თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2018, 14:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1613,
კომენტარები: 5
"იუნაიტედი" "ახალ მოდრიჩს" აკვირდება
"წითლებს" ახალ სახელს უკავშირებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, კონკურენცია გაუწიოს "ბენფიკას", რომელიც ხორვატიელი ვუნდერკინდის, ნიკოლა მოროს, იგივე "ახალ ლუკა მოდრიჩად" წოდებული ფეხბურთელით არის დაინტერესებული.

19 წლის მორომ ზაგრების "დინამოს" შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა ხორვატიის ჩემპიონატის ეგიდით და არაერთხელ დაიმსახურა ქება ნახევარდაცვაში გაწეული სამსახურისთვის.

მისი ნიჭის შედარება მაშინვე დაიწყეს თანამემამულე მოდრიჩთან, რომელიც ხორვატიის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ითვლება.

ზაგრებში მოროს მიერ ჩატარებული არაერთი შთამბჭდავი მატჩის შემდეგ ევროპის უდიდესმა კლუბებმა თავიანთი ყურადღება ხორვატიისკენ მიმართეს, მათ შორის კი "მანჩესტერ იუნაიტედიცაა".

ნიკოლას შესაძლებლობებს შესანიშნავად აცნობიერებს "ბენფიკაც" და პორტუგალიური მედია იტყობინება, რომ ამ ტრასნფერისთვის "არწივები" "იუნაიტედს" ბრძოლას გაუმართავენ.

მაგრამ ასევე ცხადია, რომ "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრები დიდი ფინანსური უპირატესობით სარგებლობენ, რასთან ჭიდილსაც "ბენფიკა" ვერ მოახერხებს.

ზაგრებულმა კლუბმა უკვე მოასწრო 12,5 მილიონიანი შეთავაზების უარყოფა, რომელიც დონეცკის "შახტიორისგან" მიიღო, რაც ხაზს უსვამს ფაქტს, რომ მოროს იაფად არ განშორდებიან.

წყარო: talksport
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 თებერვალი 2018 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
არ მოგვასწრონ თორე 2 წელიწადში მოგვყიდიან 100 მილიონად wink
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
22 თებერვალი 2018 21:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კაია ახალი მოდრიჩი მარა სადაა :))
0
№3
ავტორი: gela-manchesteri777
22 თებერვალი 2018 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
წესიერი ვინმე გვინდა იმკიტხავე ეხლა ვინაა ეს
0
№4
ავტორი: PaLoMo
23 თებერვალი 2018 10:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
20და ეგრევე გაკოუშვებენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: Svanchester
23 თებერვალი 2018 15:08
  • სიახლეები: 2776
  • კომენტარები: 3861
ახალი ვარსკვლავბიჭუნების დრო არ არი. ტოპ ვარსკვლავია საყიდელი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top