თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2018, 10:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1375,
კომენტარები: 8
"იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ორი ფეხბურთელი დაამატა
განაცხადს ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი შეემატა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ანხელ გომესი და ითენ ჰამილტონი დაამატა.

17 წლის გომესი დუნკან ედვარდსის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც "იუნაიტედის" პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა.

18 წლის ჰამილტონი კი პირველი გუნდის განაცხადში მაშინ მოხვდა, როცა "ჰადერსფილდთან" შეხვედრა პოლ პოგბამ ავადმყოფობის გამო გამოტოვა და მისი ადგილის შევსება გახდა საჭირო.

"იუნაიტედმა" ეს ფეხბურთელები B სიაში დაამატა, სადაც ხვდებიან 1996 წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ დაბადებულები.

გომესი და ჰამილტონი კლუბმა მას შემდეგ დააწინაურა, რაც "იუნაიტედის" 19-წლამდელთა გუნდი UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგას გამოეთიშა "ლივერპულთან" განცდილი მარცხის შემდეგ.

"ოლდ ტრაფორდზე" მოურინიოს მისვლის პერიოდში აკადემიის ექვს ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი პირველ გუნდში, რამდენიმე ახალგაზრდა კი რეგულარულად ვარჯიშობს პირველ გუნდთან ერთად.

"იუნაიტედის" სრული განაცხადი ჩემპიონთა ლიგაზე:


მეკარეები:
დავიდ დე ხეა, სერხიო რომერო, ჟოელ კაშტრუ პერეირა*, კირენ ო'ჰარა*

მცველები: ვიქტორ ლინდელეფი, ერიკ ბაიი, მარკოს როხო, ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი, ეშლი იანგი, ანტონიო ვალენსია, ლუკ შოუ, დეილი ბლინდი, მატეო დარმიანი

ნახევარმცველები: პოლ პოგბა, ნემანია მატიჩი, მაიკლ კერიკი, სკოტ მაკტომინეი*, ანდერ ერერა, მარუან ფელაინი, ხუან მატა, ჯესი ლინგარდი, ითენ ჰამილტონი*, ხუან მატა

თავდამსხმელები: ალექსის სანჩესი, ენტონი მარსიალი, მარკუს რეშფორდი*, რომელუ ლუკაკუ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ანხელ გომესი*

* - B სია.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
23 თებერვალი 2018 10:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ანხელ გომესი თავდამსხმელი როდის მერე გახდა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: SANDROGRIGA
23 თებერვალი 2018 12:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლიგაზე არამგონია მარა თასზე მაინც უნდა მიეცეს შანსი, უნიჭიერესი ფეხბურთელია
0
№3
ავტორი: giorgisamnidze99
23 თებერვალი 2018 12:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ჰამილტონი მაგარი მევასება მაგარი ბავშვიააა მაგარი ნახევარ მცველია წინნ გმუუუუ მოუ გუნდი შეტევაზე ათამაშე ეს ბოლო ტურები ეპლში და ლიგაზე დაიკიდე წააგე თუ გინდა მარა შეუტიე დაჩაგრე გაამწარე ნუ ათამამებ მოწინააღმდეგეს ჩვენს კართან კი გეხერხებაა დაცვითი თამაში მარა ის უფრო კარგია სხვას რო ვაზივართ თავზე ორივე ერთად შეძელი ძმობაში ემბლემა სასტავი სახელი სტადიონი გულშემატკივრები ფერგი მფლობელები ყველა ერთხმად დაგიდგებით გვერძე კი შენი ტაკტიკა ეპლში ამართლებს სიტის კარგი სეზონი როარა ჩვენ ვიქნებოდით ეხა პირველზე მაგრამ არაუშავს ეპლის მოგება წელს გამორიცხულია ნახებარ ფინალი მაინც ჩაგვიწერე ამ სეზონში
0
№4
ავტორი: Phil Jones
23 თებერვალი 2018 12:45
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
იმედია გომესი პროგრესირებას გააგრძელებს, ცუდი ისაა რომ მოუს მაინცდამაინც არ უყვარს ეს პატარა შემტევი ტიპები, უფრო ფიზიკურად ძლიერები ევასება და ცოტა მეშინია
0
№5
ავტორი: Svanchester
23 თებერვალი 2018 12:46
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ანხელ გომესი მეიმედება
0
№6
ავტორი: ikeoni
23 თებერვალი 2018 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Gomesi magari bichi izdeba
0
№7
ავტორი: JuanMata
23 თებერვალი 2018 15:10
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
გომესი ძაან მაგარი ფეხბურთელი დადგება, ერთი ისაა, რომ მაგის პოზიციაზე იუნაიტედი გადატენილია.
მარჯვენა ფლანგზე თუ ისწავლის თამაშს, მეტი შანსი ექნება პირველ გუნდში.
ეგ ბიჭი უნდა გამოვიყენოთ, თორემ 1-2 წლის მერე აქ სკამზე არავინ გააჩერებს.
0
№8
ავტორი: SANCHEZ 7
23 თებერვალი 2018 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
გომეში კარგია და ფეინოორდიდან რო ვიყიდეთ ეგეც კარგი ბიჭია ჩონგი თუ რაქვია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top