორი: JosephAcuro
26 თებერვალი 2018 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
kГёb viagra i thailand
viagra no prescription
is it safe to take 2 viagra tablets
<a href="http://viagrarow.com">viagra generic</a>
how long are you hard with viagra
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top